If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანა წილადების გამრავლებაზე: კინოები

სალი ამოხსნის ამოცანას გამრავლებაზე, რომელიც კინოების შესახებაა. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

შენ აწყობ კინო მარათონს. თითო ფილმი საშუალოდ 1 მთელი 3/4 საათი გრძელდება რამდენ ხანს გაგრძელდება შენი კინო მარათონი თუ გინდა, რომ სამ ფილმს უყურო? პასუხის პოვნაში შეიძლება, ქვემოთ მოცემული რიცხვითი ღერძი დაგეხმაროს. მოკლედ, ყოველი ფილმი 1 მთელი 3/4 საათი გრძელდება. დავუშვათ, პირველი ფილმი.. პირველი ფილმი იქნება ვარსკვლავური ომები. რომელსაც ნებისმიერ კინო–მარათონში ვრთავ ხოლმე. ეს ფილმი გაგრძელდება 1 მთელი 3/4 საათი. აღვნიშნოთ აქ: ეს არის 1 მთელი და კიდევ 3/4 გვჭირდება. ამათგან ყოველი არის 1/4, რადგანაც 1–სა და 2–ს შორის 4 განყოფილება გვაქვს. 1,2,3,4. ჩვენ კი 3/4 გვჭირდება. 1,2,3 აი, რამდენ ხანს გრძელდება ჩემი პირველი ფილმი. ჩემი მეორე ფილმი, ასევე, გაგრძლედება 1 მთელი და 3/4 საათი. 1 არის 4/4 ანუ, 1,2,3,4 შემდეგ კი კიდევ 3/4 გვჭირდება: 1,2,3 და როგორც უკვე ვთქვი 4/4 და 3/4 არის 7/4 ანუ, 1 მთელი და 3/4 იგივეა, რაც 7/4 აქ ხედავთ, რომ როცა 1 მთელი და 34/4 ლურჯად აღვნიშნე რეალურად აღვნიშნე 7/4 . იგივე აქ, მაჯენდას ფერით ახლა კი მწვანე ფერით აღვნიშნოთ შემდეგი ფილმი. პრინციპში, განდი უფრო გრძელია, ვიდრე 1 მთელი 3/4 საათი მაგრამ ძალიან კარგი ფილმია ამიტომაც ჩავსვი აქ, როგორც ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ფილმი. მოკლედ, აღვნიშნოთ შემდეგი 1 მთელი 3/4 საათი შეგვიძლია, აღვნიშნოთ, როგორც 4/4 პლუს 3/4 ან 7/4, 1,2,3,4,5,6,7 წერტილი, რომელამდეც მივედით, არის 5 მთელი 1/4 საათი. ვნახოთ, მივიღებთ თუ არა იგივე შედეგს თუ ამას მათემათიკურად მივუდგებით. პრინციპში, ესეც მათემათიკური მიდგომა იყო. მოკლედ, ყოველი ფილმი გრძელდება 1 მთელი და 3/4 საათი. უკვე ვთქვით, რომ 1 მთელი და 3/4 საათი არის იგივე რაც 1 +3/4 1 იგივეა რაც 4/4 ანუ, ესაა 4/4 +3/4 რაც უდრის 7/4–ს. ამ შერეული რიცხვის არაწესიერ წილადად გადაქცევის სხვა მეთოდიც არსებობს. ნახეთ! 4–ჯერ 1 არის 4 – სწორედ ასე მივიღეთ 4/4– პლუს 3 არის 7, ანუ 7/4. ახლა კი 7/4 სათი სამჯერ უნდა ავიღოთ ამისთვის, 7/4 უნდა გავამრავლოთ 3–ზე. ამის ამოხსნის რამდენიმე გზა არსებობს. შეიძლება, შეხედოთ ამას, როგორ სამ 7/4-ს და დაუმატოთ ისინი ერთმანეთს ანუ, დაწეროთ 7/4 + 7/4 +7/4 რაც უდრის 21 მეოთხედს. და თუ ამის შერეულ რიცხვად გამოსახვა გინდათ 21/4 იგივეა, რაც გამოვთვალოთ: 20 ზუსტად იყოფა 4–ზე ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს 20/4 და 1/4 20/4 კი იგივეა, რაც 5 ანუ, გვაქვს 5 მთელი და 1/4. რაც იგივე პასუხია, რაც აქ გვაქვს. ამოხსნის მეორე გზა: 7/4 უნდა გავამრავლოთ 3/1–ზე ცხადი რომ იყოს – ვამრავლებთ მრიცხველებს და მერე ვამრავლებთ მნიშვნელებს. მრიცხველში მაქვს 7+7+7, რაცაა 3-ჯერ 7 მნიშვნელში კი 4–ჯერ 1 მაქვს, რაც უდრის 4–ს. ანუ, გვაქვს 3–ჯერ 7 მეოთხედი ან 21/4 რაც, როგორც უკვე ვიცით, არის 5 მთელი და 1/4.