If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რეპროდუქციული სისტემის მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
გამეტასასქესო უჯრედი. მამაკაცებში სპერმატოზოიდი; ქალებში კვერცხუჯრედი
სქესობრივი მომწიფებაპროცესი, რომლის დროსაც მოზარდები აღწევენ სქესობრივ და რეპროდუქციულ სიმწიფეს
სათესლე ჯირკვლებიმამაკაცის რეპროდუქციული ჯირკვლები, რომლებიც წარმოქმნიან სპერმასა და მამაკაცის ჰორმონებს
საკვერცხეებიქალის რეპროდუქციული ჯირკვლები, რომლებიც წარმოქმნიან კვერცხუჯრედებსა და ქალის ჰორმონებს
მენსტრუალური ციკლიმოვლენათა კანონზომიერება ქალებში; მოიცავს კვერცხუჯრედის წარმოქმნასა და გამოთავისუფლებას
განაყოფიერებასქესობრივი გამრავლების პროცესი, რომლის დროსაც მამაკაცისა და ქალის გამეტები ერთმანეთს ერწყმის ახალი უჯრედის წარმოსაქმნელად

ქალის რეპროდუქციული სისტემა

ქალის მთავარი რეპროდუქციული ორგანოების დიაგრამა
სურათის სახეცვლილია ოპენსტაქსიდან, CC BY 4,0
ორგანოფუნქცია
საკვერცხეებიწარმოქმნის და ავითარებს კვერცხუჯრედებს
ფალოპის ლულები (კვერცხსავალები)გადააქვს კვერცხუჯრედები საშვილოსნოში, ასრულებს განაყოფიერების უბნის როლს
საშვილოსნოხელს უწყობს განვითარების საფეხურზე მყოფ ემბრიონს
საშვილოსნოს ყელიასრულებს გასასვლელის როლს საშვილოსნოსა და ვაგინას შორის
ვაგინა (საშო)იღებს პენისს სქესობრივი კავშირის დროს, ასრულებს მშობიარობის არხის როლს, ატარებს მენსტრუალურ დენას
მკერდიწარმოქმნის და აწვდის რძეს
სქესობრივი მომწიფების დროს ჰიპოთალამუსი ჰიპოფიზს (თავის ტვინის ქვედა დანამატს) უბრძანებს ორი ჰორმონის, ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონისა (ფმჰ-სა) და მალუტეინიზებელი ჰორმონის (მჰ-ს), წარმოებას. ქალებში ფმჰ და მჰ ასტიმულირებენ საკვერცხეებს, რათა წარმოიქმნას ქალთა სქესობრივი ჰორმონები, ესტროგენი და პროგესტერონი. ეს იწვევს მეორეული სასქესო ნიშნების (მაგალითად, მკერდის) ფორმირებას და სათესლეებს მომწიფებული კვერცუხჯრედების წარმოქმნას აწყებინებს.
კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება (ოვულაცია) დაახლოებით 28 დღეში ერთხელ ხდება და ის უფრო დიდი პროცესის, მენსტრუალური ციკლის, ნაწილია. თუკი კვერცხუჯრედი ოვულაციის შემდეგ განაყოფიერდება, ის საშვილოსნოს კედელს ებმის და იწყება ემბრიონული განვითარება.
თუკი კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდება (ან განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არ მიებმება საშვილოსნოს კედელს), კვერცხუჯრედი და საშვილოსნოს სარჩული ორგანიზმს დატოვებენ.

მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა

მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების დიაგრამა
ორგანოფუნქცია
სათესლე ჯირკვლებიაწარმოებენ სპერმატოზოიდებსა და მამაკაცის ჰორმონებს
სათესლე პარკიეხმარება სათესლე ჯირკვლებს და არეგულირებს მათ ტემპერატურას
სათესლე ბუშტუკისითხით უზრუნველყოფს სპერმის წარმოებას
წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა)გამოყოფს პროსტატის სითხეს (სპერმის კომპონენტს), ხელს უწყობს ეაკულაციას (სპერმის გადმონთხევას)
ეპიდიდიმისი (სათესლის დანამატი)ინახავს მომწიფებულ სპერმატოზოიდებს
თესლგამომტანი სადინარიგადააქვს სპერმატოზოიდები ეპიდიდიმისიდან (სათესლის დანამატიდან)
პენისიგადააქვს სპერმატოზოიდები მდედრში
სქესობრივი მომწიფება მამაკაცებში ისევე იწყება, როგორც ქალებში: ჰიპოთალამუსი ჰიპოფიზს უბრძანებს ფმჰ-სა და მჰ-ს წარმოებას.
მამაკაცებში მჰ ასტიმულირებს სათესლე ჯირკვლებს, წარმოქმნან ტესტოსტერონი, ფმჰ-სთან ერთად კი იწვევს სპერმატოზოიდების განვითარებას. ტესტოსტერონი აგრეთვე მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებას განაპირობებს, მაგალითად, ხმის დაბოხებასა და სხეულზე თმის ზრდას.

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • განაყოფიერება ხდება ქალის რეპროდუქციული სისტემის ფალოპის ლულაში (მილში; იგივე კვერცხსავალში). განაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედი ებმის საშვილოსნოს სარჩულს. დროთა განმავლობაში ის უჯრედებისგან შემდგარი ბურთულა ხდება, შემდეგ კი ქალის საშვილოსნოში ვითარდება, რათა საბოლოოდ ბავშვად გადაიქცეს.
  • მხოლოდ ქალები იბადებიან რეპროდუქციული სასქესო უჯრედებით (გამეტებით). ქალებს დაბადებისას უკვე აქვთ უმწიფარი კვერცხუჯრედები თავიანთ საკვერცხეებში. სქესობრივი მომწიფების დროს კვერცხუჯრედებიც მწიფდება და საკვერცხეების მიერ გამოთავისუფლდება. მამაკაცები სპერმატოზოიდების წარმოებას მხოლოდ სქესობრივი მომწიფების შემდეგ იწყებენ.
  • ქალები ვაგინით არ შარდავენ. მამაკაცებში სპერმაცა და შარდიც შარდსადენიდან გამოდის, იმ გასასვლელიდან, რომელიც პენისის ბოლოში მთავრდება. ქალები შარდს ასევე შარდსადენიდან გამოყოფენ, თუმცა ის არ არის დაკავშირებული მათ ვაგინალურ არხთან. ქალების შარდსადენი ვაგინის ზემოთ მდებარეობს და შარდმა შეიძლება არხის მახლობლად გაიაროს, თუმცა ეს ორი გასასვლელი ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.