If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

საათის ცნობა (მონიშნული ციფერბლატით)

სალი განსაზღვრავს დროს მონიშნულ ციფერბლატიან საათზე. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვეკითხებიან, რომელი საათიაო? მოდი, დავაკვირდეთ. პირველ რიგში, ვნახოთ მოკლე ისარი, ანუ საათების ისარი სად არის. როგორც ვხედავთ კი არის 6-იანთან ახლოს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ საათებს ვითვლით იმის მიხედვით, თუ რომელ საათს გასცდა საათების ისარი. ამ შემთხვევაში საათების ისარი 5-ს გასცდა, მაგრამ 6-მდე ჯერ ბოლომდე არ მისულა, ე.ი. ისევ მეხუთე საათშია. ამიტომ პასუხი აქ იქნება 5, ხოლო ახლა დავაკვირდეთ წუთების ისარს. როგორც ვხედავთ, წუთების ისარი არის 10-იანთან, მაგრამ პასუხი აქ 10 არ არის, რადგან 10-იანი საათებს აღნიშნავს და ისევ შეგახსენებთ, რომ თუ გვინდა გავიგოთ, რამდენი წუთი არის ან რომელი მონაკვეთი რა წუთს შეესაბამება შეგვიძლია ასე გადავთვალოთ: დავიწყოთ 12-დან და თითოეული ციფრი შეესაბამება 5 წუთს და თითოეული დანაყოფი, ცხადია, თითო წუთს. შეგვიძლია გადავთვალოთ ხუთობით, ანუ: 5, 10, 15, 20, 25, 30, 35, 40, 45 და 50. ე.ი. დრო, ანუ რომელი საათია, არის 5 საათი და 50 წუთი. საინტერესოა 5-იანით უნდა ჩავწერო თუ 05-ით. აბა, მოდი, ჯერ 05-ს ვცდი იმიტომ, რომ ასე უფრო წერენ ხოლმე. და სწორია, ამიტომ ასე დავწერ ხოლმე ამიერიდან. ე.ი. ეს არის სწორი. განვაგრძოთ. ისევ, რომელი საათიაო? ვნახოთ ჯერ საათების ისარი რას შვრება? თითქმის ცხრასთან არის, მაგრამ 9-მდე რადგან ვერ მიაღწია, ე.ი. არის მე-8 საათში, ანუ 8-ს გასცდა, ამიტომ საათი არის 08, ანუ 8 საათი და შემდეგ, ახლა წუთების ისარს დავაკვირდეთ. წუთების ისარი არის, აი, აქ. გადავთვალოთ ისევ: 5, 10, 15, 20, 25, 30, 35, 40 და 45. ე.ი. არის 8 საათი და 45 წუთი. ვნახოთ, რომელი საათია. თუ დავუკვირდებით საათების ისარს, ის 8-ს გასცდა, მაგრამ 9-მდე არაა მისული, ამიტომ მე-8 საათშია, ე.ი. დავწეროთ 08 და ახლა ვნახოთ, წუთების ისარი სადაა? 5, 10 და 15, ე.ი. 15 წუთთან არის წუთების ისარი. 8 სთ და 15 წთ-ია. ეს საინტერესოა. რომელი საათიაო? თუ დავუკვირდებით საათების და წუთების ისარიც, ორივე არის 12-თან. ეს რას ნიშნავს? ათვლას ვიწყებთ 12-დან. საათების ისარი თუ არის 12-თან, ეს პატიოსნად ნიშნავს 12 საათს, ხოლო წუთების ისარი რომ არის 12-თან, ეს ნიშნავს, რომ ამ ახალი საათიდან, რომელიც ამ შემთხვევაში12-ია, ჯერ 1 წუთიც არაა გასული იმიტომ, რომ 12-დან ვიწყებთ წუთების ათვლას. აი, ნახეთ: 1, 2, 3, 4, 5 და ა.შ. ხუთობით: 5,10, 15... ანუ 0-ს შეესაბამება წუთებისთვის ეს წერტილი. ე.ი. არის 12 სთ და 00 წთ, ანუ 12 სთ. ესეც ასე. შემდეგი. საათების ისარი არის 4-ს გაცდენილი, მაგრამ 5-თან არაა მისული, ამიტომ არის მე-4 საათში, ხოლო წუთების ისარი არის — 5, 10, 15, 20 და 25 — 25-ე წუთთან, ე.ი. არის 4 სთ და 25 წთ. (სუბტიტრები შექმნილია ანი მანგოშვილის დახმარებით)