ძირითადი მასალა
ფიზიკა
კურსი: ფიზიკა > თემა 1
გაკვეთილი 1: ფიზიკის შესავალიმოემზადეთ ფიზიკის შესასწავლად
რა არის საჭირო ფიზიკის სწავლის დასაწყებად?
რა უნდა ვიცოდე რომ წარმატებული ვიყო ფიზიკაში?
ფიზიკა შესაძლოა შორიდან საშიში ჩანდეს და ხალხს ხშირად აინტერესებს, თუ რისი ცოდნაა საჭირო მანამდე, სანამ ფიზიკას ისწავლი. ქვემოთ მოცემულია მიახლოებითი სია იმისა, თუ რა მინიმალური ცოდნა უნდა გაგაჩნდეთ, სანამ აიღებთ ფიზიკის კონკრეტულ კლასებს.
პრერეკვიზიტები კონცეპტუალური ფიზიკისთვის:
საჭიროა გქონდეთ ღია გონება, სწავლის სურვილი და მზადყოფნა იმისთვის, რომ 90% თქვენი ცოდნისა სამყაროს შესახებ შესაძლოა არასწორი აღმოჩნდეს.
პრერეკვიზიტები ფიზიკის შესავლისთვის:
პრერეკვიზიტები AP ფიზიკა 1-ისთვის:
პრერეკვიზიტები AP ფიზიკა 2-ისთვის:
- AP ფიზიკა 1-ის ყველა იდეა და ცნება AP ფიზიკა 2-ის პრერეკვიზიტია.
აუცილებელი არ არის ალგებრისა და ტრიგონომეტრიის ყოველი იდეის ცოდნა - ბევრი რამის სწავლა გზადაგზაც შეიძლება, მაგრამ რაც უფრო უცხოა მათემატიკა, მით უფრო ემგვანება ფიზიკა მათემატიკურ ჯადოქრობას.
დაიმახსოვრეთ, მათემატიკა არაა რაიმე ინტელექტუალური ღობე, რომლის მიზანი ხალხისთვის სწავლისა და გააზრების პროცესის შეფერხებაა. მათემატიკის როლი ფიზიკის კანონების მოკლედ და გასაგებად ჩაწერაში მდგომარეობს. ეცადეთ მათემატიკას არ დააფარვინოთ ის მარტივი და ხშირად უბრალო ფიზიკური იდეა, რომელიც მის უკან იმალება.
მათემატიკის არსებულ ცოდნაზე უფრო მნიშვნელოვანი თქვენი განწყობაა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენს მოემზადებით, სირთულეები მაინც შეგხვდებათ. წარმატების საიდუმლო იმის ცოდნაა, რომ შეგიძლიათ ბევრი იშრომოთ და ყველა სირთულეს გაუმკლავდეთ!
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- პრერეკვიზიტები რას ნიშნავს?(3 მოწონება)