If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

განრიგებადობის კანონი ცვლადებთან ერთად

ისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ განრიგებადობის კანონი, რომ გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ უდიდესი საერთო გამყოფი ისეთი ალგებრული გამოსახულებიდან, როგორიცაა 2+4x.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ალბათ, უკვე იცი, თუ რა არის მამრავლი მაგალითად, ავიღოთ რიცხვი 12 12 არის ორისა და ექვსის ნამრავლი ორჯერ ექვსი უდრის 12-ს ამიტომ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ორი არის 12-ის მამრავლი ასევე, ექვსიც არის 12-ის მამრავლი ორისა და ექვსის ნამრავლი უდრის 12-ს ასევე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ორჯერ ექვსი არის 12-ის დაშლილი ფორმა 12 დავშალეთ რიცხვებად, რომელთა ნამრავლიც 12-ის ტოლია ალბათ, ასევე, გახსოვს მარტივ მამრავლებად დაშლა ამ დროს რიცხვს შლი ისეთ მამრავლებად, რომელთაგან ყველა მარტივი რიცხვია მაგალითად, აქ ექვსს დაშლიდი ორად და სამად და მიიღებდი: ორჯერ ორჯერ სამი უდრის ექვსს ეს გამოსახულება იქნება 12-ის მარტივად დაშლილი ფორმა ეს ციფრები არის 12-ის მარტივი მამრავლები მამრავლები არიან რიცხვები, რომელთა ნამრავლიც თავდაპირველ რიცხვს უდრის დაშლილი ფორმა კი არის გამოსახულება, რომელიც ტოლია თავდაპირველი რიცხვის ამ ვიდეოში ვეცდებით, ეს აზრი ალგებრაშიც ჩავრთოთ ავიღოთ ასეთი გამოსახულება: ორს პლუს ოთხი x შეგვიძლია თუ არა, რომ ეს გამოსახულება გამოვსახოთ როგორც ორი რიცხვის ან ორი გამოსახულების, ან რიცხვისა და გამოსახულების ნამრავლი? ამ გამოსახულების ჩაწერა შეგვიძლია ასეც: ორი გამრავლებული ერთს პლუს ორ x-ზე შეგიძლია, შეამოწმო, რომ ეს მართლაც უდრის ორს პლუს ოთხ x-ს ორჯერ ერთი უდრის ორს, ორჯერ ოთხი x კი უდრის ოთხ x-ს ეს გამოსახულება არის ორს პლუს ოთხი x დაშლილი მამრავლებად ასევე, ამბობენ ხოლმე, რომ ორი ამ შემთხვევაში ფრჩხილებს გარეთ გავიტანეთ ისიც მართალია, რომ ერთს პლუს ორი x გავიტანეთ ფრხილებს გარეთ ეს გამოსახულება დავშალეთ ორ მამრავლად გავაკეთოთ კიდევ რამდენიმე მაგალითი ავიღოთ ასეთი გამოსახულება: ექვს x-ს პლუს 30 ჯერ ასე შევხედოთ: შეგვიძლია თუ არა ორივე ელემენტის ისე დაშლა, რომ საერთო მამრავლი ჰქონდეთ? მაგალითად, ექვსი x პირდაპირ აღნიშნავს ექვსს გამრავლებულს x-ზე 30-იც იყოფა ექვსზე, შეგვიძლია, ჩავწეროთ ექვსი გამრავლებული ხუთზე 30 იგივეა, რაც ექვსჯერ ხუთი როგორც ვხედავთ, შეგვიძლია ექვსის ფრჩხილებს გარეთ გატანა ეს არის გადამრავლების საპირისპირო, ექვსის ფრჩხილებს გარეთ გატანით მივიღებთ: ექვსი გამრავლებული-- ექვსს თუ გავიტანთ აქედან, დაგვრჩება x ხოლო თუ აქედანაც გავიტანთ ექვსს, დაგვრჩება პლუს ხუთი ექვს x-ს პლუს 30 რომ დავშალოთ მამრავლებად იქნება ექვსი გამრავლებული x-ს პლუს ხუთზე ექვსი რომ გადაამრავლო ამ გამოსახულებაზე, ისევ მიიღებ ექვს x-ს პლუს 30-ს გავაკეთოთ სხვა, უფრო საინტერესო მაგალითიც სადაც წილადის დაშლა მოგვიწევს დავუშვათ, გვაქვს: 1/2-ს მინუს 3/2 x როგორ დავშალოთ ეს გამოსახულება მამრავლებად? ჯერ დააპაუზე ვიდეო და შენით სცადე ამის გაკეთება დაგეხმარები კიდევაც: სცადე 1/2-ის ფრჩხილებს გარეთ გატანა თუ გვინდა 1/2-ის ფრჩხილებს გარეთ გატანა, მაშინ ეს ელემენტი ჩავწეროთ, როგორც 1/2 გამრავლებული ერთზე მეორე ელემენტი კი ჩავწეროთ, როგორც 1/2 გამრავლებული სამ x-ზე 3/2 x იგივეა, რაც სამი x გაყოფილი ორზე, ან სამი x გამრავლებული 1/2-ზე აქედან შეგვიძლია 1/2-ის ფრჩხილებს გარეთ გატანა მივიღებთ: 1/2 გამრავლებული ერთს მინუს სამ x-ზე ასევე, შეგიძლია, ამ ორივე ელემენტს შეხედო როგორც ნამრავლებს, რომლებიც 1/2-ს შეიცავენ ამიტომ, შემიძლია, რომ თითოეული ეს ელემენტი 1/2-ზე გავყო 1/2 გაყოფილი 1/2-ზე იქნება ერთი 3/2 გაყოფილი 1/2-ზე კი იქნება სამი თითქოს ამ ელემენტებს მოვაშორე 1/2 იმედია, მიხვდით, თუ რას ნიშნავს გამოსახულების მამრავლებად დაშლა შეგვიძლია, უფრო აბსტრაქტული მაგალითი განვიხილოთ, მაგალითად ax-ს მინუს ay როგორ დავშალო ეს მამრავლებად? ორივე ელემენტი არის ნამრავლი, რომელიც a-ს შეიცავს ამიტომ, ამის გადაწერა შეგვიძლია, როგორც a გამრავლებული x-ს მინუს y-ზე ამას ქვია a-ს ფრჩხილებიდან გატანა a რომ გადაგემრავლებინა ამ გამოსახულებაზე, ისევ ax-ს მინუს ay-ს მიიღებდი