If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

არამენდელისეული დამემკვიდრების მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
არასრული დომინანტობადამემკვიდრების ტიპი, რომელშიც ერთი ალელი მეორეზე სრულად არ დომინანტობს
კოდომინანტობადამემკვიდრების ტიპი, რომელშიც ჰეტეროზიგოტში ორივე ალელი ერთდროულად ექსპრესირდება
მრავლობითი ალელიზმიფენომენი, რომლის დროსაც გენს ორზე მეტი ალელი აქვს
პლეიოტროპიაფენომენი, რომლის დროსაც ერთი გენი მრავალ ნიშან-თვისებას განსაზღვრავს
ლეტალური ალელიალელი, რომელიც ინდივიდის დაღუპვას იწვევს
პოლიგენური ნიშან-თვისებანიშან-თვისება, რომელსაც ერთზე მეტი გენი განსაზღვრავს

ცალკეულ გენებთან დაკავშირებული განსხვავებები

მენდელის კანონების ზოგი ნაირსახეობა ცალკეულ გენებს უკავშირდება.
  • არასრული დომინანტობა. ზოგჯერ ორგანიზმში ორი სხვადასხვა ალელის არსებობისას მხოლოდ ერთი კი არა, ორივე გამოვლინდება გარეგნულად და მათ შორის შუალედური ფენოტიპი მიიღება.
    C, start superscript, W, end superscript, C, start superscript, W, end superscript (წითელი) და C, start superscript, R, end superscript, C, start superscript, R, end superscript (თეთრი) დევისპირების შეჯვარების ამსახველი დიაგრამა. F1 თაობის მცენარეები ვარდისფერია და C, start superscript, R, end superscript, C, start superscript, W, end superscript გენოტიპი აქვთ.
ამის მაგალითი მცენარე დევისპირაა. ჰომოზიგოტი, თეთრყვავილებიანი მცენარის (C, start superscript, W, end superscript, C, start superscript, W, end superscript) შეჯვარებისას ჰომოზიგოტ, წითელყვავილებიან მცენარესთან (C, start superscript, R, end superscript, C, start superscript, R, end superscript) ვარდისფერყვავილებიანი შთამომავლობა მიიღება (C, start superscript, R, end superscript, C, start superscript, W, end superscript).
  • კოდომინანტობა. ორგანიზმში არსებული ორი სხვადასხვა ალელი შეიძლება, ერთდროულად და სრულიად გამოვლინდეს, ნაცვლად მხოლოდ ერთის ან ორივეს შუალედური ფენოტიპის გამოვლენისა.
ერმინეტის (შავ-თეთრი) ჯიშის ქათმები კოდომინანტობის წყალობით მიიღება.
კოდომინანტობა ერმინეტის ჯიშის ქათმებში სურათი ვიკიმედიიდან, CC BY 2,0.
ქათმის ზოგ ჯიშში შავი ბუმბულების განმსაზღვრელი გენი კოდომინანტობს თეთრი ბუმბულების გენთან. შავი და თეთრი ქათმების შეჯვარებისას შავ-თეთრი შთამომავლობა მიიღება.
  • მრავლობითი ალელიზმი. მენდელმა ბარდის გენების მხოლოდ ორი ალელი შეისწავლა, მაგრამ სინამდვილეში პოპულაციებში ხშირად ცალკეული გენები მრავალი სხვადასხვა ალელითაა წარმოდგენილი.
    ფერის განმსაზღვრელი C გენის ალელთა სერიები.
    • C, C გენოტიპის მქონე ბოცვერს შავი ბეწვი აქვს.
    • c, start superscript, c, h, end superscriptc, start superscript, c, h, end superscript ბოცვრის შეფერილობას შინშილა ეწოდება (მორუხო ბეწვი).
    • c, start superscript, h, end superscript, c, start superscript, h, end superscript ბოცვერს ჰიმალაიური შეფერილობა აქვს: თეთრი სხეული და მუქი ყურები, დრუნჩი, თათები და კუდი.
    • c, c ბოცვერი ალბინოსია და სრულიად თეთრი ბეწვი აქვს.
    სურათის წყარო ოპენსტაქსი, CC BY 3,0
    ამის მაგალითია ბეწვის ფერის განმსაზღვრელი გენი ბოცვრებში (C გენი), რომელსაც ოთხი გავრცელებული ალელი აქვს: C, c, start superscript, c, h, end superscript, c, start superscript, h, end superscript და c.
  • პლეიოტროპიზმი. ზოგი გენი არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე სხვადასხვა ნიშან-თვისებაზე ახდენს გავლენას.
    პლეიოტროპიის მარტივი სქემატური ილუსტრაცია.
    პლეიოტროპიის დროს ერთი გენი მრავალ ნიშან-თვისებაზე ახდენს გავლენას (ნიშან-თვისება 1, 2 და 3).
    სათაური: ერთი გენი მრავალ ნიშან-თვისებაზე ახდენს გავლენას.
    დაფუძნებულია მსგავს დიაგრამაზე ინგრიდ ლობოს ავტორობითstart superscript, 1, end superscript.
ამის მაგალითია მარფანის სინდრომი, რომელიც რამდენიმე სიმპტომით ვლინდება (საშუალოზე მეტი სიმაღლე, გრძელი თითები, თვალის ბროლის გადანაცვლება და გულის პრობლემები). ეს სიმპტომები, თითქოსდა, პირდაპირ არაა დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თითოეულის მიზეზი ერთი გენის მუტაციაა.
  • ლეტალური ალელები. ზოგ გენს აქვს ალელები, რომლებიც ჰომოზიგოტურ ან ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში არსებობისას ორგანიზმის დაღუპვას იწვევენ.
    შეაჯვარეს A, start superscript, Y, end superscript, A გენოტიპის მქონე ორი ყვითელი თაგვი. ამ შეჯვარების პენეტის ცხრილი შემდეგნაირია:
    A, start superscript, Y, end superscriptA
    A, start superscript, Y, end superscriptA, start superscript, Y, end superscriptA, start superscript, Y, end superscript (ემბრიონი კვდება)A, start superscript, Y, end superscriptA (ყვითელი)
    AA, start superscript, Y, end superscriptA (ყვითელი)AA (აგუტი/ყავისფერი)
    ცოცხლად დაბადებულ თაგვებში ყვითელი:ყავისფერი ბეწვის შეფარდებაა 2:1.
    ამის კლასიკური მაგალითია ლეტალური ყვითელი ალელი, სპონტანური მუტაცია თაგვებში, რომელიც ბეწვის ყვითლად შეფერვას იწვევს. ჰომოზიგოტი თაგვები (A, start superscript, Y, end superscript, A, start superscript, Y, end superscript) განვითარების ადრეულ პერიოდშივე იღუპებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ალელი დომინანტურია, ლეტალური ალელი შეიძლება, დომინანტური ან რეცესიული იყოს და ჰომოზიგოტურ ან ჰეტეროზიგოტურ ორგანიზმში გამოვლინდეს.

პოლიგენური მემკვიდრეობითობა და გარემოს ეფექტები

ყოველდღიურ ცხოვრებაში შეხვედრილი ბევრი ნიშან-თვისება, როგორიცაა სიმაღლე, კანისა და თვალის ფერი, დაავადებების განვითარების რისკი, ერთდროულად მრავალი ფაქტორის მიერ განისაზღვრება. ეს ფაქტორები შეიძლება, იყოს გენეტიკური, გარემოზე დამოკიდებული ან ორივე.
  • პოლიგენური მემკვიდრეობა. ზოგი ნიშან-თვისება პოლიგენურია, ანუ მათ ერთდროულად რამდენიმე გენი განსაზღვრავს. პოლიგენურ მემკვიდრეობაში ფენოტიპების მთელი სპექტრი იქმნება, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ვარიანტი გამოვლინდეს.
    ადამიანის კანის ფერის ცხრილი, რომელზეც პიგმენტაციის სპექტრია წარმოდგენილი
    ადამიანის კანის ფერის ცხრილი. სუართის წყარო Wikimedia, CC BY-SA 4,0
ამის მაგალითია კანის პიგმენტაცია ადამიანებში, რასაც რამდენიმე სხვადასხვა გენი აკონტროლებს.
  • გარემოს ეფექტები. სინამდვილეში ნიშან-თვისებათა უდიდესი ნაწილი არა მხოლოდ გენოტიპით, არამედ გარემოს ფაქტორებითაც განისაზღვრება. ეს ფაქტორები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ გამოვლინდება გენოტიპი ფენოტიპად.
    ცისფერი და ვარდისფერი ჰორტენზიები
    ცისფერი და ვარდისფერი ჰორტენზიების განვითარება ნიადაგის pH-ის სხვაობის გამო. სურათის ავტორი ლინ გრეილინგი, საჯარო დომენი
ამის მაგალითია მცენარე ჰორტენზია. ერთნაირი გენოტიპის მქონე ჰორტენზიების ყვავილები შეიძლება ცისფერი ან ვარდისფერი იყოს, ნიადაგის pH-ის მიხედვით.

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • ზოგჯერ პლეიოტროპია და პოლიგენური დამემკვიდრება ერთმანეთში ერევათ.განსხვავება ამ ორს შორის ისაა, რომ პლეიოტროპიის დროს ერთი გენი განსაზღვრავს რამდენიმე ნიშან-თვისებას (მაგ. მარფანის სინდრომი), ხოლო პოლიგენური დამემკვიდრება ნიშნავს, რომ ერთ ნიშან-თვისებას განსაზღვრავს რამდენიმე გენი (მაგ. კანის პიგმენტაციას).
  • კოდომინანტობა და არასრული დომინანტობა სხვადასხვა ცნებებია. კოდომინანტობის დროს არცერთი ალელი არ დომინანტობს მეორეზე, შესაბამისად ორივე თანაბრად ვლინდება ჰეტეროზიგოტში. არასრული დომინანტობის დროს შუალედური ჰეტეროზიგოტი მიიღება (მაგ. ვარდისფერი ყვავილი, როცა მშობლების ფენოტიპებია წითელი და თეთრი).