If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მცენარეული და ცხოველური უჯრედების მიმოხილვა

რით განსხვავდებიან მცენარეული და ცხოველური უჯრედები?

მცენარეული და ცხოველური უჯრედები ეუკარიოტულებია, ამიტომ ისინი მემბრანით შემოსაზღვრულ ისეთ ორგანელებს შეიცავენ, როგორებიცაა ბირთვი და მიტოქონდრიები.
მიუხედავად ამისა, მცენარეული და ცხოველური უჯრედები ზუსტად ერთნაირად არ გამოიყურებიან და არც ყველა ორგანელა აქვთ ერთნაირი, რადგან თითოეულს განსხვავებული საჭიროებები აქვს. მაგალითად, მცენარეული უჯრედები შეიცავენ ქლოროპლასტებს, რადგან მათ ფოტოსინთეზის წარმოება სჭირდებათ, ცხოველურ უჯრედებს კი ისინი არ გააჩნიათ.
ტიპური ცხოველური უჯრედის დიაგრამა:
ცხოველური უჯრედის დიაგრამა, რომელზეც ნაწილები მონიშნულია.
მოდიფიცირებული სურათის წყაროა OpenStax Biology.
ტიპური მცენარეული უჯრედის დიაგრამა:
მცენარეული უჯრედის დიაგრამა, რომელზეც ნაწილები მონიშნულია.
მოდიფიცირებული სურათის წყაროა OpenStax Biology.
  • მიტოქონდრიები ცხოველურ უჯრედებსაც აქვთ და მცენარეულებსაც, მაგრამ ქლოროპლასტები მხოლოდ მცენარეულ უჯრედებში გვხვდება. მცენარეები შაქარს საკვების მიღებით არ მოიპოვებენ, ისინი მზის სინათლის მეშვეობით წარმოქნიან მას. ეს პროცესი (ფოტოსინთეზი) ქლოროპლასტში მიმდინარეობს. შაქარი წარმოქმნის შემდეგ მიტოქონდრიების მიერ იშლება და უჯრედისთვის საჭირო ენერგიად გარდაიქმნება. ვინაიდან ცხოველები შაქარს საჭმლიდან იღებენ, მათ ქლოროპლასტები არ სჭირდებათ: მხოლოდ მიტოქონდრიები.
  • ვაკუოლები მცენარეულ უჯრედებსაც აქვთ და ცხოველურებსაც. მცენარეული უჯრედი შეიცავს ერთ დიდ ვაკუოლს, რომელიც შესანახად გამოიყენება და უჯრედის ფორმის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამის საპირისპიროდ, ცხოველურ უჯრედებს მრავალი პატარა ვაკუოლი აქვთ.
  • მცენარეულ უჯრედებს უჯრედის კედელიც აქვთ და პლაზმური მემბრანაც. მცენარეებში უჯრედის კედელი პლაზმურ მემბრანას გარს არტყია. ამის მეშვეობით მცენარეული უჯრედი მისთვის დამახასიათებელ მართკუთხა ფორმას იღებს. ცხოველურ უჯრედებს მხოლოდ პლაზმური მემბრანა აქვთ, უჯრედის კედელი კი — არა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.