ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 2
გაკვეთილი 4: ეუკარიოტული უჯრედის სტრუქტურებიეუკარიოტული უჯრედის სტრუქტურების მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
უჯრედი | ცოცხალი ორგანიზმების საბაზისო ერთეული |
ორგანელა | უჯრედის სპეციალიზებული სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრულ ფუნქციას ასრულებს |
ეუკარიოტებისთვის დამახასიათებელი ორგანელები
ორგანელა | ფუნქცია |
---|---|
ბირთვი | ინახავს გენეტიკურ ინფორმაციას, აკონტროლებს ყველა უჯრედულ აქტივობას |
ენდოპლაზმური ბადე (ებ) | მილაკებისა და მემბრანების ქსელი, რომელსაც მასალები გადააქვს უჯრედში და რომელიც განსაზღვრულ როლს ასრულებს ცილების მოდიფიკაციასა და ლიპიდების სინთეზში: მას ორი ნაწილი აქვს: ხორკლიანი ებ (შეიცავს რიბოსომებს) და გლუვი ებ (არ შეიცავს რიბოსომებს) |
გოლჯის აპარატი (გოლჯის კომპლექსი) | ბრტყელი მემბრანული დისკოები, რომლებიც ფუთავენ და ახარისხებენ ცილებს |
მიტოქონდრიები | უჯრედისთვის შლის შაქარს და ენერგიად გარდაქმნის მას |
ქლოროპლასტი | იყენებს სინათლის ენერგიას, რათა საკვები წარმოქმნას მცენარეული უჯრედებისთვის |
ვაკუოლი | საკვების, წყლისა და ნარჩენების შესანახი უბანი; დიდი ცენტრალური ვაკუოლი ხელს უწყობს მცენარეული უჯრედების ფორმის შენარჩუნებას |
ლიზოსომა | შლის დიდ მოლეკულებს და ინელებს უჯრედის ძველ ნაწილებს |
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- მცენარეულ უჯრედებს მიტოქონდრიებიც აქვთ და ქლოროპლასტებიც. ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ მიტოქონდრიები მხოლოდ ცხოველურ უჯრედებს აქვთ, მათ ნაცვლად კი მცენარეულ უჯრედებში ქლოროპლასტებია. მიუხედავად ამისა, მცენარეებს ქლოროპლასტებიც აქვთ და მიტოქონდრიებით, რათა მოახერხონ ფოტოსინთეზი და უჯრედული სუნთქვა, შესაბამისად.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.