If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის წონა?

სიტყვა „წონა" გრავიტაციულ ძალას ნიშნავს.

რა არის წონა?

წონა, W, არის იგივე გრავიტაციის ძალა, Fg. წონა არის ძალა, რომელიც დედამიწის ახლოს მდებარე ყველა ობიექტზე მუდმივად მოქმედებს. დედამიწა გრავიტაციის ძალით იზიდავს ყველა ობიექტს თავისი ცენტრისკენ. გრავიტაციის ძალის გამოსათვლელად ობიექტის მასა m უნდა გავამრავლოთ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაზე g=+9,8m s2.
გრავიტაციის ძალა Fg=mg (ან წონა) ვრცელდება დედამიწის ახლოს მდებარე ყველა ობიექტზე, განურჩევლად იმისა, თუ რა მიმართულებით მოძრაობენ ისინი ან სხვა რა ძალები მოქმედებს მათზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გრავიტაციული ძალა სიდიდით mg მოქმედებს ყველა ობიექტზე, მიუხედავად იმისა ეს ობიექტები ვარდება, ზემოთ ფრინდება, განუძრევლად დევს მაგიდაზე თუ აჩქარებით მოძრაობს ლიფტში. აჩქარებაზე შეიძლება სხვა ძალებიც მოქმედებდნენ, მაგრამ გრავიტაციული ძალა მოქმედებს ყოველთვის.

წონა განსხვავდება მასისგან?

დიახ, წონა განსხვავდება მასისგან. წონა W არის მიზიდულობის ძალა Fg, რომელიც მოქმედებს სხეულზე. მასა m არის სხეულის ინერტულობის ზომა (მაგალითად, თუ რამდენად ეწინააღმდეგება ის სიჩქარეების ცვლილებას). ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია, რადგან უფრო დიდ მასებს აქვთ მეტი წონა იმის გათვალისწინებით, რომ W=mg. მაგალითად, 2კგ მასის მქონე სხეულის წონა იქნება W=(2 კგ)(9,8 წმ2)=19,6 ნ.
დედამიწიდან შორს გაწევისას ან სხვა პლანეტაზე მოთავსებისას სხეულის წონა შეიცვლება, რადგან შეიცვლება მასზე მოქმედი გრავიტაციული ძალა, თუმცა სხეულის მასა უცვლელი დარჩება, მიუხედავად იმისა, მას მოვათავსებთ დედამიწაზე, ღია სივრცეში თუ მთვარეზე.
ბევრ ადამიანს ერთმანეთში ერევა მასა და წონა. დაიმახსოვრეთ, რომ მასის საზომი ერთეულია კგ, მაგრამ რადგან წონა ძალაა, მისი საზომი ერთეულია .

როგორ გამოიყურება წონის (მიზიდულობის ძალის) შემცველი მაგალითები?

მაგალითი 1: თვითმფრინავის წონა

თვითმფრინავი, მასით 4,500 კგ, აფრენის პროცესშია და ჩქარდება წინ და ზემოთ. ძრავი ჭავლის საშუალებით ავითარებს 6,700 ნ ძალას, რომელიც თვითმფრინავზე მოქმედებს მოძრაობის მიმართულებით, ხოლო ჰაერის წინაღობის ძალაა 4,300 ნ.
რა მიზიდულობის ძალა მოქმედებს თვითმფრინავზე აფრენისას?
მიზიდულობის ძალა ყოველთვის არის mg, მიუხედავად იმისა, სხვა ძალები მოქმედებს თუ არა, ან აჩქარებულია თუ არა სხეული. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია თვითმფრინავზე მიზიდულობის ძალის (ანუ წონის) პოვნა შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
Fg=mg(გამოიყენეთ ფორმულა წონისთვის)
Fg=(4,500 კგ)(9,8 მ წმ2)=44,100 ნ(გამოთვალეთ და იზეიმეთ)

მაგალითი 2: მასის პოვნა

აფრიკული ტყის სპილო იწონის 25,000 ნ-ს.
რა არის აფრიკული ტყის სპილოს მასა?
წონა არის იგივე მიზიდულობის ძალა mg. ჩვენ შეგვიძლია, მასა ვიპოვოთ შემდეგი ფორმულიდან W=Fg=mg.
W=mg(გამოიყენეთ წონის ფორმულა)
25,000 ნ=m(9,8 მ წმ2)(შეიყვანეთ წონისა და g-ს მნიშვნელობები)
m=25,000 ნ(9,8 მ წმ2)(იპოვეთ მასა m)
m=25,000 ნ(9,8 მ წმ2)=2,551 კგ(გამოთვალეთ და იზეიმეთ)

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.