ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 3
გაკვეთილი 5: ფოტოსინთეზიფოტოსინთეზის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
ფოტოსინთეზი | პროცესი, რომლის დროსაც მცენარეები, წყალმცენარეები და ზოგი ბაქტერია სინათლის ენერგიას ქიმიურ ენერგიად გარდაქმნის და შაქრის მოლეკულებში ინახაბს |
ფოტოავტოტროფი | ორგანიზმი, რომელიც საკვებ ნივთიერებებს თავად წარმოქმნის სინათლის ენერგიის გამოყენებით (მაგ. მცენარეები) |
ატფ | ადენოზინტრიფოსფატი, ენერგიის გადამტანი ძირითადი მოლეკულა ცოცხალ ორგანიზმებში |
ქლოროპლასტი | მცენარეული უჯრედის ორგანელა, რომელშიც ფოტოსინთეზი მიმდინარეობს |
თილაკოიდები | სინათლის ენერიის მშთანთქმელი, დისკოს მსგავსი სტრუქტურები ქლოროპლასტში, |
გრანები | თილაკოიდების დასტები ქლოროპლასტში |
ქლოროფილი | თილაკოიდში არსებული პიგმენტი, რომელიც შთანთქამს სინათლის ენერგიას და მას ნახშირწყლების წარმოსაქმნელად იყენებს |
სტრომა | სითხით ავსებული სივრცე გრანების გარშემო |
ფოტოსინთეზის რეაქციები
ფოტოსინთეზის დროს ფოტოავტოტროფები მზის ენერგიას იყენებენ, ნახშირორჟანგთან და წყალთან ერთად, გლუკოზისა და ჟანგბადის წარმოსაქმნელად.
ფოტოსინთეზის ჯამური რეაქციაა:
ფოტოსინთეზის საფეხურები
ფოტოსინთეზი ორი მთავარი საფეხურისგან შედგება: სინათლეზე დამოკიდებული რეაქციები და კალვინის ციკლი.
საფეხური | ადგილმდებარეობა | მოვლენები | საჭიროებს მზის სინათლეს? |
---|---|---|---|
სინათლეზე დამოკიდებული რეაქციები | თილაკოიდური მემბრანა | სინათლის ენერგიას ქლოროპლასტები შთანთქამენ და ატფ-ის სახით ინახავენ | დიახ |
კალვინის ციკლი | სტრომა | ატფ იმ შაქრების წარმოსაქმნელად იხარჯება, რომელთაც შემდეგ მცენარე ზრდისა და სიცოცხლისთვის გამოიყენებს | არა |
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- ფოტოსინთეზი და უჯრედული სუნთქვა თითქმის საპირისპირო პროცესებია. რეაქციებს თუ დავაკვირდებით, ეს ორი პროცესი მხოლოდ შთანთქმული და გამოთავისუფლებული ენერგიის სახით განსხვავდება. თუმცაღა, ისინი უბრალოდ ერთმანეთის საპირისპირო რეაქციები არ არის, რადგან თითოეული მათგანი სხვადასხვა საფეხურებს მოიცავს.
- მცენარეები მწვანეა, რადგან ქლოროფილი მწვანე სინათლეს ირეკლავს. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ქლოროფილი მწვანეა, რადგან მწვანე სინათლეს შთანთქამს და იყენებს. თუმცა, ეს არასწორია. ჩვენ იმ ფერს ვხედავთ, რომელსაც ობიექტი აირეკლავს და არ შთანთქამს. შესაბამისად, ქლოროფილი მწვანე სინათლეს ირეკლავს, წითელსა და ლურჯს კი - შთანთქამს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.