If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გამოტოვებული რიცხვები 0-სა და 120-ს შორის

სალი პოულობს გამოტოვებულ რიცხვებს 0–ს და 120–ს შორის.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით ვნახოთ, რას გვეუბნებიან ამ ამოცანაში. რომელი რიცხვია გამოტოვებული? გადავხედოთ. აი როგორც ხედავთ, გვაქვს ცხრილი რიცხვების და ერთ-ერთ უჯრაში არ წერია რიცხვი. მოდით გავყვეთ ამ ხაზს და ვნახოთ რა რიცხვი შეიძლება იყოს აქ. 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98. ესე იგი, შემდეგი უნდა იყოს 99. ესე იგი, მოდით ჩავწეროთ აქ 99. ანუ, ვიცით, რომ 98 ის შემდეგ და 100-ის წინ არის 99. შევამოწმოთ. სწორი ყოფილა. კარგით, გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე: რომელი რიცხვია გამოტოვებული? ესე იგი, გვაინტერესებს რეალურად 114-ის შემდეგ რა რიცხვი მოდის და 116-მდე რა რიცხვია. ცხადია, ეს ერთი და იგივე რიცხვი იქნება. 14 ის შემდეგ რა რიცხვი მოდის? 15, ხომ? იგივეა ზუსტად 114-ის შემთხვევაშიც მოდის შემდეგი რიცხვი -- 115. ესე იგი, ეს პასუხიც არის სწორი. ძალიან კარგი. შემდეგი: რომელი რიცხვი მოსდევს 117-ს? ისევ, სიმარტივისთვის გავიხსენოთ, ჩვეულებრივად 17-ს რა რიცხვი მოსდევს. როცა ვითვლით 16, 17,18. მაშინ 117-საც უნდა მოსდევდეს რიცხვი 118. შევამოწმოთ. ესეც სწორია. ახლა შემდეგი. ისევ გვაქვს რაღაც ცხრილი და გვეკითხებიან, რომელი რიცხვია გამოტოვებული. როგორც ხედავთ აქ არის ის უჯრა რომელიც ცარიელია და უნდა შევავსოთ. ლოგიკურად გავყვეთ ისევ. შეგვიძლია დავთვალოთ ან გავიხსენოთ რა რიცხვი მოდის 18-ის შემდეგ. 18-ის შემდეგ მოდის 19. ანუ, 20-მდე რა არის? 20-მდე არის 19. მაშინ, 118-ის შემდეგ იქნება 119. ძალიან მარტივად. ესე იგი, ეს უნდა იყოს 119. შევამოწმოთ. ესეც სწორია. და ამ ამოცანის ბოლო ნაწილი: რომელი რიცხვია გამოტოვებული? 100, შემდეგ რაღაც, შემდეგ 102, 103, 104 და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ შემთხვევაში ნულიდან არ ვიწყებთ ხოლმე დათვლას, მაგრამ ამიტომ მოდი ასე შევხედოთ: 2-მდე რა რიცხვი არის? 2-მდე არის 1. მაშინ, 102-მდე იქნება 101. ვნახოთ. და ესეც სწორია. მშვენივრად შევასრულეთ ამოცანა. (სუბტიტრები შექმნილია ლუკა ბარამიძის დახმარებით)