If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეორე კლასი > თემა 2

გაკვეთილი 4: ორნიშნა რიცხვების შეკრება: შესავალი

შეკრება 10-ად დაჯგუფების საშუალებით

სალი კრებს 5+68 და ამისათვის 5-ს დაშლის 2-ად და 3-ად.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში გიჩვენებთ ერთ საინტერესო ხერხს თუ როგორ შეიძლება შევკრიბოთ რიცხვები და გამოგადგებათ ეს როცა ზეპირად გააკეთებთ შეკრებას. დავუშვათ, მინდა 5-ს მივუმატო 68. 5-ს ვუმატებ 68-ს. ამის გაკეთების ხერხი უკვე ვიცით, მაგრამ ამ ვიდეოში გიჩვენებთ სხვა ხერხს, რომელიც ზეპირად უფრო მარტივი გასაკეთებელია არის ხშირად. როცა ვუყურებთ რიცხვ 68, რას ვიფიქრებთ. ამას, რომ 2 დავუმატოთ 70-მდე მივალთ, მაშინ იქნებ აჯობოს, იქნებ აჯობოს, რომ დავშალოთ ორად და სამად. და ჯერ ორიანს მივუმატოთ 68. მაშინ დაგვრჩება მარტო 3 დასამატებელი და უფრო მარტივი იქნება ყველაფერი. ვნახოთ, 5 დავშალოთ სამიანად და ორიანად. სამის და ორის ჯამად. ესე იგი, ჯერ გვექნება სამის და ორის ჯამი. და შემდეგ ამას დავუმატებთ 68-ს. ეს ჩავსვათ ფრჩხილებში, ანუ ვაჩვენოთ, რომ ჯერ დავშალეთ ხუთიანი და ეს დაიშალა, როგორც სამიანი და ორიანი. ახლა ვუმატებთ 68-ს. მათემატიკის შეკრების თვისების გამო, შეგვიძლია ეს ფრჩხილები მოვშალოთ და შევცვალოთ თანმიმდევრობა. რატომ? იმიტომ, რომ 68-ს რომ დავუმატოთ 2 არის 70. და შემდეგ შეკრება უფრო მარტივი გახდება. ამიტომ, მოდი ასე მოვიქცეთ. გადავწეროთ ეს სხვა ნაირად. 3-ს პლუს 2 პლუს 68 დავწეროთ ისევ ძველებურად თავიდან, მაგრამ ფრჩხილები ახლა გავუკეთოთ ორიანს და 68-ს, ანუ, ფრჩხილებში ჩავსვათ ორიანი და 68. ჯერ ორს დავუმატოთ 68. რას მოგვცემს ეს? ეს მოგვცემს 70-ს. 2-ს პლუს 68 უდრის 70-ს. ახლა დაგვრჩა მარტო სამიანი მისამატებელი. 3-ს დამატებული 70 რას უდრის? 3-ს დამატებული 70 უდრის 73-ს. ანუ შეკრება უფრო მარტივი გახდა. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უფრო გრძელი გზა არის, მაგრამ ზეპირად როცა აკეთებთ, ხშირად ეს უფრო მარტივია. ნუ, იდეა რა არის? უბრალოდ შევხედავთ, რომ 68 გვაქვს. ვიცით, რომ 68-ს რომ 2 დავუმატოთ 70 გახდება და მერე უფრო გამარტივდება შეკრება. ამიტომ, 5-ს ვშლით ორად და სამად. ჯერ 2-ს ვუმატებთ 68-ს და ვიღებთ 70-ს და მერე ვუმატებთ 3-ს. დავუმატეთ 3, მივიღეთ 73. შეგვიძლია ეს რიცხვით ღერძზეც წარმოვიდგინოთ სიმარტივისთვის. დავხაზოთ რიცხვითი ღერძი. გავუკეთოთ რაღაცა აღნიშვნებიც. რაღაც აღნიშვნები გავაკეთოთ. და ჩვენი რიცხვებიც რაც მონაწილეობს ამ შეკრებაში დავურთოთ დავუშვათ ეს ადგილი, ეს ხაზი, ეს წერტილი იყოს 68, აღნიშნავდეს 68-ს. მაშინ, ეს იქნება 70. აქ გვექნება 70. და ჩვენ გვინდა ხუთის დამატება, ხომ? 5 რომ დავუმატოთ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ჯერ დავუმატოთ 2 და 70-მდე მივალთ. ანუ, 2-ს თუ დავუმატებთ მივალთ 70-მდე, ეს უკვე ვიცით. და იმისთვის, რომ 5-მდე შეივსოს, წეღან რაც გავაკეთეთ ის მოხდა აქ, დავუმატეთ ორი. მაგრამ 5-მდე რომ შევავსოთ კიდევ 3 არის დასამატებელი. ანუ კიდევ მარჯვნივ გადავდივართ სამით. და ვუმატებთ უბრალოდ 3-ს. 70-ს პლუს 3 არის 73. ცხადია, ზუსტად იგივე პასუხი მივიღეთ რაც წეღან. იმედია, დაგაინტერესათ ამ ხერხმა. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)