თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

მარტივი მექანიზმები და როგორ გამოვიყენოთ ეს გაკვეთილი

არსებობს ექვსი მარტივი მექანიზმი. მათი ჩამონათვალია შემდეგია: ბერკეტი, ბორბალი, ჭოჭონაქი, დახრილი სიბრტყე, სოლი და ხრახნი. ეს სახელმძღვანელო მოიცავს პირველ სამს.
მარტივი მექანიზმებს შეუძიათ მექანიკური უპირატესობის მოცემა—სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი თქვენ გაძლევენ საშუალებას, გაანაწილოთ თქვენი ძალა ისე, რომ მან გამოიწვიოს სხეულის გარკვეულ მანძილზე გადაადგილება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გიწევთ დროის ნებისმიერ მომენტში დიდი ძალის მოდება. მარტივი მექანიზმები შესაძლებელს ხდიან აწიოთ ან გადააადგილოთ ნივთი, რომელიც სხვა შემთხვევაში ძალიან მძიმე იქნებოდა.
ჩვენ გირჩევთ, რომ ეს სახელმძღვანელო გამოიყენოთ შემდეგი თანმიმდევრობით:
1.     დააკვირდით, რა ხდება უხმო ვიდეოების თითოეულ ნაწილში.
2.     გააკეთეთ ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რა ხდება.
3.     განსაზღვრეთ თითოეული მარტივი მექანიზმის ნაწილი და დააკვირდით, რა კავშირია მათ შორის.
4.     უპასუხეთ კითხვებს თითოეული უხმო ვიდეოს შესახებ.
5.     იმუშავეთ მათემატიკის ამოცანებზე (მოსწავლეებისთვის, რომლებმაც გაიარეს ალგებრა 1, ტრიგონომეტრია და ზემოთ)
6.     ააწყვეთ და გამოსცადეთ თქვენი საკუთარი მარტივი მექანიზმი. დააკვირდით, რა გავლენას ახდენს მასზე ხახუნი, მაქნანის დრეკადობა, თოკის დაჭიმულობა, ჰაერის წინააღმდეგობა და სხვა ფაქტორები.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.