If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: არითმეტიკა > თემა 2

გაკვეთილი 3: გამრავლება: თანრიგები და ფართობის მოდელები

გამრავლება ფართობის მოდელის საშუალებით: 78 x 65

სალი იყენებს ფართობის მოდელს იმისათვის, რომ გაამრავლოს 78x65. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვაპირებ 78-ის გამრავლებას 65-ზე, ოღონდ არც ისე სტანდარტული გზით. იმედია, გასაგები იქნება და მიხვდებით რომ გამრავლების მრავალნაირი გზა არსებობს. როცა რიცხვებს ზეპირად ვამრავლებ, ამ მეთოდს ვიყენებ. ესე იგი, 78-ს ვამრავლებთ 65-ზე. შემდეგ განვიხილავთ, თუ როგორ არის წარმოჩენილი ეს პროცესი ნახაზზე. ანუ, 78-ს ვამრავლებთ 65-ზე. ვაპირებ დავიწყო ისე, როგორც ჩვეულებრივ ვიწყებთ გამრავლებას ვიწყებ ხუთით, ვამრავლებ მას რვაზე, რაც 40-ის ტოლია. იმის მაგივრად, რომ დავწერო ნული და ოთხი დავიმახსოვრო, მე უბრალოდ დავწერ 40-ს ეს არის ხუთჯერ რვა. ახლა გავამრავლებ შვიდს ხუთზე. და აქ ოდნავი სიფრთხილეა საჭირო რადგან ეს არ არის უბრალოდ შვიდი, ეს არის 70. და რა იქნება ხუთჯერ 70? რადგან ხუთჯერ შვიდი არის 35, ესე იგი, ხუთჯერ 70 იქნება 350. ამიტომ დავწერ 350-ს. გადავავლოთ თვალი: ხუთჯერ რვა არის 40, ხუთჯერ შვიდი კი 350. თუ ამ ორს შევკრებთ მივიღებთ ხუთჯერ 78-ს. ახლა მივხედოთ ექვსს. გავამრავლოთ ექვსი რვაზე. ისევ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ექვსი არცისე ჩვეულებრივია, ის ათეულების ადგილზეა ესე იგი, ეს არის 60. 60 გავამრავლოთ რვაზე. ექვსჯერ რვა არის 40. შესაბამისად, 60-ჯერ რვა არის 480. მაშ, დაიწერება 480. და შემდეგ ექვსჯერ შვიდი. ეს იქნება 42, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ეს არის 60-ჯერ 70, ასე რომ, ბოლოში გვექნება ორი ცალი ნული და გამოვა არა უბრალოდ 42, არამედ 4200. 6 ათეული გამრავლებული 7 ათეულზე არის 4200. ახლა შეგვიძლია ყველაფერი შევაჯამოთ. და ეს პროცესი ჰგავს სწორედ იმ ტრადიციულ მეთოდს რომელსაც გამრავლებისას ვიყენებთ. მე უბრალოდ დავაზუსტე თუ რომელი ციფრები მრავლდება ერთამნეთზე. მაგრამ ახლა შეჯამების დროა: ერთეულების ადგილზე გვაქვს ნული. ათეულების ადგილზე გვაქვს ოთხს პლუს ხუთი, ანუ ცხრა. ცხრას პლუს რვა არის 17. ახლა შეგვიძლია დავიმახსოვროთ ერთი. ერთს პლუს სამი არის ოთხი. ოთხს პლუს ოთხი - რვა. რვას პლუს ორი არის 10. შემდეგ დავუმატოთ დამახსოვრებული ერთი და ვწერთ ხუთს. მივიღეთ 5070. ახლა დავფიქრდეთ-- მინდა წარმოვიდგინოთ რა ხდებოდა ნახაზზე. ესეიგი, კიდევ ერთხელ, ჩვენ გვქონდა 78. ამიტომ ვეტიკალური ხაზის სიგრძე იყოს 78. აი ეს მანძილი არის 70. და დარჩენილი მონაკვეთი არის რვა. უფრო გავამკვეთროთ, რომ უკეთ დაინახოთ, რაზეც ვსაუბრობ. ესე იგი, ეს მონაკვეთი რვის ტოლია და მას ვამრავლებთ 65-ზე. ეს მონაკვეთი კი-- რომელიც არ არის სიზუსთით დახაზული-- 60-ის შესაბამისია. და, აი, ეს მანძილი კი ხუთის ტოლია. ესე იგი, სრული სიგრძე 65-ია. ხოლო ეს -78. ასე რომ, როდესაც ამრავლებ-- თუ გქონდა მართკუთხედი, რომლის სიგანე 65 ერთეულია რომელიც გაამრავლე, მის სიგრძეზე, რომელიც 78 ერთეულის ტოლია. ესეიგი, მისი ფართობი იქნება 78 გამრავლებული 65ზე, ანუ 5070. ახლა გამრავლების ყოველი ეტაპი შეგვიძლია მოვნიშნოთ ნახაზზე. როდესაც ხუთი გავამრავლეთ რვაზე მივიღეთ 40. ეს შეესაბამება ამ მონაკვეთს ნახაზზე. ხუთჯერ რვა 40-ის ტოლია. ხუთი რომ გავამრავლეთ 70-ზე და მივიღეთ 350, წარმოადგენს ამ მონაკვეთს ნახაზზე. ხუთი გავამრავლეთ 70-ზე და მივიღეთ 350. როცა 60–ზე გავამრავლეთ 8-- ანუ, ექვსზე, რომელიც ათეულების ადგილას იყო- 60-ჯერ გავამრავლეთ რვა და მივიღეთ 480 რაც ნახაზზე, აი, ეს მონაკვეთია. 60-ჯერ რვა, რომელიც 480-ის ტოლია. და ბოლოს 70 რომ გავამრავლეთ 60-ზე და მივიღეთ 4200. აი ეს მონაკვეთია. ეს ფართობი წარმოადგენს 60 ერთეულს სიგანეში და 70-ს სიგრძეში. ესეიგი 60-ჯერ 70, რაც 4200-ის ტოლია. შემდეგ ყველაფერი შევაჯამეთ და 5070 მივიღეთ. ჩვენ უბრალოდ ვაჯამებდით თითოეეული მართკუთხედის ფართობს. ეს დიდი კვადრატი, რომელიც უმეტეს ფართობს იკავებს, 4200 ერთეულია. და გვაქვს 480 ერთეული ჟოლოსფერი, 350 ერთეული მომწვანო ყვითელი და 40 ერთეული მომწვანო ლურჯი მართკუთხედები, რაც ჯამში გვაძლევს 5070-ს. ესე იგი, ამ ნახატის მთელი ფართობი იქნება 5070 კვადრატული ერთეული.