If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გაკვეთილის შეჯამება: წყალი და სიცოცხლე

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
პოლარული მოლეკულანეიტრალური, ანუ უმუხტო, მოლეკულა, რომელსაც მუხტის ასიმეტრიული შიდა განაწილება აქვს, რაც წარმოშობს ნაწილობრივ დადებით და ნაწილობრივ უარყოფით რეგიონებს
კოჰეზიამოლეკულების მიერ იმავე ტიპის სხვა მოლეკულების მიზიდვა
ადჰეზიამოლეკულების მიერ განსხვავებული ტიპის სხვა მოლეკულების მიზიდვა
სიმკვრივენივთიერების მასა მოსული მოცულობის ერთეულზე
კუთრი თბოტევადობასითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა ნივთიერების ერთი გრამის ტემპერატურის ერთი გრადუსი ცელსიუსით გასაზრდელად
აორთქლების სითბოენერგიის რაოდენობა, რომელიც საჭიროა მუდმივ ტემპერატურაზე თხევადი ნივთიერების ერთი გრამის აირად გარდასაქმნელად

წყლის უნიკალური თვისებები

წყლის ერთი მოლეკულის (H2O-ს) დიაგრამა
  1. წყალი პოლარულია. წყლის მოლეკულები პოლარულია. მათ ნაწილობრივ დადებითი მუხტი აქვთ წყალბადებზე და ნაწილობრივ უარყოფითი — ჟანგბადზე, მთლიანი სტრუქტურა კი ჩაღუნულია. ასე იმიტომაა, რომ ჟანგბადი უფრო მეტად ელექტროუარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ მას წყალბადზე უკეთ შეუძლია ელექტრონების მიზიდვა.
  2. წყალი საუკეთესო გამხსნელია. წყალს აქვს უნიკალური უნარი, გახსნას მრავალი პოლარული და იონური ნივთიერება. ეს მნიშვნელოვანია ყველა ცოცხალი ორანიზმისთვის, რადგან წყალი სპეციალურ წყლის ციკლში მიძრაობს და თან მრავალი საკვები ნივთიერება მიაქვს.
  3. წყალს მაღალი კუთრი თბოტევადობა აქვს. ძალიან ბევრი ენერგიაა საჭირო იმისთვის, რომ წყლის გარკვეული რაოდენობის ტემპერატურა ერთი გრადუსით აიწიოს, ამიტომ წყალი გარემოში ტემპერატურის რეგულირებას უწყობს ხელს. მაგალითად, ამ ტემპერატურის წყალობით ტბორში არსებული წყლის ტემპერატურა შედარებით მუდმივია დღისითა და ღამით ატმოსფერული ტემპერატურის ცვლილების მიუხედავად.
  4. წყალს აორთქლების მაღალი სითბო აქვს. ადამიანები (და სხვა ცხოველები, რომელთაც ოფლდენა ახასიათებთ) წყლის აორთქლების მაღალ სითბოს გასაგრილებლად იყენებენ. წყალი თხევადი ფორმიდან აირადში გადადის მაშინ, როდესაც მიიღწევა აორთქლების სითბო. ვინაიდან ოფლი მეტწილად წყლისგან შედეგება, აორთქლებადი წყალი ატმოსფეროში გამოთავისუფლებისას სხეულის ჭარბ სითბოს ისრუტავს. ამას აორთქლების გზით გაგრილება ეწოდება.
  5. წყალს კოჰეზიური და ადჰეზიური თვისებები აქვს. წყლის მოლეკულებს ძლიერი კოჰეზიური ძალები აკავშირებს, რადგან ისინი წყალბადურ ბმებს წარმოქმნიან ერთმანეთს შორის. სწორედ კოჰეზიური ძალების დამსახურებაა ზედაპირული დაჭიმულობა, სითხის თვისება, შეეწინააღმდეგოს ზედაპირის მთლიანობის დარღვევას ზეწოლის დროს. წყალს ადჰეზიური თვისებებიც აქვს, რაც ნიშნავს, რომ მას სხვა ნივთიერებებზე „მიწებებაც" შეუძლია.
კოჰეზიური და ადჰეზიური თვისებები აუცილებელია სითხის მოძრაობისთვის მრავალ ცოცხალ ორგანიზმში. მაგალითად, მათი დამსახურებით საკვები ნივთიერებები ქვემოდან ზემოთ, ხის წვერისკენ გადაიტანება მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ.
  1. წყალი ნაკლებად მკვრივია მყარ მდგომარეობაში, ვიდრე - თხევადში. წყლის გაყინვისას მისი მოლეკულები კრისტალურ სტრუქტურას ქმნიან, რომელიც მის მოლეკულებს უფრო აშორებს ერთმანეთისგან, ვიდრე ისინი თხევადი მდგომარეობის დროსაა. ეს ნიშნავს, რომ ყინული უფრო ნაკლებად მკვრივია, ვიდრე თხიერი წყალი, ამიტომაც ტივტივებს ის მასში.
ეს თვისება მნიშვნელოვანია, რადგან მისი დამსახურებით ტბები და ოკეანეები მთლიანად არ იყინება და ზამთარში სიცოცხლე გაყინული ზედაპირის ქვეშ გრძელდება.

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • წყალში ყველაფერი იხსნება, რადგან ის „უნივერსალური გამხსნელია“. წყალს მრავალი ნივთიერების გახსნის უნარი აქვს, მაგრამ ტერმინი „უნივერსალური გამხსნელი“ დამაბნეველია. წყალს შეუძლია სხვა პოლარული მოლეკულებისა და იონების, მაგალითად, შაქრებისა და მარილების, გახსნა. მიუხედავად ამისა, არაპოლარულ მოლეკულებს, მაგალითად, ზეთებს, არ აქვთ ნაწილობრივ დადებითი და ნაწილობრივ უარყოფითი მუხტები, ამიტომ ისინი წყლის მოლეკულებთან არ მიიზიდებიან. ამიტომაცაა, რომ ზეთის მსგავსი არაპოლარული ნივთიერებები წყალში დამატებისას ცალკე შრედ გამოიყოფა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.