If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ტროფიკული დონეების მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
ავტოტროფი (პროდუცენტი)ორგანიზმი, რომელიც მზის სინათლის ან ქიმიური ენერგიის გამოყენებით წარმოქმნის თავის საკვებს
ჰეტეროტროფი (კონსუმენტი)ორგანიზმი, რომელიც საკვების მისაღებად სხვა ორგანიზმს ჭამს
კვებითი ჯაჭვიორგანიზმების წყება, რომელშიც ენერგია ერთიდან მეორეს გადაეცემა
კვებითი ქსელიკვებითი ურთიერთქმედებების ქსელი, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე კვებით ჯაჭვს მოიცავს
ტროფიკულობის დონეკვებითი ჯაჭვისა თუ კვებითი ქსელის თითოეული საფეხური
ბიომასატროფიკულობის დონეში არსებული ცოცხალი ქსოვილის ჯამური ოდენობა

ავტოტროფები და ჰეტეროტროფები

ორგანიზმები საკვებს ორიდან ერთ-ერთი გზით მოიპოვებენ.
ავტოტროფები (ანუ პროდუცენტები) სინათლისა თუ ქიმიური ენერგიის გამოყენებით წარმოქმნიან საკუთარ საკვებს. ავტოტროფებს შორის არიან მცენარეები, წყალმცენარები და ზოგიერთი ბაქტერია.
ჰეტროტროფები (ანუ კონსუმენტები) ორგანულ მოლეკულებს სხვა ორგანიზმებისა და მათი თანმდევი პროდუქტების შეჭმის გზით მოიპოვებენ. ცხოველები, სოკოები და მრავალი ბაქტერია ჰეტეროტროფები არიან. სპეციალიზებული ჰეტეროტროფები, რომლებსაც რედუცენტები ეწოდებათ, მკვდარულ ორგანულ ნივთიერებებსა და ნარჩენებს შლიან.

კვებითი ჯაჭვები და კვებითი ქსელები

პროდუცენტები კვებითი ჯაჭვებისა და ქსელების საფუძველს ქმნიან და მათ მიერ შთანთქმული სინათლის ან ქიმიური ენერგია ყველა სხვა ორგანიზმს უზრუნველყოფს თანასაზოგადოებაში. კონსუმენტები სხვადასხვა ეკოლოგიურ ფუნქციას ასრულებენ და მათ მიეკუთვნებიან ბალახისმჭამელი მწერები, ხორცისმჭამელი ცხოველები და დამშლელი სოკოები.
ეკოლოგიაში კვებითი ჯაჭვი იმ ორგანიზმთა წყებაა, რომლებიც ერთმანეთით იკვებებიან.
ამ გამოსახულებაში, ტროფიკულობის ქვედა დონე მწვანე წყალმცენარეები, რომლებიც პირველადი პროდუცენტები არიან. პირველადი კონსუმენტები არიან მოლუსკები და ლოქორები. მეორეული კონსუმენტები არიან პატარა თევზები, Cottus cognatus-ები. მესამეული და უმაღლესი კონსუმენტია ჩავიჩა.
კვებითი ჯაჭვი. სურათის წყარო ოპენსტაქსი, CC BY 4,0.
ზემოთ მოცემულ ჯგუფებს ტროფიკული დონეები ეწოდება და ჯაჭვში ასახულია, თუ რამდენი საფეხური აშორებს ორგანიზმს კვებითი ჯაჭვის ენერგიის თავდაპირველი წყაროდან, მაგ. სინათლიდან. თუმცაღა, ეკოსისტემების უმრავლესობაში ენერგიის დინება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სწორხაზოვანი ჯაჭვი. ამ შემთხვევაში კვებითი ქსელი გამოიყენება ტროფიკულ დონეებს შორის კვებითი ურთიერთდამოკიდებულების ასასახად.
წყლის ეკოსისტემების კვებითი ქსელები მრავალ ტროფიკულ დონეს მოიცავენ, პროდუცენტებიდან (პლანქტონი) დაწყებული, მესამეული კონსუმენტებით დამთავრებული (სელაპები, პინგვინები, თოლიები).

ბიომასა და ენერგიის მოძრაობა

ენერგიის ტროფიკულ დონეზე შესვლის შემდეგ მისი ნაწილი ბიომასაში ინახება (ორგანიზმების სხეულის ნაწილად იქცევა). სწორედ ეს ნაწილი შეიძლება გადავიდეს მომდევნო ტროფიკულ დონეზე, რადგან მხოლოდ ბიომასაში შენახული ენერგია გამოდგება საკვებად.
დაიმახსოვრეთ, რომ ერთ ტროფიკულ დონეზე ბიომასაში შენახული ენერგიის მხოლოდ 10, percent (დროის ერთეულში) გადაიტანება მომდევნო დონის ბიომასაში (დროის იმავე ერთეულში).
ტროფიკული (ეკოლოგიური) პირამიდა, რომელიც ენერგიის 10%-იანი გადაცემის კანონს ასახავს.
სინათლის ენერგია შთაინთქმება პირველადი პროდუცენტების მიერ.
ბიომასის სახით შენახული ენერგიის ოდენობა:
პირველადი პროდუცენტები — 20,000 კკალ კვადრატულ მეტრზე წელიწადში
პირველადი კონსუმენტები — 2,000 კკალ კვადრატულ მეტრზე წელიწადში
მეორეული კონსუმენტები — 200 კკალ კვადრატულ მეტრზე წელიწადში
მესამეული კონსუმენტები — 20 კკალ კვადრატულ მეტრზე წელიწადში
მეოთხეული კონსუმენტები — 2 კკალ კვადრატულ მეტრზე წელიწადში
თითოეულ დონეზე ენერგია იკარგება სითბოს ან ნარჩენებისა და მკვდარი მატერიის სახით, რომელსაც რედუცენტები მოიხმარენ. საბოლოოდ, რედუცენტები გარდაქმნიან ნარჩენებსა და მკვდარ მატერიას და ისევ სითბოს სახით ათავისუფლებენ მათ ენერგიას.
სურათის სახეცვლილია „ეკოლოგიური პირამიდიდან“, CK-12 Foundation, CC BY-NC 3,0.

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • ერთი ორგანიზმი შეიძლება, ტროფიკულობის სხვადასხვა დონეზე იყოს კვებითი ქსელის მიხედვით. ორგანიზმების ტროფიკულობის დონეებისთვის მიკუთვნება ყოველთვის მარტივი არ არის. მაგალითად, ადამიანები ნაირმჭამელები არიან, ანუ ისინი მცენარეებსაც იყენებენ საკვებად და ცხოველებსაც. შესაბამისად, ისინი შეიძლება, პირველად ან მეორეულ (ან უფრო მაღალი დონის) კონსუმენტებად ჩაითვალონ.
  • ისარი კვებით ქსელში მსხვერპლიდან მტაცებლისკენაა მიმართული და არა - პირიქით. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ კვებით ქსელსა და ჯაჭვში ისრები ენერგიის მოძრაობის მიმართულებას მიუთითებს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.