If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მეტაბოლიზმის შესავლის მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
მეტაბოლიზმიუჯრედში მიმდინარე ქიმიური რეაქციების ერთობლიობა
ანაბოლიზმიმარტივი მოლეკულებისგან უფრო რთულის აწყობა
კატაბოლიზმირთული მოლეკულების მარტივ ნაერთებად დაშლა
ეგზერგონული რეაქციარეაქცია, რომლის დროსაც ენერგია გამოთავისუფლდება
ენდერგონული რეაქციარეაქცია, რომლის დროსაც ენერგია შთაინთქმება
ატფადენოზინტრიფოსფატი, ენერგიის მატარებელი ძირითადი მოლეკულა ცოცხალ ორგანიზმებში

მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზმი ნივთიერებათა იმ ქიმიური რეაქციების ერთობლიობაა, რომელთა ურთიერთკავშირიც გზებს ქმნის. მეტაბოლიზმი წონასწორობაა ორგანიზმში მოლეკულების აწყობასა და დაშლას შორის.
მეტაბოლიზმის სახეპროცესიენერგიამაგალითი
ანაბოლიზმიმარტივი მოლეკულებისგან უფრო რთული წარმოიქმნებაენდერგონულიორგანიზმის ახალი ქსოვილების წარმოქმნა
კატაბოლიზმირთული მოლეკულების მარტივებად დაშლაეგზერგონულისაჭმლის მონელება
ანაბოლური გზა: პატარა მოლეკულები დიდებს ქმნის. ენერგია, როგორც წესი, იხარჯება.
კატაბოლური გზა: დიდი მოლეკულები პატარებად იშლება. ენერგია, როგორც წესი, გამოთავისუფლდება.
ანაბოლური vs. კატაბოლური რეაქციები. სურათის წყაროა ოპენსტაქსის ბიოლოგია, CC BY 4,0

მაგალითები

კატაბოლიზმი: უჯრედული სუნთქვა

უჯრედული სუნთქვა კატაბოლური პროცესია, რომლის დროსაც გლუკოზა იშლება და ენერგია გამოთავისუფლდება უჯრედის მიერ გამოსაყენებლად.
უჯრედული სუნთქვის ჯამური რეაქციაა:
C6H12O6 + 6O2 6 CO2 + 6H2O + ენერგია
ყველა სხვა კატაბოლური პროცესის მსგავსად, უჯრედული სუნთქვის დროსაც გამოთავისუფლდება ენერგია, რომელსაც უჯრედი „აგროვებს" და სხვა რეაქციებში იყენებს.

ანაბოლიზმი: ფოტოსინთეზი

ფოტოსინთეზი ანაბოლური პროცესია, რომლის დროსაც მცენარეები მზის ენერგიას იყენებენ ნახშირორჟანგის აირისა და წყლისგან შაქრის მოლეკულების წარმოსაქმნელად.
ფოტოსინთეზის ჯამური რეაქციაა:
6CO2 + 6H2O + ენერგია C6H2O6 + 6O2
ფოტოსინთეზის, ისევე, როგორც ყველა სხვა ანაბოლური პროცესის დროს, ენერგია იხარჯება გლუკოზის წარმოქმნაზე. გლუკოზის ნაწილს შემდეგ თავად მცენარე იყენებს, ნაწილს კი - სხვა ორგანიზმები, საკვებად.

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • მრავალი მეტაბოლური რეაქცია ერთდროულად მიმდინარეობს. თქვენს ორგანიზმში ათასობით მეტაბოლური რეაქცია წარიმართება ერთდროულად. ისინი ერთმანეთთან ურთიერთშეთანხმებულია და მკაცრად რეგულირდება, რათა ორგანიზმმა სწორად იფუნქციონიროს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.