If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანები შეკრებასა და გამოკლებაზე: სუპერგმირები

სალი ამოხსნის 1 შეკრებისა და 1 გამოკლების ამოცანას.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

14 სუპერგმირი ერთმანეთს შეხვდა მთვარეზე საიდუმლო შეკრებაზე. მშვენიერია. ამ დროს 3 მათგანი თურმე აღმოჩნდა სინამდვილეში რობოტ მოქმედი, რომლიც იყო შენიღბული. კარგით, რამდენი იყო ნამდვილი სუპერ გმირი? გირჩევთ დააპაუზოთ ვიდეო და თქვენით სცადოთ ამოხსნა. ალბათ უკვე სცადეთ, ახლა კი მოდით გავაკეთოთ ერთად. ესე იგი, გვეუბნებიან, რომ 14 სუპერ გმირი შეხვდა ერთმანეთს. ამიტომ დავწეროთ 14 პირველ რიგში. შეიკრიბნენ მთვარეზე. კარგით. აი ამ წრესაც შემოვხაზავ ბარემ. ესე იგი, თოთხმეტნი შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან 3 აღმოჩნდა სინამდვილეში შენიღბული ბოროტმოქმედი. ესე იგი, აქედან 3, 3 ვიღაც არის შენიღბული ბოროტმოქმედი. ესე იგი, ამ 14 ადამიანიდან ან საქმე გვაქვს 3 შენიღბულ ბოროტმოქმედთან, ან რაღაცა რაოდენობა სუპერ გმირთან. ნამდვილ სუპერ გმირთან. ესე იგი, ეს 14 შედგება 3 სუპერ გმირისა და რაღაცა რაოდენობა, აი კითხვის ნიშანი დავარქვათ ამას, ამ რაღაც რაოდენობას სუპერ გმირისგან, და ეს არის ის რაც უნდა გავიგოთ, ეს რაოდენობა. ეს დამოკიდებულება შეგვიძლია დავწეროთ რამდენიმე ნაირად. შეგვიძლია დავწეროთ მაგალითად ასე, 3 ბოროტ მოქმედს დამატებული ის რაღაც რაოდენობა რაც უნდა გავიგოთ სუპერ გმირების, ანუ კითხვის ნიშანი, უდრის 14-ს. რადგან ვიცით, რომ სწორედ ეს ნაწილები შეადგენენ 14 სუპერ გმირს ჯამში. ან 14 ადამიანს მაინც. ესე იგი, 3-ს დამატებული კითხვის ნიშანი უდრის 14-ს. კარგით, ეს ხომ იგივეა რაც 14-ს გამოკლებული 3 14-ს გამოკლებული 3 ტოლია კითხვის ნიშნის. ასეც შეგვიძლია ეს დამოკიდებულება დავწეროთ. აი, მართლა თუ დააკვირდებით 14-ს რომ გამოაკლოთ ეს 3 ბოროტ მოქმედი, დაგვრჩა მარტო ის სუპერ გმირები რომლებიც ვიცით რომ ნამდვილად სუპერ გმირები არიან ანუ, ეს კითხვის ნიშანი რაოდენობა. ესე იგი, თურმე უნდა დავთვალოთ 14-ს მინუს 3 რას უდრის და პასუხსაც გავიგებთ. ამისი ამოხსნის რამდენიმე გზა არის. მაგალითად, აი ასეთი გზა ავიღოთ, 14-ს გამოკლებული 1 ვიცით, რომ არის 13. 14-ს მინუს 2 არის 12. ხოლო 14-ს მინუს 3 მაშინ იქნება 11. ესე იგი, 11 უდრის ამ კითხვის ნიშანს. ან ეს კითხვის ნიშანი ამ 11-ის ტოლია. ესე იგი, გამოდის, რომ თურმე 11 სუპერ გმირი არის ნამდვილი. კარგით, მოდით კიდევ ერთი გავაკეთოთ. გავაკეთოთ კიდევ ერთი მაგალითი. ახლომდებარე ტბაში თურმე აღმოუჩენიათ რამდენიმე მონსტრი. მათგან 9 ყოფილა ზოლიანი, ხოლო 5 ყოფილა კოპლებიანი, ან ლაქებიანი. გვეკითხებიან, სულ რამდენი მონსტრი, სულ რამდენი ურჩხული არის ტბაში? ესე იგი, გვეკითხებიან სრულ რაოდენობას იმ არსებების რაც აღმოაჩინეს ტბაში. მთლიან რაოდენობას. კარგით, ესე იგი, ჩვენი მიზანი არის რომ, ვიპოვოთ სწორედ ეს რაოდენობა. რამდენი ურჩხული არის ტბაში. გვეუბნებიან შემდეგ რამეს, რომ 9 მათგანს აქვს ზოლები. ესე იგი, 9 მონსტრი ან 9 ურჩხული არის ზოლიანი. ხოლო 5 მათგანი არის ლაქებიანი, ან კოპლებიანი. როგორც გნებავთ. ესე იგი, 5 მათგანი არის კოპლებიანი. გამოდის ესე იგი, რომ ეს ყველა, სრული რაოდენობა არის შემდგარი 9 ისეთი მონსტრისაგან რომელიც არის ზოლებიანი. და 5 ისეთისგან, რომლიც არის ლაქებიანი. კარგით, მაშინ შეგვიძლია დავწეროთ ასეთი რაღაც. 9-ს დამატებული 5, (9-ს დამატებული 5) უდრის იმ რაოდენობას, რაც ჩვენ უნდა ვიპოვოთ ანუ იმ სრულ რაოდენობას მონსტრების, რომლებიც ტბაში აღმოაჩინეს. რას უდრის 9-ს დამატებული 5? შეიძლება დაგამახსოვრდათ, რომ ეს 14-ია. მაგრამ თუ არ გვახსოვს ასე შეგვიძლია შევკრიბოთ. 9-ს პლუს 1 ეს იქნება 10. 9-ს პლუს 2 არის 11. პლუს 3 არის 12. 9-ს პლუს 4 არის 13. ხოლო 9-ს პლუს 5 არის 14. კარგით, ესე იგი, კითხვის ნიშანი, ანუ ის რაოდენობა რასაც ვეძებდით გამოვიდა 14-ის ტოლი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)