If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შიფრები და კოდები

დასაწყისისთვის დავრწმუნდეთ, რომ ვიცით განსხვავება შიფრსა და კოდს შორის. შეგიძლიათ ახლავე ადგეთ და დაუსვათ იგივე შეკითხვა ვინმეს. სანამ თქვენ ვიღაცას შეკითხვას უსვამთ, მე დავტკბები ლორენცის შიფრის მექანიზმით...
ხომ არ წაიბორძიკეს პასუხის ავტორებმა? ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს იგივეა, რაც განსხვავება შერევასა და არევას შორის. კარგი შეკითხვაა. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ვიდეო მორზეს კოდზე, რომელიც გვაცნობს კოდური წიგნის იდეას—აუცილებლად ნახეთ! ვიდეოში ვნახავთ, როგორ ზოგავს ტელეგრაფ ოპერატორები დროს მთლიანი წინადადების მოკლე სიტყვებად გადაქცევით.
აქ სიტყვა 'accountant' არის კოდი წინადადებისთვის:  "Come at once. Do not delay." A code is a mapping from some meaningful unit—such as a word, sentence, or phrase— into something else—usually a shorter group of symbols. მაგალითად, შეგვიძლია, მოვიფიქროთ კოდი, სადაც სიტყვა 'apple' იქნება ჩაწერილი, როგორც 67. ზოგადად, კოდები არის დროის დაზოგვის საშუალება და როცა გვჭირდება მსოფლიოს ირგვლივ შეტყობინების გაგზავნა, დრო არის ფული.
კოდის წიგნი არის ამ ასახვების სია. კოდის წიგნები არსებობდა მას შემდეგ, რაც წერა დავიწყეთ. უბრალოდ, გახსოვდეთ,კოდს ესაჭიროება კოდის წიგნი.
კარგი, და შიფრებზე რას იტყვით?
რაც ყველაზე მთავარია, შიფრებს არ გააჩნიათ მნიშვნელობა. ამის ნაცვლად, ისინი არიან მექანიკური ოპერაციები, ცნობილია ალგორითმების სახელით, რომლებიც სრულდება ასოებზე ინდივიდუალურად ან მათ მცირე რაოდენობებზე. მაგალითად, კეისრის შიფრში ვნახეთ, როგორ გააჩნდა ანბანის თითოეულ ასოს შესაბამისი სხვა ასოზე. მაგალითად, A→D, B→E და C→F, როდესაც ვიყენებთ 4-ად გადატანას. ამგვარი შიფრი ცნობილია გადატანის შიფრის სახელით.
ქვემოთ მოცემული ინტერაქციული საშუალების გამოყენებით მიმოიხილეთ, როგორ მუშაობს ეს:
ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება კოდის წიგნი. სანაცვლოდ ჩვენ მივყვებით ინსტრუქციებს — რომელთაც ალგორითმის სახელითაც ვიცნობთ — სადაც თითოეული ასო კონკრეტული რიცხვით გვერდზე გადაგვაქვს. ალგორითმი საჭიროებს გაზიარებული ინფორმაციის ერთ ნაწილს, რომელსაც ვიცნობთ სახელით გასაღები. ზემოთ მოცემულ მაგალითში, სადაც A→D, გასაღები არის ოთხი. ეს გაზიარებული გასაღები საჭიროა ორი მხარისთვის, რათა დავშიფროთ წერილები: HELLO → KHOOR და გაშიფრონ წერილები: KHOOR→HELLO.
დავუბრუნდეთ ჩვენს შეკითხვას: რა განსხვავებაა კოდებსა და შიფრებს შორის? კოდები ძირითადად ოპერირებენ სემანტიკაზე, მნიშვნელობაზე, როცა შიფრები ოპერირებენ სინტაქსზე, სიმბოლოებზე. კოდის წიგნში კოდი შენახულია ასახვად, შიფრები კი ცალკეულ სიმბოლოებს გარდაქმნიან ალგორითმის მიხედვით.
ახლა მოდით, შემდეგ დავალებაში მიმოვიხილოთ კეისრის შიფრში მონაწილე მექანიკა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.