ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
გენიალოგიური ხის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
გენეალოგიური ხე | სქემა, რომელზეც წარმოდგენილია რაიმე ნიშან-თვისების გამოვლენა ოჯახში, რამდენიმე თაობაში |
გენოტიპი | ორგანიზმის გენების ერთობლიობა (მაგ. TT) |
ფენოტიპი | გარეგნულად გამოვლენილი ნიშან-თვისებების ერთობლიობა (მაგ. მაღალი ინდივიდი) |
დომინანტური ალელი | ალელი, რომელიც თრგუნავს მეორე ალელს და მხოლოდ თავად ვლინდება |
რეცესიული ალელი | ალელი, რომელიც მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ დომინანტური ალელი არ არსებობს |
ავტოსომური ნიშან-თვისება | ნიშან-თვისება, რომლის გენიც ავტოსომაზე (არასასქესო) ქრომოსომაზე მდებარეობს |
სქესთან შეჭიდული ნიშან-თვისება | ნიშან-თვისება, რომელიც ორიდან რომელიმე სასქესო ქრომოსომაზე მდებარეობს |
ჰომოზიგოტი | რომელიმე გენის ორი ერთნაირი ალელის მქონე ინდივიდი |
ჰეტეროზიგოტი | რომელიმე გენის ორი სხვადასხვა ალელის მქონე ინდივიდი |
გენეალოგიური ხე
გენეალოგიური ხე გამოიყენება რომელიმე ნიშან-თვისების დამემკვიდრების გამოსაკვლევად ოჯახის თაობებში. ამ სქემებზე ასახულია თითოეულ ინდივიდში საკვლევი ნიშან-თვისების გამოვლენა/არ გამოვლენა, ისევე, როგორც ურთიერთდამოკიდებულება ოჯახის წევრებს, მშობლებს, შთამომავლებსა და დედმამიშვილებს შორის.
გენეალოგიური ხის წაკითხვა
გენეალოგიურ ხეებზე ოჯახის წევრები და მათი კავშირი სტანდარტული სიმბოლოებით აღინიშნება.
გენეალოგიური ხის გაანალიზებით შეგვიძლია, დავადგინოთ გენოტიპები, ფენოტიპები და ვიწინასწარმეტყველოთ, როგორ გადაეცემა ნიშან-თვისება მომავალ თაობებს. ამ სქემიდან მიღებული ინფორმაციით ადგენენ, როგორ დამემკვიდრდება ალელები: დომინანტურია ისინი, რეცესიული, ავტოსომური თუ სქესთან შეჭიდული.
გენეალოგიური ხის წასაკითხად:
- განსაზღვრეთ, ნიშან-თვისება დომინანტურია თუ რეცესიული. თუ ნიშან-თვისება დომინანტურია, მშობლებიდან ერთ-ერთს *აუცილებლად უნდა ჰქონდეს იგი. დომინანტური ნიშან-თვისებები თაობებს არ ტოვებენ, ანუ ყველა თაობაში ვლინდებიან. თუ ნიშან-თვისება რეცესიულია, არაა აუცილებელი, რომელიმე მშობელს ჰქონდეს იგი, რადგან შეიძლება მშობელი ჰეტეროზიგოტი იყოს და არ უვლინდებოდეს.
- განსაზღვრეთ, სქემის მიხედვით, ნიშან-თვისება ავტოსომურია თუ სქესთან შეჭიდული (უფრო ხშირად X-შეჭიდული). მაგალითად, X-შეჭიდული, რეცესიული ნიშან-თვისებები მამრ ინდივიდებში ბევრად უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე მდედრებში. ავტოსომური დამემკვიდრების შემთხვევაში, მამრებისა და მდედრებიც ერთნაირი ალბათობით (და ხშირად ერთნაირი სიხშრით) ვლინდება ნიშან-თვისება.
მაგალითი: ავტოსომურ-დომინანტური ნიშან-თვისება
დიაგრამაზე ჩანს, როგორ მემკვიდრეობს ჭორფლიანობა ოჯახში. ჭორფლის ალელი (F) დომინანტობს უჭორფლობის განმსაზღვრელ ალელზე (f).
გენეალოგიური ხის დასაწყისში არის ბებია (ინდივიდი I-2), რომელსაც ჭორფლები აქვს. მისი სამი შვილიდან ორი ასევე ჭორფლიანია (ინდივიდები II-3 და II-5) და ჭორფლები აქვს სამ შვილიშვილსაც (ინდივიდები III-3, III-4 და III-5).
მაგალითი: X-შეჭიდული რეცესიული ნიშან-თვისება
დიაგრამაზე ასახულია ფერების მიმართ სიბრმავის დამემკვიდრება ოჯახში. დალტონიზმი რეცესიული და X-შეჭიდული ნიშან-თვისებაა left parenthesis, start text, X, end text, start superscript, b, end superscript, right parenthesis. ნორმალური მხედველობის ალელი დომინანტურია და ასე აღინიშნება: start text, X, end text, start superscript, B, end superscript.
I თაობაში არცერთ მშობელს არ აქვს ეს ნიშან-თვისება, მაგრამ შვილებიდან ერთს (II-3) უვლინდება იგი. რადგანაც ჯანმრთელ მშობლებს დარღვევის მქონე შვილი ეყოლათ, ვასკვნით, რომ ნიშან-თვისება რეცესიულია. ამასთანავე, ფერთა მიმართ სიბრმავე უფრო ხშირად მამაკაცებში გვხვდება, ვიდრე ქალებში (ამ შემთხვევაში მხოლოდ მამაკაცებში), რაც მიგვანიშნებს, რომ იგი, შესაძლოა X-შეჭიდული, რეცესიული იყოს.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- ნიშან-თვისების გამოვლენა ოჯახის მრავალ წევრში სულაც არ ნიშნავს, რომ იგი დომინანტურია. ტერმინები დომინანტური და რეცესიული აღნიშნავს ნიშან-თვისებების გამოვლენის თავისებურებას და არა სიხშირეს. იშვიათად მაგრამ მაინც, რეცესიული ნიშან-თვისება შეიძლება, ოჯახის ყველა თაობაში გამოვლინდეს.
- შესაძლოა, ყოველთვის ვერ დაადგინოთ ინდივიდის გენოტიპი გენეალოგიური ხის მიხედვით. ზოგჯერ ინდივიდი ჰეტეროზიგოტი ან ჰომოზიგოტი დომინანტია ნიშან-თვისების მიმართ. ხშირად ამ ინდივიდის კავშირები მშობლებთან, დედმამიშვილებთან და შთამომავლობასთან გვეხმარება, დავადგინოთ ზუსტი გენოტიპი. მაგრამ ეს ინფორმაცია ხანდახან საკმარისი არ არის, რადგან გენეალოგიურ ხეზე ნიშან-თვისების მატარებელი ყველა ინდივიდი შეიძლება არ იყოს აღნიშნული.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.