ძირითადი მასალა
ფიზიკა
კურსი: ფიზიკა > თემა 1
გაკვეთილი 2: გადაადგილება, სიჩქარე და დრო- ვექტორები და სკალარები: შესავალი
- შესავალი ათვლის სისტემებში
- რა არის გადაადგილება?
- საშუალო სიჩქარის ან სიჩქარის მნიშვნელობის გამოთვლა
- დროის გამოთვლა
- დროითა და სიჩქარით გადაადგილების გამოთვლის მაგალითი
- მყისიერი სიჩქარის მნიშვნელობა და სიჩქარე
- რა არის სიჩქარე?
- მდებარეობის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი
- რა არის მდებარეობის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი?
- საშუალო სიჩქარე და სიჩქარის მოდულის საშუალო გრაფიკებიდან
- მყისიერი სიჩქარე და მყისიერი სიჩქარის მნიშვნელობა გრაფიკებიდან
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
რა არის გადაადგილება?
მოძრაობის ანალიზი ზოგჯერ რთული ხდება. სწორი სიტყვების სწავლა საქმეს ამარტივებს.
რას ნიშნავს მდებარეობა?
ფიზიკაში გვიყვარს სხეულის მოძრაობის ზუსტად დახასიათება. მართლა, ნებისმიერი ფიზიკის სახელმძღვანელოს პირველი რამდენიმე თავი სწორედ მოძრაობის ზუსტად აღწერაზეა, რადგან ეს ასე ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი დანარჩენისთვის, რასაც ფიზიკაში ვაკეთებთ.
მაგრამ სხეულის მოძრაობის აღსაწერად ჯერ უნდა შეგვეძლოს მისი მდებარეობის აღწერა—თუ სად იმყოფება იგი დროის გარკვეულ მომენტში. უფრო ზუსტად, გვჭირდება განვსაზღვროთ მისი პოზიცია გარკვეულ ათვლის სისტემაში. დედამიწა ხშირად გამოიყენება ათვლის სისტემად და სხეულების მდებარეობას სწორედ ამ სისტემაში უძრავი სხეულების მიმართ განვიხილავთ. მაგალითად, პროფესორის მდებარეობა შეგვიძლია აღვწეროთ იმის მიხედვით, თუ სად იმყოფება იგი ახლომდებარე დაფასთან მიმართებით (სურათი 1). სხვა შემთხვევებში, ვიყენებთ ათვლის სისტემებს, რომლებიც დედამიწის მიმართ არა გაჩერებული, არამედ მოძრავია. მაგალითად, თვითმფრინავის მგზავრის მოძრაობის აღსაწერად, დედამიწის მაგივრად ათვლის სისტემად თვითმფრინავს ავიღებთ (სურათი 2).
ცვლადი x ხშირად გამოიყენება ჰორიზონტალური მდებარეობის წარმოსადგენად. ცვლადი y ხშირად გამოიყენება ვერტიკალური მდებარეობის წარმოსადგენად.
რას ნიშნავს გადაადგილება?
თუ სხეული ათვლის სისტემის მიმართ მოძრაობს—მაგალითად, თუ პროფესორი იმოძრავებს დაფის მიმართ, ან მგზავრი გადაადგილდება თვითმფრინავის ბოლოსკენ—მაშინ იცვლება სხეულის მდებარეობა. ამ ცვლილებას გადაადგილება ეწოდება. სიტყვა გადაადგილება გულისხმობს, რომ სხეული გამოძრავდა, ანუ, შეიცვალა მდებარეობა.
გადაადგილება განიმარტება, როგორც ცვლილება სხეულის მდებარეობაში. ის მათემატიკურად შემდეგი განტოლებით განისაზღვრება:
x, start subscript, f, end subscript საბოლოო მდებარეობის მნიშვნელობას წარმოადგენს.
x, start subscript, 0, end subscript საწყისი მდებარეობის მნიშვნელობაა.
delta, x სიმბოლო გადაადგილების აღსანიშნად გამოიყენება.
x, start subscript, 0, end subscript საწყისი მდებარეობის მნიშვნელობაა.
delta, x სიმბოლო გადაადგილების აღსანიშნად გამოიყენება.
გადაადგილება ვექტორია. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს არა მხოლოდ სიდიდე, არამედ მიმართულებაც და ჩვეულებრივ წარმოდგენილია, როგორც ისარი, რომელიც საწყისი მდებარეობიდან საბოლოო მდებარეობისკენაა მიმართული. მაგალითად, განვიხილოთ პროფესორი, რომელიც დაფის მიმართ მოძრაობს პირველ სურათში.
სურათი 1: პროფესორი ლექციის განმავლობაში მარჯვნივ და მარცხნივ დადის. პროფესორის plus, 2, comma, 0, start text, space, მ, end text-იანი გადაადგილება დაფის მიმართ წარმოდგენილია მარჯვნივ მიმართული ისრით. (სურათი: Openstax College Physics)
პროფესორის საწყისი მდებარეობა არის x, start subscript, 0, end subscript, equals, 1, comma, 5, start text, space, მ, end text, საბოლოო მდებარეობა კი x, start subscript, f, end subscript, equals, 3, comma, 5, start text, space, მ, end text. ამიტომ, მისი გადაადგილების პოვნა ასე შეიძლება,
delta, x, equals, x, start subscript, f, end subscript, −, x, start subscript, 0, end subscript, equals, 3, comma, 5, start text, space, მ, end text, −, 1, comma, 5, start text, space, მ, end text, equals, plus, 2, comma, 0, start text, space, მ, end text.
ამ კოორდინატთა სისტემაში მარჯვნივ მოძრაობა დადებითია, მარცხნივ მოძრაობა კი - უარყოფითი.
ახლა განვიხილოთ მგზავრი, რომელიც მეორე სურათში მოძრაობს თვითმფრინავთან მიმართებით.
−, 4, comma, 0, start text, space, მ, end text-იანი გადაადგილება თვითმფრინავის მიმართ წარმოდგენილია ისრით, რომელიც თვითმფრინავის ბოლოსკენაა მიმართული. (სურათი: Openstax College Physics)
სურათი 2: მგზავრი თავისი სკამიდან თვითმფრინავის ბოლოსკენ მიდის. მგზავრის თვითმფრინავის მგზავრის საწყისი მდებარეობა არის x, start subscript, 0, end subscript, equals, 6, comma, 0, start text, space, მ, end text, საბოლოო მდებარეობა კი - x, start subscript, f, end subscript, equals, 2, comma, 0, start text, space, მ, end text, ასე რომ მისი გადაადგილების პოვნა შემდეგნაირადაა შესაძლებელი, delta, x, equals, x, start subscript, f, end subscript, −, x, start subscript, 0, end subscript, equals, 2, comma, 0, start text, space, მ, end text, −, 6, comma, 0, start text, space, მ, end text, equals, minus, 4, comma, 0, start text, space, მ, end text.
მისი გადაადგილება უარყოფითია, რადგან იგი თვითმფრინავის ბოლოსკენ მოძრაობს, ანუ, ჩვენს კოორდინატთა სისტემაში - უარყოფითი x მიმართულებით.
ერთგანზომილებიან მოძრაობაში მიმართულების განსაზღვრა დადებითი და უარყოფითი ნიშნით შეიძლება. როცა ვიწყებთ ამოცანას, უნდა ავირჩიოთ, რომელი მიმართულებაა დადებითი—ჩვეულებრივ, ეს ან მარჯვნივ არის, ან ზემოთ, თუმცა, თქვენი ნებაა, რა მიმართულებას აირჩევთ დადებითად.
რას ნიშნავს მანძილი და განვლილი მანძილი?
ფრთხილად უნდა ვიყოთ როცა ვიყენებთ სიტყვას მანძილი, რადგან ფიზიკაში ეს ტერმინი ორნაირად გამოიყენება. შეგვიძლია ვისაუბროთ მანძილზე ორ წერტილს შორის, ან შეგვიზლია ვისაუბროთ სხეულის მიერ განვლილ მანძილზე.
მანძილი განსაზღვრულია, როგორც ორ წერტილს შორის გადაადგილების სიდიდე ან ზომა. მიაქციეთ ყურადღება, რომ მანძილი ორ წერტილს შორის არაა იგივე, რაც მათ შორის განვლილი მანძილი.
განვლილი მანძილი არის ორ წერტილს შორის განვლილი ტრაექტორიის სიგრძე. განვლილი მანძილი არაა ვექტორი. მას არ აქვს მიმართულება და ამიტომ არც უარყოფითი ნიშანი შეიძლება, ჰქონდეს. მაგალითად, მანძილი, რომელსაც პროფესორი გადის არის 2, comma, 0, start text, space, მ, end text. მანძილი, რომელსაც გადის თვითმფრინავის მგზავრი, არის 4, comma, 0, start text, space, მ, end text.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ განვლილი მანძილი აუცილებლად არ უდრის გადაადგილებას (მაგალითად, მანძილს ორ წერტილს შორის). კონკრეტულად, თუ სხეული მოძრაობისას იცვლის მიმართულებას, მთელი განვლილი მანძილი მეტი იქნება, ვიდრე ამ ორ წერტილს შორის გადაადგილების სიდიდე. იხილეთ ამოხსნილი მაგალითები ქვემოთ.
რა არის დამაბნეველი გადაადგილებასთან დაკავშირებით?
ხალხს ხშირად ავიწყდება, რომ განვლილი მანძილი შეიძლება გადაადგილების სიდიდეზე მეტი იყოს. სიდიდეში ვგულისხმობთ გადაადგილების ზომას, მიმართულების გაუთვალისწინებლად (ანუ მხოლოდ რიცხვს თავისი საზომი ერთეულით). მაგალითად, პროფესორს შეუძლია წინ და უკან ბევრი იაროს, მაგალითად გაიაროს 150 მეტრი ლექციის დროს, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ 2 მეტრით დაშორებული აღმოჩნდეს იმ ადგილს, საიდანაც დაიწყო მოძრაობა. ამ შემთხვევაში, მისი გადაადგილება იქნება plus, 2, start text, space, მ, end text, გადაადგილების სიდიდე იქნება 2, start text, space, მ, end text, მაგრამ მის მიერ განვლილი მანძილი იქნება 150, start text, space, მ, end text. კინემატიკაში თითქმის ყოველთვის გადაადგილებასა და გადაადგილების სიდიდესთან გვაქვს საქმე და თითქმის არასდროს ვეხებით განვლილ მანძილს. ამას შეგვიძლია შევხედოთ ისე, თითქოს მოვნიშნეთ მხოლოდ მოძრაობის დასაწყისი და დასასრული. გადაადგილება უბრალოდ სხვაობაა ამ ორ ნიშნულს შორის და არაა დამოკიდებული ორ წერტილს შორის მოძრაობისას განვლილ მანძილზე. განვლილი მანძილი კი ერთი წერტილიდან მეორემდე მოძრაობისას განვლილი მთელი ტრაექტორიის სიგრძეა.
ხალხს ხშირად ავიწყდება უარყოფითი ნიშნის გათვალისწინება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პასუხი გადაადგილებაა. ეს ზოგჯერ ხდება შემთხვევით, როდესაც სხვაობაში საკლების როლს საწყის მდებარეობას ვანიჭებთ, მაკლების როლს კი - საბოლოო მდებარეობას, როცა ეს პირიქით უნდა ხდებოდეს.
როგორ გამოიყურება ამოხსნილი მაგალითი, რომელიც გადაადგილებას ეხება?
მაგალითი 1: ოთხი მოძრავი სხეულის გადაადგილება
ოთხი სხეული დიაგრამაზე მოცემულ ტრაექტორიებზე მოძრაობს. ჩათვალეთ, რომ ჰორიზონტალურ ღერძზე სკალა მეტრებშია მოცემული. (სურათი: Openstax College Physics)
რისი ტოლია გადაადგილება თითოეული სხეულისთვის?
A სხეულის საწყისი მდებარეობაა 0, start text, space, მ, end text, საბოლოო მდებარეობა კი - 7, start text, space, მ, end text. A სხეულის გადაადგილება შეგვიძლია გამოვსახოთ განტოლებით:
B სხეულის საწყისი მდებარეობაა 12, start text, space, მ, end text, საბოლოო მდებარეობა კი - 7, start text, space, მ, end text. B სხეულის გადაადგილება შეგვიძლია გამოვსახოთ განტოლებით:
C სხეულის საწყისი მდებარეობაა 2, start text, space, მ, end text, საბოლოო მდებარეობა კი - 10, start text, space, მ, end text. C სხეულის გადაადგილება შეგვიძლია გამოვსახოთ განტოლებით:
D სხეულის საწყისი მდებარეობაა 9, start text, space, მ, end text, საბოლოო მდებარეობა კი - 5, start text, space, მ, end text. D სხეულის გადაადგილება შეგვიძლია გამოვსახოთ განტოლებით:
მაგალითი 2: ოთხი მოძრავი სხეულის მიერ განვლილი მანძილი
ოთხი სხეული დიაგრამაზე მოცემულ ტრაექტორიებზე მოძრაობს. ჩათვალეთ, რომ ჰორიზონტალურ ღერძზე სკალა მეტრებშია მოცემული. (სურათი: Openstax College Physics)
რისი ტოლია თითოეული სხეულის მიერ განვლილი მანძილი?
სხეული A სულ გადის 7, start text, space, მ, end text მანძილს.
სხეული B სულ გადის 5, start text, space, მ, end text მანძილს.
სხეული C სულ გადის 8, start text, space, მ, end text, plus, 2, start text, space, მ, end text, plus, 2, start text, space, მ, end text, equals, 12, start text, space, მ, end text მანძილს.
სხეული D სულ გადის 6, start text, space, მ, end text, plus, 2, start text, space, მ, end text, equals, 8, start text, space, მ, end text.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- ზე არის თუ არა დამოკიდებული სხეულის მდებარეობა ათვლის სისტემის შერჩევაზე? 8:22(2 მოწონება)