If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ეკოლოგიური ურთიერთქმედებების მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
თანასაზოგადოებაცალკეულ არეალში მობინადრე ყველა სახეობის ყველა პოპულაცია
სახეობათაშორისი ურთიერთქმედებათანასაზოგადოებაში არსებული განსხვავებული სახეობების ურთიერთობები
დასაშვები სიმჭიდროვე (პოტენციური ტევადობა)სახეობის პოპულაციის მაქსიმალური რიცხოვნობა, რომლის უზრუნველყოფაც შეუძლია გარემოს
კონკურენციაორი სახეობის ორგანიზმები ერთსა და იმავე შეზღუდულ რესურსებს იყენებენ და მათ უარყოფითი გავლენა აქვთ ერთმანეთზე
მტაცებლობაერთ-ერთი სახეობის წევრი (მტაცებელი) ჭამს სხვა ორგანიზმის (მსხვერპლის) სხეულის ნაწილს ან მთლიან სხეულს
ბალახისმჭამელობამტაცებლობის განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის დროსაც მსხვერპლი სახეობა მცენარეა
სიმბიოზისახეობათაშორისი ურთიერთქმედება, რომელშიც ორი სახეობა ერთად ცხოვრობს ხანგრძლივ, ახლო ურთიერთობაში
მუტუალიზმისორი სახეობის სიმბიოზური ურთიერთობა, რომელშიც ორივე სახეობა სარგებელს იღებს
კომენსალიზმიორი სახეობის სიმბიოზური ურთიერთობა, რომელშიც ერთი სახეობა სარგებელს იღებს, მეორეს კი ზიანი არ ადგება
პარაზიტიზმიორი სახეობის სიმბიოზური ურთიერთობა, რომელშიც ერთი სახეობა სარგებელს იღებს, მეორე კი ზიანდება

ეკოლოგიური ურთიერთქმედებები

განსაზღვრულ არეალში ერთად მობინადრე ყველა განსხვავებული სახეობის პოპულაციები ეკოლოგიურ თანასაზოგადოებას ქმნიან.
თანასაზოგადოების ეკოლოგები შეისწავლიან იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეს განსხვავებული სახეობები ერთმანეთთან თანასაზოგადოებაში. ორი ან მეტი სახეობის ურთიერთქმედებას სახეობათაშორისი ურთიერთქმედება ეწოდება.
სახეობათაშორისი ურთიერთქმედებების სხვადასხვა სახეს განსხვავებული ეფექტები აქვს მათ წევრებზე. ეს ეფექტები შეიძლება იყოს დადებითი (+), უარყოფითი (-) ან ნეიტრალური (0).

კონკურენცია

სახეობათაშორისი კონკურენციის დროს ორი განსხვავებული სახეობის წევრები ერთსა და იმავე შეზღუდულ რესურსების იყენებენ და, შესაბამისად, ერთმანეთს კონკურენციას უწევენ მათთვის. კონკურენციას უაროფითი გავლენა აქვს ორივე სახეობაზე (-/- ურთიერთქმედება), რადგან თითოეული სახეობა უფრო კარგად გადარჩებოდა და გამრავლდებოდა, მეორე რომ არ არსებულიყო.
სახეობები კონკურირებენ, როდესაც მათ ურთიერთგადამფარავი ნიშები აქვთ, ანუ ურთიერთგადამფარავი ეკოლიგიური როლები და საჭიროებები გადარჩენისა და გამრავლებისთვის.

მტაცებლობა

ფოტო ლეოპარდისა, რომელიც ბუშბოკს კლავს
მტაცებლობის მომენტი. სურათის წყარო: ვიკიმედია CC BY-SA 3,0
მტაცებლობის დროს ერთ-ერთი სახეობის წევრი (მტაცებელი) ჭამს სხვა ორგანიზმის (მსხვერპლის) სხეულის ნაწილს ან მთლიან სხეულს (იქნება ეს ცოცხალი ორგანიზმი თუ უკვე მკვდარი). ამგვარი ურთიერთქმედება სასარგებლოა მტაცებლისთვის, თუმცა საზიანოა მსხვერპლისთვის (+/- ურთიერთქმედება). მტაცებლობაში შეიძლება ჩართული იყოს ცხოველთა ორი სახეობა, თუმცა აგრეთვე შეიძლება, საქმე გვქონდეს ცხოველთან ან მწერთან, რომელიც მოიხმარს მცენარის ნაწილს. ეს უკანასკნელი არის მტაცებლობის სახე, რომელსაც ბალახისმჭამელობას ვუწოდებთ.

სიმბიოზი

სიმბიოზი ზოგადი სახელია ისეთი სახეობათაშორისი ურთიერთქმედებებისა, რომელშიც ორი სახეობა ერთად ცხოვრობს ხანგრძლივ, ახლო ურთიერთობაში.
მუტუალიზმის დროს ორ სახეობას ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს, რომელიც ორივე მათგანისთვის სასარგებლოა (+/+ ურთიერთქმედება).
მუტუალიზმის მაგალითი: შოშიები სარგებელს იღებენ ტკიპების ჭამით, კამეჩი კი სარგებლობს იმით, რომ ტკიპებისგან გამოწვეული ქავილი ოდნავ მცირდება.
მუტუალისტიკური ურთიერთობა შოშიასა და კამეჩს შორის. შოშიები კამეჩის კანზე არსებულ ტკიპებს ჭამენ, რაც მათ საკვების წყაროთი უზრუნველყოფს, ამავდროულად კი პარაზიტებისგან ათავისუფლებს კამეჩს. სურათის წყაროა ვიკიმედია, CC BY 4,0.
კომენსალიზმის დროს ორ სახეობას ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს, რომელიც ერთ-ერთი მათგანისთვის სასარგებლოა, მეორისთვის კი არავითარი სარგებელი თუ ზიანი არ მოაქვს (+/0 ურთიერთქმედება).
პარაზიტიზმის დროს ორ სახეობას აქვს ახლო, ხანგრძლივი ურთიერთობა, რომელიც ერთ-ერთი მხარისთვის, პარაზიტისთვის, სასარგებლოა, მეორისთვის კი, მასპინძელისთვის, საზიანო (+/- ურთიერთქმედება).

ეკოლოგიური ურთიერთქმედებების შეჯამება

სახეობათაშორისი ურთიერთქმედებაეფექტი I სახეობაზეეფექტი II სახეობაზე
კონკურენცია--
მტაცებლობა/ბალახისმჭამელობა+-
მუტუალიზმი++
კომენსალიზმი+0
პარაზიტიზმი+-

პოპულაციის რეგულაცია

სახეობის პოპულაციის მაქსიმალური რიცხოვნობა, რომლის უზრუნველყოფაც შეუძლია გარემოს, არის დასაშვები სიმჭიდროვე.
ზოგადად, ნებისმიერი რესურსი, რომელიც მნიშვნელოვანია სახეობის გადარჩენისთვის, პოტენციურად შემზღუდველია. მცენარეებისთვის ასეთი საკვანძო რესურსებია წყალი, მზის სინათლე, საკვები ნივთიერებები და გასაზრდელად საჭირო სივრცე. ცხოველებისთვის მნიშვნელოვან რესურსებს შორისაა საკვები, წყალი, თავშესაფარი და ბინადრობის ადგილი.
ამ რესურსების შეზღუდული რაოდეობა კონკურენციას იწვევს. რესურსებისთვის კონკურენციამ შესაძლოა, არ იქონიოს გავლენა იმ პოპულაციებზე, რომლებიც თავიანთი დასაშვები სიმჭიდროვისგან ჯერ კიდევ შორს არიან, რადგან ასეთ დროს რესურსები საკმარისადაა და ყველა ინდივიდს შეუძლია, მიიღოს ის, რაც სჭირდება. მიუხედავად ამისა, პოპულაციის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად კონკურენციაც იზრდება.
სელაპების დასაშვები სიმჭიდროვე. სურათი ოპენსტაქსიდან, CC BY 4,0.
ზემოთ მოცემულ გრაფიკზე ნაჩვენებია სელაპების პოპულაციის დასაშვები სიმჭიდროვე. ხშირად პოპულაციის რიცხოვნობის მრუდი შეიძლება ცოტათი გადაიხაროს, როდესაც იგი დასაშვებ სიმჭიდროვეს მიაღწევს (ქვემოთ ჩამოვიდეს ან ასცდეს მას). დასაშვები სიმჭიდროვის გარშემო მუდმივი რხევა იმაზე ხშირია რეალურ პოპულაციებში, ვიდრე იდეალურად სწორი ხაზის წარმოქმნა.

დაიმახსოვრეთ

  • ყოველდღიურ ცხოვრებაში ტერმინ „სიმბიოზს“ ზოგჯერ ვიყენებთ ისეთი ურთიერთობის დასახასიათებლად, რომელშიც ორივე მხარე სარგებელს იღებს. მიუხედავად ამისა, ეკოლოგიაში სიმბიოზი უფრო ვრცელი კონცეფციაა და მოიცავს ახლო, ხანგრძლივ ურთიერთობებს, რომლებშიც მისი წევრების მრავალი სხვადასხვა დადებითი თუ უარყოფითი ეფექტი მოიაზრება.
  • სიმბიოზური ურთიერთობები ყოველთვის ცხადად გამოკვეთილი არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი მოჩვენებითი კომენსალიზმი სინამდვილეში ცოტათი მუტუალისტური ან ცოტათი პარაზიტულია, როდესაც მათ უფრო ახლოს ვაკვირდებით.
    მაგალითად, ბიოლოგები პოულობენ უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმში მობინადრე მიკრობები საკვანძო როლს ასრულებენ ჩვენს ჯანმრთელობაში, ჩვენ კი ძველად გვეგონა, რომ მიკრობებს არავითარი სარგებელი არ მოჰქონდათ ადამიანებისთვის!
  • მართალია, პარაზიტიზმსაც და მტაცებლობასაც +/- ეფექტი აქვთ, მაგრამ ისინი ერთი და იგივე არ არის. მტაცებლობის (ან ბალახისმჭამელობის) დროს მტაცებელი მსხვერპლს მოიხმარს. პარაზიტიზმი მტაცებლობისგან იმით განსხვავდება, რომ უარყოფითი ზემოქმედების ქვეშ მყოფ სახეობას არავინ არ ჭამს ან კლავს ერთბაშად. გარდა ამისა, პარაზიტები, როგორც წესი, მასპინძელ ორგანიზმებზე მცირე ზომისანი არიან.
    მიუხედავად ამისა, ზუსტად ისე, როგორც სიმბიოზურ ურთიერთობებში, პარაზიტიზმსა და მტაცებლობას შორის არსებული ზღვარიც ბუნდოვანია. ორგანიზმები ზოგჯერ ამ ორს შორის გარდამავალ მდგომარეობაში არიან.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.