If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

უჯრედის ძირითადი სტრუქტურების მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
უჯრედიცოცხალი ორგანიზმების საბაზისო ერთეული
ორგანელაუჯრედის სპეციალიზებული სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრულ ფუნქციას ასრულებს

უჯრედის მთავარი ორგანელები

ორგანელაფუნქციაყველა უჯრედში გვხვდება?
უჯრედის (პლაზმური) მემბრანაეხმარება/იცავს უჯრედს; აკონტროლებს ნივთიერებების მოძრაობას უჯრედში/უჯრედიდან; გამოყოფს უჯრედს მისი გარემოსგანკი
უჯრედის კედელიმაგარი, მტკიცე სტრუქტურა, რომელიც გარს არტყია პლაზმურ მემბრანას და ეხმარება/იცავს უჯრედსარა
ციტოპლაზმასუფთა, სქელი, ჟელესმაგვარი ნივთერება პლაზმური მემბრანის შიგნით; შეიცავს სხვა ორგანელებსკი
რიბოსომებიციტოპლაზმაში მოცურავე (ან ენდოპლაზმურ ბადეზე მიბმული) მცირე სხეულები, რომლებიც ცილებს წარმოქმნიანკი
ბაქტერიული უჯრედი, რომელზეც ნაჩვენებია უჯრედის კედელი, პლაზმური მემბრანა, რიბოსომა და ციტოპლაზმა

უჯრედის სამოძრაო სტრუქტურები

ორგანელაფუნქცია
შოლტებიმათრახის/კუდის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც უჯრედს წინ წაწევაში ეხმარება
წამწამებიმოკლე, თმისმაგვარი სტრუქტურა, რომელიც გარს არტყია უჯრედს და მას მოძრაობაში ეხმარება
ფსევდოპოდიუმები (ცრუფეხები)ციტოპლაზმის გამონაზარდი პლაზმურ მემბრანაში; უჯრედს ხოხვის საშუალებას აძლევს
სურათი, რომელზეც გამოსახულია სამი ერთუჯრედიანი ორგანიზმი. ნაჩვენებია მათი წამწამები, ცრუფეხი და შოლტი.
სურათი სახეცვლილია ოპენსტაქსის კოლეჯიდან, ბიოლოგია, CC BY 4,0.

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • ყველა უჯრედი შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას. ყველა ცოცხალ ორგანიზმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც უჯედული აქტივობების ინსტრუქციებს იძლევა. ზოგი უჯრედი ამ გენეტიკურ ინფორმაციას ბირთვში ინახავს, სხვები კი სხვაგვარად ინახავენ მას.
  • უჯრედის კედელი და უჯრედის მემბრანა ერთი და იგივე არ არის. ყველა უჯრედს აქვს უჯრედის მემბრანა (იგივე პლაზმური მემბრანა), თუმცა ყველა მათგანს არ აქვს უჯრედის კედელი. უჯრედის კედელი ძალიან მტკიცეა, რის გამოც უჯრედს უფრო უჭირს მოძრაობა. ისინი მრავალი სხვადასხვა ნივთიერებით წარმოიქმნებიან, ამიტომ მცენარეული უჯრედის უჯრედის კედლები განსხვავდება ბაქტერიულ უჯრედებში არსებულებისგან.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.