If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

განაყოფიერებისა და განვითარების მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
გამეტარეპროდუქციული (სასქესო) უჯრედი; მამრ ინდივიდებში - სპერმატოზოიდი, მდედრებში - კვერცხუჯრედი
განაყოფიერებასქესობრივი გამრავლების შემადგენელი პროცესი, რომლის დროსაც მამრობითი და მდედრობითი გამეტები ერთმანეთს ერწყმის და ახალი უჯრედი მიიღება
ზიგოტაუჯრედი, რომელიც განაყოფიერების შედეგად მიიღება
დიპლოიდური (2n)უჯრედი, რომელიც ჰომოლოგიურ ქრომოსომათა ორ ნაკრებს შეიცავს
ჰაპლოიდური (n)უჯრედი, რომელიც გენთა მხოლოდ ერთ ნაკრებს შეიცავს
აპოპტოზიუჯრედის დაპროგრამებული სიკვდილი
დიფერენციაციაპროცესი, რომლის დროსაც უჯრედები სპეციფიკურ სტრუქტურასა და ფუნქციებს იძენენ

განაყოფიერება და განვითარება ადამიანებში

განაყოფიერება პროცესია, რომლის დროსაც ჰაპლოიდური გამეტები ერთმანეთს ერწყმის და დიპლოიდური უჯრედი, ზიგოტა მიიღება. იმისთვის, რომ ზიგოტას ქრომოსომათა სწორი რიცხვი ჰქონდეს, კვერცხუჯრედი მხოლოდ ერთმა სპერმატოზოიდმა უნდა გაანაყოფიეროს.

ადამიანის განვითარების საფეხურები

  1. ზიგოტის სტადია: ზიგოტა მამრობითი (სპერმატოზოიდი) და მდედრობითი (კვერცხუჯრედი) გამეტების შერწყმის შედეგად მიიღება.
  2. ბლასტოცისტის სტადია: ერთუჯრედიანი ზიგოტა გაყოფას იწყებს და უჯრედთა ჯგუფს წარმოქმნის. შემდეგ ამ გროვაში ღრუ ჩნდება და ბლასტოცისტა მიიღება, რომელიც შემდეგ დედის საშვილოსნოს კედელს ემაგრება.
  3. ემბრიონული, ანუ ჩანასახის, სტადია: ძირითადი შინაგანი ორგანოები და გარეგანი სტრუქტურები ფორმირებას იწყებს და ემბრიონი, ანუ ჩანასახი, ყალიბდება. ამ სტადიაზე უკვე თვალით ხილულია გული, თავისა და ზურგის ტვინი, ზემო და ქვემო კიდურებიც ნელ-ნელა ვითარდება.
  4. ნაყოფის სტადია: ემბრიონის უკვე ჩამოყალიბებული სტრუქტურები ზრდასა და განვითარებას რომ იწყებენ, ორგანიზმს უკვე ნაყოფი ეწოდება. ამ პერიოდში სტრუქტურების დიფერენციაცია და სპეციალიზაცია მიმდინარეობს.
განვითარების მიმოხილვა და მიმდინარეობა ზიგოტიდან ბლასტოცისტამდე, ემბრიონამდე და ნაყოფამდე.

დიფერენციაცია და აპოპტოზი

განვითარების პროცესში უჯრედები უნდა დაიყოს და მათი რიცხვი გაიზარდოს, რათა სხეულის ღერძები, ქსოვილები, ორგანოები და სტრუქტურები ჩამოყალიბდეს. ინდივიდუალური უჯრედები სპეციალიზდება, განსაზღრულ ფორმასა და ფუნქციას იძენს, რასაც უჯრედთა დიფერენციაცია ეწოდება.
მნიშვნელოვანი სტრუქტურების სწორად ჩამოსაყალიბებლად არასაჭირო უჯრედების მოშორებაცაა საჭირო. ეს აპოპტოზის გზით ხდება. მაგალითად, ადამიანის ხელის მტევანი ნიჩბისებური, მთლიანია თავიდან. საბოლოოდ თითებს შორის მდებარე უჯრედები აპოპტოზის გზით იღუპება და ამ ქსოვილისგან 5 განცალკევებული თითი მიიღება.
სამეცნიერო ნაშრომიდან ამოღებული მიკროსკოპული ფოტოები, რომლებზეც თაგვის განვითარებადი თათია გამოსახული. განვითარებად თითებს შორის არსებული უჯრედები მონიშნულია სპეციალური მარკერით, რომელიც შერჩევითად აპოპტოზურ უჯრედებს უკავშირდება.

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • ადამიანებში განაყოფიერება ფალოპის მილში ხდება. ბევრს ჰგონია, რომ განაყოფიერება საშოში ხდება, მაგრამ ეს ასე არ არის. სპერმატოზოიდი საშოში მოხვედრის შემდეგ საშვილოსნოს ყელს, საშვილოსნოს გაივლის და ფალოპის მილის ბოლოს აღწევს. აქ მას შეუძლია, შეაღწიოს კვერცხუჯრედში და გაანაყოფიეროს იგი.
  • განვითარება ერთგვარად წინასწარგანსაზღრული პროცესია. მართალია, განვითარების ადრეულ ეტაპზე ადამიანის ყველა ჩანასახი ერთნაირია, მაგრამ მოგვიანებით ჩამოყალიბებული მრავალი თავისებურება წინასწარაა განსაზღვრული გენებით. მაგალითად, ნაყოფის ბიოლოგიური სქესი უკვე „გადაწყვეტილია", იმის მიხედვით, ორი X ქრომოსომა აქვს მას (თითოეული - თითო მშობლისგან), თუ ერთი X დედისგან და ერთი Y მამისგან. სპეციფიკური სასქესო თავისებურებები განვითარებისას მოგვიანებით ჩნდება.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.