ძირითადი მასალა
თემა 1: სტრუქტურა და ბმები
ამ თემის შესახებ
მოდი, განვიხილოთ ქიმიური ბმების საფუძვლები - წერტილოვანი სტრუქტურები, ჰიბრიდიზაცია, ხაზოვანი სტრუქტურები, ელექტრონეგატიურობა და პოლარობა. ჩვენ ასევე განვიხილავთ, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან ქიმიური ბმები და შიგამოლეკულური ძალები ისეთ ფიზიკურ მახასიათებლებთან, როგორიცაა დუღილის ტემპერატურა.იბნევით მიმოხილვისას? არ ინერვიულოთ არც ერთ (მითუმეტეს, არც მეტ) რამეზე! გაიგე ძირითადი რაღაცები ორგანული წერტილოვანი სტრუქტურების შესახებ ამ ვიდეოგაკვეთილის საშუალებით.
რამდენად კარგად გესმის ორბიტალები? ამ ვიდეოგაკვეთილში ვისწავლით ჰიბრიდიზებული ორბიტალების, ორგანული ქიმიის ლომფხვების შესახებ.
ისწავლეთ
მათი სახელია ბმა, ქიმიური ბმა. ჭკვიან ქიმიკოსებს სჭირდებათ დრო, რომ მოურიონ (და შეანჯღრიონ) თავიანთ ხსნარებს. ამ ტუტორიალში ავხსნით, როგორ იყენებენ ქიმიკოსები ხაზოვან სტრუქტურებს, როგორც მოკლე გზას წყალბადების და ნახშირბადების ატომების აღსაწერად.
რა არის ყველაზე მიმზიდველი იდეები ორგანული ქიმიის საწყისებში? უმეტესობა სუბიექტურ პასუხს გაგცემს, თუმცა ელექტრონეგატიურობის მიზიდულობას ძნელია გაექცე. ამ ვიდეოგაკვეთილში ჩვენ ვისწავლით ელექტრონეგატიურობის შესახებ და, ვნახავთ, თუ როგორ მიესადაგება ის პოლარობას, მოლეკულათაშორის ძალებს და ფიზიკურ მახასიათებლებს.