If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 13: მაგნიტური ძალები, მაგნიტური ველები და ფარადეის კანონი

ამ თემის შესახებ

მაგნიტური ველები უკიდურესად გამოსადეგია. დედამიწის მაგნიტური ველი გვიცავს მზის მავნე რადიაციისაგან, მაგნიტური ველების, მაგნიტური რეზონანსის ასახვის დახმარებით ვსვამთ უამრავ სამედიცინო დიაგნოზს, და მაგნიტური ველები ელექტროენერგიის წარმოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ თემაში შეისწავლით იმ ძალებს, ველებს და კანონებს, რომლებსაც ამ საკითხში მთავარი როლი უკავია.
ამ ვიდეოებსა და სტატიებში თქვენ ისწავლით, როგორ დამოკიდებულებაშია მაგნიტური ძალა მუხტთან, სიჩქარესა და მაგნიტურ ველთან. ასევე, ისწავლით, როგორ გამოიყენოთ მარჯვენა ხელის წესი, რათა იპოვოთ მაგნიტური ძალის მიმართულება. ამის გარდა, ავხსნით, როგორ უნდა ვიპოვოთ დენის გამტარ მავთულზე მოქმედი მაგნიტური ძალა.
ამ ვიდეოებსა და სტატიებში თქვენ ისწავლით, როგორ არის გრძელი, სწორი მავთულის მიერ შექმნილი მაგნიტური ველი დამოკიდებული დენსა და ამ მავთულიდან დაშორებაზე. თქვენ ასევე ისწავლით მარჯვენა ხელის წესის გამოყენებას მაგნიტური ველის მიმართულების დასადგენად. განვიხილავთ მაგნიტურ ძალას ორ ისეთ მავთულს შორის, რომელშიც დენი გადის, და, ასევე, მაგნიტური ველის მიერ მავთულში გამოწვეულ დენს.
ამ ვიდეოებსა და სტატიებში თქვენ ისწავლით, როგორ იყენებენ ელექტროძრავები მაგნიტურ ძალას, რომელსაც შეუძლია ძალის მომენტის შექმნა, რომელიც ატრიალებს მავთულის შეკრულ წრედს. ასევე, ისწავლით, როგორ ცვლის კოლექტორი დენის მიმართულებას, რის შედეგაც ძრავა აგრძელებს ტრიალს.
ამ ვიდეოებსა და სტატიებში თქვენ ისწავლით, რა დამოკიდებულებაშია მაგნიტური ველის ნაკადი მაგნიტური ველის მნიშვნელობაზე, ფართობსა და კუთხეზე. ასევე, ისწავლით ფარადეის კანონს, რომლის მიხედვითაც ცვლადი მაგნიტური ველის ნაკადს დენის გამოწვევა შეუძლია. ვაჩვენებთ, როგორ ვიპოვოთ გამოწვეული დენის მიმართულება ლენცის წესის გამოყენებით. ასევე ამოვხსნით ამოცანებს, სადაც ვაჩვენებთ, როგორ გამოვიყენოთ ფარადეის წესი და ლინჩის წესი.