ნახშირბადს, რომელიც ერთი ნახშირბადითაა დაცილებული ალდეჰიდური ან კეტონური ჯგუფიდან, ეწოდება ალფა ნახშირბადი. ალფა ნახშირბადთან მიერთებული საეჭვოდ უწყინარი წყალბადის ატომები ერთვებიან კლასიკური ორგანული ქიმიის ზოგიერთ რეაქციაში, მაგალითად, როგორიცაა ალდოლური კონდენსაცია. ჩვენ ვისწავლით ენოლატების ანიონების ჩამოყალიბებას და თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ისინი ალდოლურ კონდენსაციაში რთული ორგანული მოლეკულების ასაგებად.