If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მთელი რიცხვების გაყოფა წილადებზე: ამოცანა

ისწავლეთ ისეთ ამოცანების ამოხსნა, რომლებიც შეიცავს მთელი რიცხვის ერთეულოვან წილადზე გაყოფას. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ტრეისიმ სასტუმროს ყველა ოთახში უნდა გადააანაწილოს დეკორატიული თასები არომატიზატორით მას უნდა, რომ ყოველი თასი გაავსოს არომატიზატორის ქილის 1/5-ით. თუ ტრეისის აქვს არომატიზატორის ოთხი ქილა, რამდენ ოთახში შეუძლია არომატიზატორის თასის დადგმა? მას აქვს ოთხი ქილა და უნდა, რომ გაყოს ეს ოთხი ქილა 1/5-იანი ქილის ჯგუფებად. თუ გაქვთ რაიმე ოთხი და ცდილობთ, რომ დაყოთ გარკვეული რაოდენობის ჯგუფებად, ჯგუფების რიცხვის მისაღებად ამ რაოდენობაზე უნდა გაყოთ. ანუ, ოთხი უნდა გავყოთ 1/5-ზე. ოთხი ქილა უნდა გავყოთ ქილის მოცულობის 1/5-ის ტოლ ჯგუფებად. ეს ვიზუალურად გამოვსახოთ. მოდით არომატიზატორის ერთ ქილას დავხატავ. არომატიზატორის ერთი ქილა შეიძლება დანაწევრდეს 5/5-ად. აი, ასე. 1, 2, 3, 4, 5. არომატიზატორის ერთ ქილას შეუძლია ხუთი თასის გავსება თუ თითოეულ თასში 1/5-ს ჩავასხამთ. ახლა ჩვენ გვაქვს ოთხი ქილა. მოდით ჩავსვამ მათ. ესე იგი 2, 3 და 4. არომატიზატორის რამდენი თასის შევსება შეუძლია ტრეისის? მას აქვს ოთხი ქილა. ეს იქნება იგივე, რაც... შევცვალოთ ფერი.. კიდევ ერთხელ, მას აქვს ოთხი ქილა. და ყოველი ქილით მას შეუძლია გაავსოს ხუთი თასი, რადგან თითო თასი საჭიროებს ქილის 1/5-ს. ეს იგივე იქნება, რაც ოთხჯერ ხუთი. ან შეგვიძლია დავწეროთ როგორც ოთხი გამრავლებული ხუთ მეერთედზე. ხუთი იგივეა, რაც ხუთი მეერთედი. რაც უტოლდება ოთხჯერ ხუთს, რაც რა თქმა უნდა, არის 20. თავისი ოთხი ქილით მას შეუძლია გაავსოს არომატიზატორის 20 თასი. გამეორებისთვის ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ რიცხვზე გაყოფა იგივეა, რაც მის შებრუნებულზე გამრავლება. ჩვენ ეს მეთოდი აქ გამოვიყენეთ. 1/5-ზე გაყოფა იგივეა, რაც 1/5-ის შებრუნებულზე გამრავლება, ანუ 5/1-ზე. ტრეისის 20 თასის გავსება შეუძლია არომატიზატორის 4 ქილით.