If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 3: ძალები და ნიუტონის მოძრაობის კანონები

300 შესაძლო დახელოვნების ქულა

ამ თემის შესახებ

ეს თემა კლასიკური ფიზიკის ძირითადი საფუძველია. განვიხილავთ, თუ რა არის ძალა და როგორ შეცვალა ნიუტონმა რეალობის აღქმა მსოფლიოსთვის (და, ალბათ, თქვენთვისაც).
ეს გაკვეთილი გაგაცნობთ კლასიკური მექანიკის საწყისებს - ნიუტონის კანონებს. პირველ დონეზე ისინი ინტუიციურია. მეორე დონეზე - სრულად ალოგიკური. შეიტანეთ ეჭვი თქვენს შეხედულებებში რეალობაზე და უყურეთ ამ გაკვეთილს. ამის შემდეგ მსოფლიო ძალიან განსხვავებული გახდება.

ივარჯიშეთ

განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 240 ქულა
ძაღლი გაწონასწორებულია ერთ თათზე ჩემს თავზე. მოქმედებს თუ არა ჩემი თავი რაიმე ძალით ძაღლის თათზე? რომ არ მოქმედებდეს, რა იქნებოდა ისეთი, რაც დააბალანსებდა გრავიტაციის ძალას, რომელიც ჩამოაგდებდა აკრობატ ძაღლს? რას დავარქმევდით ამ ძალას? შეგვიძლია თუ არა, მივიღოთ ზოგადი ტერმინი მხები ძალის იმ მდგენელიდან, რომელიც მხები ზედაპირის მართობულად მოქმედებს? ამ კითხვების დასმა სრულად ნორმალურია.
ხშირად შეამჩნევთ, რომ ფიზიკის პროფესორები დიდ სიფრთხილეს იჩენენ და უბრალოდ „ძალის" მაგივრად ამბობენ ხოლმე „ჯამური ძალა" ან „ტოლქმედის არმქონე ძალა" თქმისას. რატომ? ეს გაკვეთილი აგიხსნით, რატომ და შესაძლოა ამ პროცესში გაგიძლიეროთ ინტუიცია ნიუტონის კანონებზე.
ამ მოკლე გაკვეთილში განვიხილავთ გაყინული წინდების ორბიტაზე მოძრაობას, რათა გაიგოთ, გესმით თუ არა ნიუტონის კანონები. ვიდეოჩვენების პროცესში ასევე დაგისვამთ რამდენიმე კითხვას, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ გაერთეთ იმაზე ოცნებაში, თუ რას გააკეთებდით გაყინული წინდით.
ჩვენი ცხოვრების რაღაც მომენტში ყველას გვისრიალია სასრიალოზე/თოვლით ან ტალახით დაფარულ გორაკზე/მოაჯირზე (თუ არა, თქვენ არ გქონიათ ნამდვილი ცხოვრება) და შეგვიმჩნევია, რომ რაც უფრო გლუვია ზედაპირი, მით უფრო სწრაფად ვკრებთ სიჩქარეს (სცადეთ ჩასრიალება უთოვლო ან უტალახო გორაკზე). ეს გაკვეთილი უფრო ღრმად ჩაგახედებთ ამაში. ჩვენ განვიხილავთ დახრილ სიბრტყეზე მდებარე სხეულებს და დავფიქრდებით უძრაობისა და მოძრაობის ხახუნზე.
ცუდად იმგზავრეთ? ბავშვი ტირის? გადასახადები გაქვთ გადასახდელი? გინდათ, დასამშვიდებლად აბაზანა მიიღოთ? ამ სახელმძღვანელოს თითქმის არაფერი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთა. აქამდე ჩვენ ძირითადად განვიხილავდით ძალებს, რომლებიც მიწოლასთან იყვნენ კავშირში - მაკრო დონეზე გაჩენილი კონტაქტის ძალები, რომლებიც ჩნდებოდნენ მაშინ, როცა ატომებს მიკრო დონეზე არ სურდათ ერთმანეთთან მიახლოვება. ახლა ჩვენ შევისწავლით „მოქაჩვით" ძალებს, ანუ, დაჭიმულობას (მიკრო დონეზე იგი მიზიდვის ძალაა ატომებს შორის).
როდესაც ორი ან ორზე მეტი სხეული მოძრაობს ერთისა და იმავე აჩქარებით (მაგალითად, თოკზე ჩამოკიდებული მასები ან ერთმანეთზე მიწოლილი ყუთები), ჩვენ შეგვიძლია, მთლიანი სისტემა ერთ სხეულად ჩავთვალოთ.
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 300 ქულა!