ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
მეიოზის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
გამეტა | სასქესო უჯრედი (ადამიანებში სპერმატოზოიდები მამრობითი სასქესო უჯრედებია, კვერცხუჯრედები - მდედრობითი) |
მეიოზი | უჯრედის ორსაფეხურიანი გაყოფა, რომლის მეშვეობითაც გამეტები (სასქესო უჯრედები) წარმოიქმნება |
კროსინგოვერი | პროცესი, რომლის დროსაც ჰომოლოგიური ქრომოსომები ერთმანეთს ნაწილებს უცვლიან |
ინტერფაზა | უჯრედის ციკლის ფაზა, რომელშიც უჯრედი იზრდება და დნმ-ის ასლს წარმოქმნის |
ჰომოლოგიური ქრომოსომები | ქრომოსომათა წყვილი (თითოეული - თითო მშობლისგან), რომელიც ძალიან მსგავსია ერთმანეთისა და ერთნაირი ზომა/ფორმა აქვთ |
დობილი ქრომატიდები | გაორმაგებული ქრომოსომის ნახევრები |
დიპლოიდური (2n) | უჯრედი, რომელიც ჰომოლოგიურ ქრომოსომათა ორ ნაკრებს შეიცავს |
ჰაპლოიდური (n) | უჯრედი, რომელიც გენების მხოლოდ ერთ ნაკრებს შეიცავს |
მეიოზი
მეიოზის დანიშნულებაა გამეტების, ანუ სასქესო უჯრედების, წარმოქმნა. მეიოზის დროს ოთხი შვილეული უჯრედი მიიღება და თითოეული მათგანი ჰაპლოიდურია (მშობელ უჯრედზე ორჯერ ნაკლები ქრომოსომა აქვს).
მეიოზის ფაზები
უჯრედი მეიოზში ორჯერ იყოფა, ამიტომ ერთი საწყისი უჯრედიდან ოთხი გამეტა მიიღება (კვერცხუჯრედი მდედრებში და სპერმატოზოიდი მამრებში). თითოეული გაყოფა ოთხი ფაზისგან შედგება: პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა და ტელოფაზა.
I მეიოზის დაწყებამდე უჯრედმა ჯერ ინტერფაზა უნდა გაიაროს, ისევე, როგორც მიტოზის შემთხვევაში. უჯრედი იზრდება, ქრომოსომებს აორმაგებს და გასაყოფად ემზადება ინტერფაზის Gstart subscript, 1, end subscript, S და Gstart subscript, 2, end subscript ფაზებში.
მეიოზი I
I მეიოზი უჯრედის პირველი გაყოფაა, რომლის მიზანია ჰომოლოგიურ ქრომოსომათა წყვილების დაცალკევება.
მეიოზი II
II მეიოზი უჯრედის მეორე გაყოფაა, რომლის მიზანიც დობილი ქრომატიდების დაცალკევებაა.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- ინტერფაზა მეიოზის ნაწილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უჯრედმა მეიოზის დაწყებამდე ინტერფაზა უნდა გაიაროს, ეს უკანასკნელი მეიოზის ნაწილი არ არის.
- კროსინგოვერი მხოლოდ I პროფაზაში ხდება. კომპლექსი, რომელიც დროებით წარმოიქმნება ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის, მხოლოდ I პროფაზაში გვხვდება. სწორედ ამ დროს აქვს უჯრედს ერთადერთი შანსი, დნმ-ის სეგმენტები გადააადგილოს ჰომოლოგიურ ქრომოსომათა წყვილებს შორის.
- ყველა უჯრედი მეიოზით არ იყოფა. მეიოზი მხოლოდ სასქესო უჯრედებში გვხვდება, სადაც მისი დანიშნულება განაყოფიერებისთვის საჭირო ჰაპლოიდური გამეტების წარმოქმნაა.
- მეიოზი სქესობრივი გამრავლების მნიშვნელოვანი ნაწილია და არა - მისი სინონიმი. მეიოზი აუცილებელია სქესობრივი გამრავლებისთვის, რადგან სწორედ მისი მეშვეობით მიიღება გამეტები (სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები). მიუხედავად ამისა, სქესობრივი გამრავლება ასევე მოიცავს განაყოფიერებას (გამეტების შერწყმას), რაც მეიოზისგან განსხვავებული პროცესია.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- რა არის უაზრო ტრიპლეტები და რა ფუნქცია აკისრიათ მათ?(1 მოწონება)