If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 8: რხევა და მექანიკური ტალღები

ამ თემის შესახებ

ნებისმიერი საშუალება, რომელსაც დღეს კომუნიკაციისთვის ვიყენებთ, ტალღების ხარჯზე მუშაობს. ნებისმიერი ქმედების დროს, იქნება ეს ხმამაღალი საუბარი, ტელეფონით მიმოწერა, ან თუნდაც ხელის დაქნევა, ინფორმაციის მიმწოდებელსა და მიმღებს შორის შუამავალი ყოველთვის ტალღა იქნება. გაიგე მეტი ტალღებისა და სხივების შესახებ.

ალბათ, გინახავთ მაგიური ზამბარის მოძრაობა. ეს ჰარმონიული რხევაა (რხევითი მოძრაობის განსაკუთრებული კლასი). ამ სახელმძღვანელოში ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ შეგვიძლია ამ ტიპის მოვნლენის მოდელის შექმნა და მასზე მუშაობა.
ამ ვიდეობსა და სტატიებში თქვენ გაიგებთ, თუ რა სხვაობაა განივ და გრძივ ტალღებს შორის. ასევე ისწავლით მარტივ ტერმინებს ტალღების დასახასიათებლად; ამპლიტუდა, პერიოდი, სიხშირე და ტალღის სიგრძე.
ამ ვიდეობსა და სტატიებში ბგერითი ტალღების გავრცელების ვიზუალიზაციასთან ერთად თქვენ ნახავთ ამ ტალღების ამპლიტუდის, პერიოდის, სიხშირის და ტალღის სიგრძის ვიზუალურ განმარტებას. ასევე, გაიგებთ, თუ როგორ არის ბგერის სიჩქარე დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელშიც ვრცელდება. გაიგებთ, თუ როგორ ახასიათებენ მახის რიცხვები ზებგერით მოძრაობას და მათ კავშირს ბგერით დარტყმებზე. ასევე, გაეცნობით დეციბელის სკალას, ბგერის დარბილების მიზეზებსა და ულტრაბგერითი ექოგრაფიის მუშაობის პრინციპს.
ამ ვიდეობსა და სტატიებში თქვენ გაიგებთ, როგორ იწვევს დოპლერის ეფექტი მოძრავი ბგერის წყაროს ან ბგერათდამჭერის გაზომილი სიხშირის ცვლილებას. ასევე, ისწავლით, როგორ გამოთვალოთ გაზომილი სიხშირე დოპლერის ეფექტის ფორმულის გამოყენებით, როდესაც მოძრაობს ბგერის წყარო ან ბგერათდამჭერი.
ამ ვიდეოებსა და სტატიებში გაიგებთ, თუ როგორ წარმოიქმნება სტაციონარული ტალღა და როგორ შეგვიძლია გავიგოთ სხვადასხვა ჰარმონიკების ტალღის სიგრძე და სიხშირე, როდესაც ისინი ღია ან დახურულ მილში წარმოიქმნებიან.