If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

უჯრედების შესავლის მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
უჯრედისიცოცხლის უმცირესი ერთეული
მიკროსკოპიინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ძალიან პატარა, შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი ობიექტების გასადიდებლად
უჯრედული თეორიაუჯრედებსა და ყველა ცოცხალი ორგანიზმს შორის არსებული ურთიერთკავშირის ახსნა

უჯრედის აღმოჩენა და უჯრედული თეორია

დრომოვლენა
ადრეული 1600-იანებიადრეული მიკროსკოპის გამოყენებით რობერტ ჰუკმა მკვდარი უჯრედები აღმოაჩინა.
გვიანი 1600-იანებიანტონ ვან ლევენჰუკმა შექმნა უფრო ძლიერი მიკროსკოპი, რომელმაც მას ცოცხალი უჯრედების, მაგალითად, ბაქტერიების, დანახვის საშუალება მისცა.
ადრეული 1800-იანებიმათიას შლაიდენი და თეოდორ შვანი ასკვნიან, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება და რომ ეს უჯრედები სხვა უჯრედებისგან წარმოიქმნებიან.
შუა 1800-იანებირუდოლფ ვირხოვი ადასტურებს, რომ ყველა უჯრედი მანამდე არსებული უჯრედისგან წარმოიშვება (არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს იდეა მან პოლონელ მეცნიერ რობერტ რემაკს მოპარა).
ამ მოვლენებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე უჯრედულ თეორიას, რომელიც ამბობს, რომ:
  1. ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთი ან მეტი უჯრედისგან შედეგება.
  2. უჯრედი სიცოცხლის საბაზისო ერთეულია.
  3. ახალი უჯრედები მანამდე არსებული უჯრედებისგან წარმოიქმნებიან.

სინათლის მიკროსკოპისა და ელექტრონული მიკროსკოპის შედარება

სინათლის მიკროსკოპიელექტრონული მიკროსკოპი
იყენებს ხილულ სინათლესიყენებს ელექტრონების სხივს
უფრო დაბალი რეზოლუცია და გადიდების უნარიუფრო მაღალი რეზოლუცია და გადიდების უნარი
უჯრედები შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი, ისე მკვდარიუჯრედები აუცილებლად მკვდარი უნდა იყოს
იაფი, შედარებით მცირე ზომისძვირი, ძალიან დიდი ზომის

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • ყველა უჯრედი ერთნაირი არ არის. მართალია, უჯრედები სიცოცხლის საბაზისო ერთეულებია, მაგრამ მრავალუჯრედიანი ორგანიზმი მრავალი სხვადასხვა ტიპის უჯრედისგან შედგება. ზოგიერთ უჯრედს სპეციალიზებული სამუშაო აქვს, რომელიც მათ ერთმანეთთან მოქმედებისა და ორგანიზმის ბიოლოგიური ფუნქციების წარმოების საშუალებას აძლევს. ყველა უჯრედი ერთი ფორმისა თუ ზომის არ არის. მაგალითად, სპერმატოზოიდის უჯრედი გაცილებით უფრო პატარაა, ვიდრე, ვთქვათ, კუნთის უჯრედი.
  • უჯრედები ყველაზე პატარა ცოცხალი ერთეულებია, მაგრამ ისინი ყველაზე პატარა ერთეულები არ არის. უჯრედები საკმარისად პატარაა საიმისოდ, რომ მათ დასანახავად მიკროსკოპები დაგვჭირდეს, თუმცა ისინი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ზოგიერთი სხვა ნივთიერება, რომლებიც უკვე განვიხილეთ. მეტიც, უჯრედები მრავალი ატომისგან შედგებიან, ამიტომ ისინი მაკრომოლეკულებსა და ვირუსებზე გაცილებით უფრო დიდი ზომისანი არიან!
  • ყველა მიკროსკოპი მარტოოდენ გამადიდებელი მინა როდია! გამადიდებელი მინები (ლუპები) მარტივ მიკროსკოპებად მიიჩნევა, რადგან მათ მხოლოდ ერთი ლინზა აქვთ. მიუხედავად ამისა, უფრო კომპლექსური მიკროსკოპებიც არსებობს. მიკროსკოპებს, რომლებსაც რამდენიმე ლინზა აქვთ, რთული მიკროსკოპები ეწოდება, და მათ სინათლის გარდატეხა შეუძლიათ, რისი მეშვეობითაც მიიღება უფრო გადიდებული სურათი, ვიდრე გამადიდებელი მინით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.