ძირითადი მასალა
თემა 9: არომატული ნაერთები
ამ თემის შესახებ
არომატულობის გამორჩეულ ელექტრონულ სტრუქტურას გამორჩეულ რეაქციისუნარიანობამდე მივყავართ! ჩვენ შევეხებით ბენზოლის ნაწარმების სახელწოდებას, არომატული ნაერთების სტაბილურობას, ელექტროფილურ არომატულ ჩანაცვლებისა და ნუკლეოფილურ არომატულ ჩანაცვლების რეაქციებს.ციკლოჰექსატრიენი რაიმე სხვა სახელით უფრო ტკბილად მოგეჩვენებოდათ? ამ ვიდეოგაკვეთილში აგიხსნით, როგორ დავასახელოთ ბენზოლის ნაწარმები, ხანდახან ტკბილი სუნის მქონე ციკლური მოლეკულები, რომლებიც შეგვიძლია, ასაფეთქებლებისა და პლასტმასების სინთეზისთვის გამოვიყენოთ.
ამ ვიდეოგაკვეთილში გიჩვენებთ ელექტროფილური არომატული ჩანაცვლების რეაქციის მექანიზმს, ბრომირებას და ფრიდელ-კრაფტსის აცილირებას.
ამ ვიდეოგაკვეთილში აგიხსნით არომატული სტაბილურობის იდეას და გიჩვენებთ, როგორ განსაზღვროთ, გამოხატავს თუ არა კომპაუნდი ან იონი არომატულობას. იგულისხმება, რომ იცით MO თეორია.
ისწავლეთ
ამ ვიდეოგაკვეთილში გიჩვენებთ რამდენიმე ელექტროფილური არომატული ჩანაცვლების რეაქციას.
ამ გაკვეთილში გიჩვენებთ, თუ როგორ აძლევს ბენზოლის ბირთვში არსებული ჩამნაცვლებლები სხვა ნივთიერებებს მიმართულებას. ნაგულისხმევია ელექტროფილური არომატული ჩანაცვლებითი რეაქციების ცოდნა.
ამ ვიდეოგაკვეთილში შევეხებით ბენზოლის ნაწარმების დამატებით რეაქციებს და გიჩვენებთ, როგორ მიუდგეთ ჩანაცვლებული ბენზოლნაწარმების სინთეზს.
ამ ვიდეოგაკვეთილში გიჩვენებთ მიერთება-მოხლეჩის და მოხლეჩა-მიერთების მექანიზმს.