If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 2: უჯრედები

800 შესაძლო დახელოვნების ქულა

ამ თემის შესახებ

თქვენ, ჩემო მეგობარი, უჯრედებისგან შედგებით. უამრავი უჯრედისგან. გაიგეთ მეტი პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების, მათი შემადგენელი რთული და მშვენიერი სტრუქტურების შესახებ!
დაიწყე შენი უჯრედული მოგზაურობა სწორად: ისტორიითა და მიკროსკოპიით! აქ, ჩვენ ვისწავლით მეტს იმაზე თუ როგორ აღმოაჩინეს უჯრედები, როგორ შეიძლება მათზე დაკვირვება და რამხელები არიან ისინი სხვა ძალიან პატარა რაღაცეებთან შედარებით.
სტატიაში გავეცნობით იმ რთულ და გასაოცარ სტრუქტურებს, რომლებიც ყველა სახის უჯრედში გვხვდება, მცენარეული იქნება ის, ადამიანისა თუ ბაქტერიის.
გაიგე მეტი გასაოცარი და მრავალმხრივი ბარიერის შესახებ, რომელიც შენს უჯრედებს აკრავს გარს: უჯრედის მემბრანა!
შემოგვიერთდით უჯრედის სპეციალიზირებულ განყოფილებებსა და სტრუქტურებს შორის მოგზაურობაში. ენდოპლაზმური ბადის ნაკეცებიდან დავიწყებთ ციტოჩონჩხის მიკრომილაკების საოცარი ბოჭკოებით დავასრულებთ, ამ მოგზაურობას ნამდვილად არ ინანებთ!

ივარჯიშეთ

რით განსხვავდებით თქვენ ბაქტერიისგან? საკმაოდ ბევრი რამით! უჯრედულ დონეზე მნიშვნელოვანი განსხვავებებია უჯრედის ბირთვი და მემბრანით შემოსაზღვრული ორგანელები, რომლებიც თქვენ გაქვთ (და ბაქტერიას - არა). ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ განსხვავებებს პროკარიოტებსა და ეუკარიოტებს შორის.
რა განსხვავებაა თქვენსა და ხეს შორის? უჯრედულ დონეზე ერთმანეთს საკმაოდ ბევრი რამით ემსგავსებით, მათ შორის ბირთვითა და მემბრანით შემოსაზღვრული ორგანელებით. ამ გაკვეთილში დეტალურად განვიხილავთ მსგავსებებსა და განსხვავებებს მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს შორის.
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 800 ქულა!
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation