If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 2: რეზონანსი და მჟავურ-ფუძური ქიმია

ამ თემის შესახებ

მოდი, განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება, მივადევნოთ თვალი ელექტრონებს ფორმალური მუხტის, ჟანგვის რიცხვის, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებისა და რეზონანსული სტრუქტურების საშუალებით. ასევე, განვიხილავთ ფუძურ-მჟავური ქიმიის პრინციპებს.

ახალბედა ქიმიკოსებს უნდა შეეძლოთ ელექტრონების დათვლა. ამის გარეშე, შენი, როგორც ქიმიკოსის დღეები, დათვლილია. ამ ტუტორიალში შენ ისწავლი, როგორ დაითვალო ელექტრონები, რათა მიანიჭო მოლეკულას ფორმალური მუხტი და ჟანგვის რიცხვი. "ელექტრონების ბუღალტერიის" ეს ორივე ფორმა მნიშვნელოვანი კონცეპტია ორგანული რეაქციების გასაგებად.
ხაზოვან სტრუქტურებს ვერ იგებთ? ხანდახან ერთი ნახატი საკმარისი არაა, რომ ელექტრონების სიმკვრივეების გადანაწილება ზუსტად აღწეროს. ამ ტუტორიალში ვისწავლით, თუ როგორ გავაერთიანოთ ორი ან მეტი რეზონანსული სტრუქტურა საიმისოდ, რომ ერთი გამოსახულება მივიღოთ (რეზონანსული ჰიბრიდი).
გახსოვს მჟავურ-ფუძური ქიმიის საფუძვლები? თუ შენი პასუხი ნეიტრალურია, მაშინ იქნებ ამ ვიდეოგაკვეთილს უყურო და გაიხსენო ძირითადი დებულებები ზოგადი ქიმიიდან.

ისწავლეთ