ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 1
გაკვეთილი 4: pH, მჟავები და ფუძეებიpH, მჟავებისა და ფუძეების მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
pH | ხსნარში წყალბადის იონების (H+) კონცენტრაციის საზომი |
მჟავა | ხსნარი, რომელშიც წყალბადის იონების კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სუფთა წყალში |
ფუძე | ხსნარი, რომელშიც წყალბადის იონების კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე სუფთა წყალში |
pH სკალის წაკითხვა
pH სკალა გამოიყენება ხსნარების კლასიფიკაციისთვის იმის მიხედვით, თუ რამდენად მჟავური ან ფუძეურია ისინი. ის გვიჩვენებს ხსნარში წყალბადის იონებისა (H+) და ჰიდროქსიდის იონების (OH-) კონცენტრაციას. ამ იონთა კონცენტრაციები თანაბარია სუფთა წყალში, რომლის pH მაჩვენებელიც 7-ის ტოლია.
pH 7 მნიშვნელოვანია, რადგან ის ნეიტრალური ხსნარის მაჩვენებელია. ყველა სხვა ნივთიერებას ამ ნეიტრალურ წერტილს ვადარებთ. ნებისმიერი ხსნარი, რომელსაც pH 7-ზე ნაკლები აქვს, მჟავურია, თუ მეტი აქვს — ფუძეური.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- მჟავები ყოველთვის სახიფათო არ არის. მჟავებს ზოგჯერ ცუდი რეპუტაცია აქვთ და ისინი სახიფათოდ მიიჩნევა, მაგრამ, რეალურად, არსებობს მრავალი მჟავური ნივთიერება, რომელიც სასარგებლოა (და გემრიელიც კი!). მაგალითად, ფორთოხლის წვენი და ყავა მჟავური ნივთიერებებია. გარდა ამისა, მართალია, არსებობს მჟავები, რომელთა გამოყენებასაც, ალბათ, არ ისურვებდით (მაგ., წყალბადფთორმჟავა, იგივე ლხობის მჟავა), მაგრამ შეცდომაში ნუ შეხვალთ: ძლიერი ფუძეები ამდენადვე საზიანოა.
- დაბალი pH მაჩვენებელი ძლიერ მჟავას ნიშნავს, მაღალი pH მაჩვენებელი კი — ძლიერ ფუძეს. შესაძლოა, ცოტა დამაბნევლად ჟღერდეს, მაგრამ რაც უფრო დაბალია ნივთიერების pH, მით უფრო ძლიერი მჟავაა ის. ამის უკეთ წარმოსადგენად ჩათვალეთ, რომ ნეიტრალური მაჩვენებლიდან რაც უფრო შორსაა ნივთიერება, მით უფრო ძლიერი მჟავა ან ფუძეა ის.
- მჟავები და ფუძეები მხოლოდ ქიმიაში არ არის მნიშვნელოვანი. მართალია, დაწვრილებით მათ, ალბათ, ქიმიის გაკვეთილებზე შეისწავლით, მაგრამ მჟავები და ფუძეები ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმებისთვის! მეტიც, ფერმენტების უმეტესობა განსაზღვრულ pH-ზე მოქმედებს საუკეთესოდ. მაგალითად, ფერმენტი პეპსინი საჭიროა კუჭში ცილების მონელებისთვის, თუმცა ის მხოლოდ ძალიან დაბალ pH-ზე ფუნქციონირებს. შესაბამისად, სხეულისთვის მნიშვნელოვანია კუჭში მჟავური გარემოს შენარჩუნება, რათა საჭმელი კარგად გადამუშავდეს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.