If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

უარყოფითი რიცხვების შეკრება და გამოკლება

ისწავლეთ უარყოფითი რიცხვების შეკრება და გამოკლება. ამ ამოცანაში ამოხსნილი მაგალითებია: 2 - 3 = -1 ; -2 - 3 = -5; -2 + 3 = 1; 2 - (-3) = 5 და -2 - (-3). შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, ცოტა ვივარჯიშოთ უარყოფითი რიცხვების შეკრებასა და გამოკლებაში. პირველი მაგალითი, რომელიც მინდა განვიხილო არის ორს გამოკლებული სამი. ახლა, მე დადებით რიცხვს მეორე დადებით რიცხვს ვაკლებ. ალბთ უკვე ხედავთ, რომ მაკლები უფრო დიდი რიცხვია ვიდრე საკლები. პასუხად აუცილებლად უარყოფითი რიცხვი უნდა მივიღო. მოდით ცოტათი დავფიქრდეთ ამაზე. ვაპირებ გავაკეთო ეს რიცხვით ღერძზე. ეს არის ჩემი რიცხვითი ღერძი, აი აქ. ეს არის ნული, ეს არის ერთი, ეს არის ორი, ეს არის უარყოფითი ერთი, ეს არის უარყოფითი ორი. მოდით დავიწყოთ ორით, ეს არის ორი. ამ ორს უნდა გამოვაკლოთ სამი. რიცხვით ღერძზე სამით მარცხნივ უნდა გადავიდეთ. მოდით გადავიდეთ სამით მარცხნივ. 1, 2, 3 და ამას მივყავართ უარყოფით ერთთან. ეს ტოლია უარყოფითი ერთის. მოდით ცოტათი უფრო ჩავხლართოთ. წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, რომ გვქონოდა უარყოფით ორს გამოკლებული სამი. ეს იყო დადებით ორს გამოკლებული სამი, ახლა მოდით ვიფიქროთ უარყოფით ორს გამოკლებულ სამზე. კიდევ ერთხელ, დავხაზოთ რიცხვითი ღერძი, აქ დავსვამ ნულს. ეს არის ნული, ეს არის ერთი, ეს არის უარყოფითი 1, უარყოფითი 2, -3, -4, -5, -6 და შემიძლია გავაგრძელო. მაგრამ ვიწყებთ უარყოფით ორთან, და ვაკლებთ კიდევ სამს, ამიტომ, კიდევ ერთხელ, გადავდივართ სამით მარცხნივ უარყოფითი ორიდან. გადავედით 1, 2, 3. დავასრულეთ უარყოფით ხუთთან. ეს არის უარყოფითი ხუთი. ყურადღება მიაქციეთ, ორივე შემთხვევაში გამოვაკელით სამი, გადავედით სამით მარცხნივ რიცხვით ღერძზე, უბრალოდ აქ დავიწყეთ ნულიდან ორით მარჯვნივ, აქ კი დავიწყეთ ნულიდან ორით მარცხნივ. ეს არის უარყოფითი ორი. გავაკეთოთ სხვა მაგალითი იგივე რიცხვებით. წაროვიდგინოთ უარყოფით ორს დამატებული სამი. გირჩევთ შეაჩეროთ ეს ვიდეო და თქვენოთ ამოხსნა სცადოთ. ისევ ვხაზავთ რიცხვით ღერძს. ამაზე უფრო სწორი ხაზის დახატვაც შემეძლო, დავხაზოთ რიცხვითი ღერძი და ვთქვათ, რომ ეს არის უარყოფითი ორი, უარყოფითი ერთი, ნული, ერთი და ორი. ვიწყებთ უარყოფითი ორით, ანუ ვიწყებთ ნულიდან ორით მარცხნივ. მოკლედ, ვიწყებთ უარყოფითი ორით და ვუმატებთ მას სამს, მივდივართ სამით მარჯვნივ. 1, 2, 3. და დავასრულებთ დადებით ერთთან. ახლა ვიფიქროთ ორზე, დადებით ორზე, და გამოვაკლოთ მას უარყოფითი სამი. სხვა ვიდეოში უკვე ვილაპარაკეთ ამაზე. ფაქტობრივად, ეს არის ვიდეო, რომელიც ხსნის, თუ რატომ არის ეს აზრიანი. უარყოფითი რიცხვის გამოკლება იგივეა, რაც დადებითის დამატება. ანუ ორს გამოკლებული უარყოფითი სამი იგივეა, რაც ორს დამატებული დადებითი სამი. ეს ორი პირობა ერთნაირია, ეს ტოლი იქნება ხუთის. მოდით კიდევ უფრო ჩავხლართოთ. წარმოვიდგინოთ, უარყოფით ორს გამოკლებული უარყოფითი სამი. ეს შეიძლება მართლა საშიში ჩანდეს, რადგან ამდენი უარყოფითი რიცხვი გვაქვს. უნდა დაიმახსოვროთ: ასეთი გამოკლება მიმატებას გვაძლევს. ეს არის ზუსტად იგივე, რაც უარყოფით ორს დამატებული სამი. უარყოფით ორს დამატებული სამი კი უკვე ვიანგარიშეთ აქ. დავიწყეთ უარყოფითი ორით, ნულიდან ორით მარცხნივ, და გადავედით სამით მარჯვნივ - დავუმატეთ სამი. 1, 2, 3. მივიღეთ ერთი.