ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 2
გაკვეთილი 5: პროკარიოტები და ეუკარიოტებიპროკარიოტები და ეუკარიოტები
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
ენდოსიმბიოზური თეორია | თეორია, რომლის მიხედვითაც ეუკარიოტული უჯრედები პროკარიოტულ უჯრედებს შორის არსებული სიმბიოზური ურთიერთკავშირების შედეგად წარმოიქმნა |
რით განსხვავდებიან პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედები?
პროკარიოტები | ეუკარიოტები | ||
---|---|---|---|
გენეტიკური ინფორმაცია | დნმ წრიულია, როგორც წესი, ციტოპლაზმაში თავისუფლად მოტივტივე | დნმ ხაზოვანია, მოთავსებულია ბირთვში | |
ორგანელები | არ აქვს ბირთვი და მემბრანით შემოსაზღვრული ორგანელები | აქვს ბირთვის და მემბრანით შემოსაზღვრული ორგანელები (მაგ.: მიტოქონდრიები, ქლოროპლასტები, გოლჯის აპარატი, ენდოპლაზმური ბადე) | |
ზომა | პატარა (1-5 მიკრომეტრი) | უფრო დიდი (10-100 მიკრომეტრი) | |
ორგანიზმები | ბაქტერიები/არქეები | ცხოველები, მცენარეები, სოკოები, პროტისტები | |
უჯრედის სტრუქტურა | ყოველთვის ერთუჯრედიანია | ერთუჯრედიანიცაა და მრავალუჯრედიანიც |
რა არის ენდისიმბიოზური თეორია?
ერთ-ერთი თეორია, რომელიც ხსნის, თუ როგორ გახდნენ ეუკარიოტები ესოდენ კომპლექსურები, არის ენდოსიმბიოზური თეორია.
ეს თეორია გვთავაზობს, რომ ორგანელები, მაგალითად, მიტოქონდრიები და ქლოროპლასტები, ოდესღაც თავისუფლად მცხოვრები პროკარიოტული უჯრედები იყვნენ, რომლებმაც მოგვიანებით უფრო დიდ მასპინძელ უჯრედში დაიწყეს ცხოვრება. დიდი ხნის შემდეგ პროკარიოტებმა და მათმა მასპინძელმა უჯრედებმა ერთად განიცადეს ევოლუცია იმდენად, რომ ერთს აღარ შეეძლო მეორის გარეშე არსებობა.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- ეუკარიოტი შეიძლება ერთუჯრედიანიც იყოს. ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ ყველა ეუკარიოტი მრავალუჯრედიანია, მაგრამ ეს ასე არ არის. მართალია, პროკარიოტები ყოველთვის ერთუჯრედიანი ორგანიზმები არიან, მაგრამ ეუკარიოტთა რიგებში ერთუჯრედიანი ორგანიზმებიც არიან და მრავალუჯრედიანებიც. მაგალითად, პროტისტების უმეტესობა ერთუჯრედიანი ეუკარიოტია!
- მართალია, პროკარიოტებს ბირთვი არ აქვთ, მაგრამ ისინი მაინც შეიცავენ გენეტიკურ ინფორმაციას. პროკარიოტებს, ზოგადად, წრიული ქრომოსომები აქვთ, სადაც ისინი გენეტიკურ ინფორმაციას ინახავენ.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.