If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ქრომოსომების სტრუქტურისა და რიცხვის მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
გენომისრული გენეტიკური ინფორმაცია, რომელსაც ორგანიზმის დნმ შეიცავს
ქრომოსომაძაფისებრი სტრუქტურა, რომელიც დნმ-ისა და ცილებისგან შედგება და გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს
ჰომოლოგიური ქრომოსომებიიმ ქრომოსომათა წყვილი (თითოეული - თითო მშობლისგან), რომლებიც ძალიან მსგავსია და ერთნაირი ფორმა/ზომა აქვთ
დიპლოიდური (2n)უჯრედი, რომელიც ჰომოლოგიურ ქრომოსომათა ორ ნაკრებს შეიცავს
ჰაპლოიდური (n)უჯრედი, რომელიც გენების მხოლოდ ერთ ნაკრებს შეიცავს (ჰომოლოგიურ ქრომოსომათა წყვილიდან მხოლოდ ერთს)
სასქესო ქრომოსომაორი ქრომოსომიდან (X ან Y) ერთი, რომელიც ინდივიდის სქესს განსაზღვრავს
ავტოსომაარა-სასქესო ქრომოსომა
კარიოტიპიქრომოსომების დიპლოიდური ნაკრების მიკროგრაფი, რომელზეც ჰომოლოგები დაწყვილებულია

დნმ და ქრომოსომები

უჯრედის დნმ-ის სრულ ნაკრებს გენომი ეწოდება. ეს ტერმინი შეიძლება, გულისხმობდეს ინდივიდის ან მთლიანად სახეობის გენომს, რადგან ერთი სახეობის ინდივიდებს ხშირად მსგავსი გენომები აქვთ.
პროკარიოტების უმრავლესობაში დნმ ერთ, წრიულ ქრომოსომაშია მოთავსებული. ეს გენეტიკური ინფორმაცია ციტოპლაზმაში მდებარეობს.
ეუკარიოტული დნმ მაღალორგანიზებული სახითაა უჯრედში და მრავალ ქრომოსომაშია განაწილებული. ეს ქრომოსომები დახვეულია და ბირთვში მდებარეობს.

ქრომოსომათა რიცხვი

სხვადასხვა სახეობას ქრომოსომათა განსხვავებული რიცხვი აქვს. მაგალითად, ადამიანი დიპლოიდური (2n) ორგანიზმია და 46 ქრომოსომა აქვს სხეულის ურჯედებში. ისინი 23 წყვილადაა დაჯგუფებული: 22 წყვილი ავტოსომა და 1 წყვილი სასქესო ქრომოსომა.
ადამიანის სასქესო უჯრედები, ანუ გამეტები, ჰაპლოიდურნი (n) არიან და მხოლოდ ერთ ჰომოლოგიურ ქრომოსომას შეიცავენ თითოეული წყვილიდან. ამის მიზეზი ისაა, რომ გამეტების შერწყმისას განაყოფიერების პროცესში ქრომოსომათა სრული, დიპლოიდური ნაკრები წარმოიქმნას.
ორგანიზმის ქრომოსომათა სრული ნაკრების დათვალიერება გაყოფის პროცესში მყოფი უჯრედებისთვის ფოტოს გადაღებით შეგვიძლია. ამ ფოტოებზე შემდეგ ქრომოსომებს წყვილებად აჯგუფებენ და საბოლოოდ კარიოტიპი მიიღება.
მამრობითი სქესის ადამიანის კარიოტიპის სურათი, რომელზეც დედისა და მამისგან მიღებული ქრომოსომები გაფერადებულია იისფრად და მწვანედ, შესაბამისად.
მოდიფიცირებული სურათის წყაროა „კარიოტიპი", National Institutes of Health (საჯარო დომენი).

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • ეუკარიოტული ქრომოსომა ორი დობილი ქრომატიდისგან შედგება. დობილი ქრომატიდები ერთმანეთის იდენტურნი არიან და მათ ვიწრო უბანი, ცენტრომერი აკავშირებს. ეს მნიშვნელოვანია უჯრედის გაყოფისას ამ ქრომოსომების სწორად დასაცალკევებლად. ცენტრომერით დაკავშირებული დობილი ქრომატიდები ერთ ქრომოსომად ითვლება (მას X-ის ფორმა აქვს). თუმცაღა გაყოფისას, როგორც კი ისინი ერთმანეთს დაშორდება, თითოეული დამოუკიდებელი ქრომოსომა გახდება.
რა მოსდის ქრომოსომას, როცა უჯრედი გაყოფისთვის ემზადება.
  1. ქრომოსომა შედგება ერთი ქრომატიდისგან და დეკონდენსირებულია (გრძელი და ძაფისებრი).
  2. დნმ-კოპირდება. ქრომოსომა ახლა უკვე ორი ტყუპი ქრომატიდისგან შედგება, რომლებიც ცილა კოჰეზინებითაა დაკავშირებული.
  3. ქრომოსომა კონდენსირდება. იგი კვლავ ორი ტყუპი ქრომატიდისგან შედგება, მაგრამ ისინი ახლა მოკლე და კომპაქტურია გრძელისა და ძაფისებრის ნაცვლად. ქრომატიდები ყველაზე მტკიცედ ცენტრომერის მონაკვეთზეა დაკავშირებული, ქრომოსომის „წელივით" შეზნექილ ნაწილზე.
  4. ქრომატიდები განცალკევდებიან. თითოეული მათგანი ამ წამიდან უკვე დამოუკიდებელ ქრომოსომად მიიჩნევა.
  • ქრომოსომები, დნმ, გენები და გენომი სხვადასხვა რამაა. ზოგჯერ ამ ტერმინებს ერთნაირი მნიშვნელობით ხმარობენ, რაც სწორი არ არის. დნმ ყველა ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკურ მასალას ქმნის. მისი ძალიან გრძელი ჯაჭვი ქრომოსომადაა დახვეული. ქრომოსომა შედგება გენებისგან, რომლებიც განსაზღვრულ ცილებს აკოდირებენ. ორგანიზმის ყველა ქრომოსომა ერთად გენომს ქმნის. სხვანაირად რომ ვთქვათ: დნმ ქმნის გენებს, გენები ქმნიან ქრომოსომებს, ქრომოსომები კი - გენომს.