If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

5-ის გამოტოვებით თვლა

სალი ითვლის 5-ებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამოცანა გვეუბნება ასეთ რაღაცას, თუ დავიწყებთ 179-ით და ხუთ-ხუთობით გავზრდით ამ რიცხვს, ანუ 5-ს მივუმატებთ ყოველ ჯერზე, რომელ რიცხვებს ვიტყვით ჩამოთვლილი რიცხვებიდან. მოდით, დავიწყოთ 179-ით, დავუმატოთ 5 და ვნახოთ რას მივიღებთ. 179-ს პლუს 5 რას უდრის? მოდით, სიმარტივისთვის ავდგეთ და ეს 5 დავშალოთ ერთიანად და ოთხიანად. ანუ, 179-ს ჯერ მივუმატოთ 1 და მერე მივუმატოთ 4. რატომ? ეს იმისთვის გვჭირდება, რომ 179-ს რომ 1-ს დავუმატებთ, მივიღებთ 180-ს, და მერე ამას მარტივად დავუმატებთ უკვე 4-ს. ესე იგი, ეს გამოსახულებაა 180, ამას დამატებული 4 იქნება 184, მარტივად. კარგით, გავაგრძელოთ. მოდით, თან სია გავაკეთოთ და მერე მარტივად შევამოწმებთ პასუხებში არის თუ არა ის რიცხვები რასაც მივიღებთ. კარგით, ახლა ამას დავუმატოთ 5, რა იქნება? 184-ს პლუს 5, 4-ს პლუს 5 არის 9, ესე იგი, 184-ს პლუს 5 იქნება 189. ახლა ამას დავუმატოთ 5. 189-ს რომ დავუმატოთ 5, მოდით იგივე გავაკეთოთ. დავწეროთ 189, დავუმატოთ 5 და გადავწეროთ ეს ყველაფერი ოღონდ 5 დავშალოთ ისე. 189-ს პლუს 1 და პლუს 4. ეს რა იქნება? 189-ს პლუს 1 მოგვცემს 190-ს და 190-ს პლუს 4 მოგვცემს 194-ს. ესე იგი, შემდეგი რიცხვი მივიღეთ 194. კარგით, ახლა ამასაც ვზრდით 5-ით. 4-ს პლუს 5 - 9, ესე იგი, 199 გვექნება. ახლა გავაგრძელოთ, კიდევ 1 დაგვრჩა. დავუმატოთ ისევ 5. 199-ს 5 იგივე არის რაც 199-ს ჯერ 1 დავუმატოთ და მერე 4. 199-ს დავუმატოთ 1 რა არის? არის 200. 200-სს რომ დავუმატოთ 4 არის 204. კარგით, ახლა შევადაროთ. 184 შეგვხვდა. 184 გვქონდა პასუხებში და ზევითაც არის. მაშინ მოვნიშნოთ. 189-ც არის. 186 გამოვტოვეთ, იმიტომ, რომ არ გვაქვს პასუხებში. 194 შეგვხვდა. 199 შეგვხვდა. 197 არა. და შეგვხვდა ბოლოს 204. ესეც ასე, მივიღეთ ყველა პასუხი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)