ძირითადი მასალა
თემა 5: მუშაობა და ენერგია
ამ თემის შესახებ
"ენერგია" ხშირად გამოყენებული სიტყვაა. აქ თქვენ შეისწავლით, რატომ არის იგი ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ამავდროულად, ჩვენ გავეცნობით მუშაობას, კინეტიურ და პოტენციურ ენერგიას, ენერგიის მუდმივობის კანონსა და ძალაში მოგებას.
თქვენ უფრო მეტ მუშაობას ასრულებთ, ვიდრე აცნობიერებთ (და მის უმეტეს ნაწილში ხელფასს არ იღებთ). ამ გაკვეთილში თქვენ სამყაროს შეხედავთ პოტენციალების, ენერგიისა და მუშაობის მეშვეობით (ეს უფრო სახალისოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ).
ისწავლეთ
აწონვის სხვადასხვა მანქანა იყენებს ზამბარებს, რომლებსაც სჭირდება გარკვეული რაოდენობის ძალა, რათა გარკვეულ წერტილამდე დაჭიმული ან შეკუმშული იყოს. ჰუკის კანონი მოგვცემს ყველა ხელსაწყოს, რომ თვითონ გავერკვეთ ამ თემაში და მოქმედებაში ჩავერთოთ!
ისწავლეთ
თუ თქვენ ოდესმე გამოგიყენებიათ რამე ხელსაწყო (მათ შორის, ძვლები თქვენს სხეულში), მაშინ საქმე გქონიათ მექანიკურ უპირატესობასთან, კერძოდ - ძალაში მოგებასთან. როდესაც იყენებთ დახრილ სიბრტყეს რამის ჩამოსათრევად სატვირთო მანქანიდან ან ჩაქუჩის უკანა მხარეს ლურსმნის ამოსაღებად, თქვენ ძალაში იგებთ.