ძირითადი მასალა
თემა: გეომეტრიული ოპტიკა
ამ ვიდეოებსა და სტატიებში ისწავლით, როგორ იპოვოთ სხივის არეკვლის კუთხე და გაიგებთ, რა არის სარკისებრი და გამბნევი არეკვლა. ასევე, ნახავთ, თუ როგორ გამოიყენოთ სნელის კანონი სხივის გარდატეხის კუთხის გასაგებად. ნახავთ ამოცანებს სხივის გარდატეხაზე. განიხილება სრული შინაგანი არეკვლა, სრული შინაგანი არეკვლის ზღვრული კუთხე და დისპერსია.
ისწავლეთ
ამ ვიდეობსა და სტატიებში გაიგებთ, თუ როგორ ქმნიან გამოსახულებას ბრტყელი და მრუდი/პარაბოლური სარკეები. განიხილება ნამდვილი და წარმოსახვითი გამოსახულებები. ასევე ისწავლით სარკის განტოლების გამოყენებას გამოსახულების მანძილის, გადიდების, გამოსახულების სიმაღლის და საგნის სიმაღლის საპოვნელად, როდესაც საქმე ეხება მრუდ სარკეებს. გაეცნობით ნიშნის კონვენციას დადებითი და უარყოფითი გამოსახულების მანძილისთვის, საგნის მანძილსა და ფოკუსურ მანძილს.
მრუდი ლინზები ადამიანებს უკეთ ხედვაში ეხმარებიან. ამ ნაწილში გაიგებთ, როგორ გამოიყენოთ სხივის კვალი და თხელი ლინზის განტოლება, რათა იპოვოთ მრუდი ლინზის მიერ შექმნილი გამოსახულების ზომა და ადგილმდებარეობა.