If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის ოთხკუთხედი

სალი აღმოაჩენს ოთხგვერდიანი ფიგურების - პარალელოგრამების, რომბების, მართკუთხედების და კვადრატების თვისებებსა და ატრიბუტებს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

დღეს ვისაუბრებთ ფიგურებზე, რომლებსაც ოთხი გვერდი აქვთ ასეთ ფიგურებს ეწოდებათ ოთხკუთხა ფიგურები ასეთ ფიგურებს ოთხი გვერდი აქვს მაგალითად, ეს არის ოთხკუთხედი ესეც ოთხკუთხედია, ასევე ეს ფიგურაც. სამივეს ოთხ-ოთხი გვერდი აქვთ ეს ორი ფიგურაც კი ოთხკუთხედებია. სამკუთხედი ოთხკუთხედი არ არის, ასევე ხუთკუთხედიც არაა ოთხკუთხედი, რადგან მას ხუთი გვერდი აქვს და არა ოთხი წრეც არ არის ოთხკუთხედი, მას გვერდები საერთოდ არ გააჩნია თუ ფიგურას აქვს, ექვსი, შვიდი და თუნდაც 100 გვერდი, ის ვერ იქნება ოთხკუთხედი ახლა ვიფიქროთ ოთხკუთხედის სხვადასხვა ტიპებზე ერთ-ერთი ტიპი არის პარალელოგრამი პარალელოგრამი არის ისეთი ოთხკუთხედი, რომლის მოპირდაპირე გვერდები პარალელურია პარალელური ნიშნავს, რომ მათ ერთი მიმართულება აქვთ მაგალითად, ეს არის პარალელოგრამი, იმიტომ, რომ ამ ორ მოპირდაპირე გვერდს ზუსტად ერთი და იგივე მიმართულება აქვს ამ დროს ითქმის, რომ ეს ორი გვერდი პარალელურია ეს ორი გვერდიც პარალელურია ამიტომაც, ეს ფიგურა გამოდის პარალელოგრამი. კვადრატიც პარალელოგრამია, რადგან ამ გვერდს ზუსტად იგივე მიმართულება აქვს, რაც მის მოპირდაპირეს. ეს გვერდიც მოპირდაპირე გვერდის პარალელურია. ახლა ვიფიქროთ, როგორი ფიგურა არ იქნება პარალელოგრამი აი ესეთი ფიგურა არ იქნება პარალელოგრამი. ეს ორი გვერდი კი არის ერთმანეთის პარალელური, თუმცა დანარჩენი ორი გვერდი არ არის ერთმანეთის პარალელური. იმის მისახვედრად, თუ როდის არ არის ორი ხაზი ერთმანეთის პარალელური, უნდა გავაგრძელოთ ხაზები, თუ მათ გადაკვეთეს ერთმანეთი, ისინი პარალელურები არ არიან პარალელური წრფეები არ გადაიკვეთებიან. ამ ფიგურას გააჩნია პარალელური ხაზების მხოლოდ ერთი წყვილი ეს ფიგურაც ასევე არ არის პარალელოგრამი, რადგან მისი არცერთი მოპირდაპირე გვერდი არ არის პარალელური. ამრიგად, პარალელოგრამში ყველა მოპირდაპირე გვერდი პარალელური უნდა იყოს. ვისაუბროთ ოთხკუთხედის სხვა ტიპებზეც შემდეგ ტიპს ეწოდება რომბი, რომბი არის პარალელოგრამის ტიპი, რომელშიც მოპირდაპირე გვერდები პარალელურია და თან ყველა გვერდი ტოლია მაგალითად, ეს ფიგურა პარალელოგრამია, თუმცა ის რომბი არ არის მისი გვერდები ერთმანეთის პარალელურია, თუმცა ისინი ერთმანეთის ტოლი არაა ამიტომაც, ეს ფიგურა არ არის რომბი. რომბი უნდა გამოიყურებოდეს ასე მოპირდაპირე გვერდები თან პარალელურია, თან ყველა გვერდი ტოლია შეიძლება იკითხოთ, არის თუ არა კვადრატი რომბი? არის თუ არა კვადრატში მოპირდაპირე გვერდები პარალელური და ტოლია ისინი ერთმანეთის? კვადრატში მოპირდაპირე გვერდები ერთმანეთის პარალელურია და გვერდებიც ტოლია, ამიტომაც კვადრატი რომბია. რომბებს შეიძლება შევხედოთ, როგორც გაწელილ კვადრატებს. გადავიდეთ მართკუთხედებზე მართკუთხედი არის პარალელოგრამი, რომლის ყველა კუთხე 90 გრადუსის ტოლია სწორედ ამიტომ ჰქვია ფიგურას 'მართკუთხედი" მისი გვერდები ერთმანეთთან მართ კუთხეებს ქმნიან. ამრიგად, მართკუთხედი არის პარალელოგრამი, რომლის ყველა კუთხე მართია მაგალითად, ეს ფიგურა არ არის მართკუთხედი, იმიტომ, რომ მისი კუთხეები არ არის მართი, მის შიგნით კვადრატს ვერ ჩახაზავ ეს არის პარალელოგრამი, მაგრამ არ არის რომბი. მართკუთხედი არის მართკუთხა პარალელოგრამი არის თუ არა კვადრატი მართკუთხედი? ოთხკუთხედის მოპირდაპირე გვერდები პარალელურია და კვადრატის კუთხეებიც მართია, ამიტომაც, კვადრატი მართკუთხედია. კვადრატი საინტერესო ოთხკუთხედია, რადგან ყველა კატეგორიაში ჯდება. კვადრატი ერთდროულად არის თან რომბი, თან პარალელოგრამი და თან მართკუთხედი.