ბიოლოგია ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკასა და სტატისტიკას ეფუძნება.

რა უნდა ვიცოდე, სანამ ბიოლოგიის სწავლას დავიწყებ?

თუ შენ გაინტერესებს ბიოლოგია ან აპირებ მის სწავლას მომავალში, შეიძლება გაინტერესებს არსებობს თუ არა რამე "პრერეკვიზიტი", ანუ, საჭიროა თუ არა რამეს წინასწარ ცოდნა, რომ შეგეძლოს ბიოლოგიის სწავლა. თუ ეს ასეა, ყოჩაღ წინდახედულობისათვის!
ჩემი აზრით, ბიოლოგიის ერთადერთი პრერეკვიზიტებია ცნობისმოყვარეობა, გახსნილი გონება და კრიტიკულად აზროვნების სურვილი. თუ შენ ეს თვისებები გაგაჩნია, მაშინ შენ საკმარისი მონაცემები გაქ ბიოლოგიის სასწავლებლად, მთავარია მზად იყო გზადაგზა ისწავლო ცოტაოდენ ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა.
ბიოლოგიის სწავლა შეიძლება ბევრად უფრო გაგიადვილდეს, თუ გაგაჩნია რაიმე ცოდნა ჩამოთვლილ დარგებში, განსაკუთრებით ქიმიაში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საკითხი, რომლის შესწავლა დაგეხმარებათ მაქსიმალურად აითვისოთ ხანის აკადემიის ბიოლოგიის მასალა (ან ნებისმიერი ბიოლოგიის კლასის).

ზოგადი სამეცნიერო უნარები

  • სამეცნიერო კვლევის მეთოდი. გაინტერესებთ, რას ნიშნავს ჰიპოთეზა, ან როგორ უნდა შევამოწმოთ ის? რას იტყვით ექსპერიმენტებზე? ეს ძირითადი კონცეფციები დაგეხმარებათ არა მხოლოდ ბიოლოგიაში, არამედ მეცნიერების ნებისმიერ სხვა დარგშიც.

ქიმია

  • შესავალი ქიმიაში. ქიმიის ზოგადი სურათი და მისი მნიშვნელობა მათემატიკისა თუ სხვა მეცნიერებებისთვის, მაგალითად, ბიოლოგიისთვის.
  • ზოგადი ქიმია. უკეთ შეისწავლეთ ატომები, მოლეკულები და მათი ურთიერთქმედებები. ბოლოს და ბოლოს, სწორედ მათგან შედგებით თქვენ (და ყველაფერი ცოცხალი).
  • მჟავა-ფუძიანობის ქიმია. იმ ქიმიური რეაქციების უმეტესობა, რომელიც ჩვენს სხეულში ხდება, არის წყალხსანრში მიმდინარე მჟავა-ფუძიანობის ქიმია. თქვენ ბიოქიმიაში ძალიან გამოგადგებათ იმის ცოდნა, თუ რას წარმოადგენენ მჟავები და ფუძეები.

ფიზიკა

  • თერმოდინამიკის კანონები. გაიგეთ, რა არის ენერგია და რა კანონებს ემორჩილება მისი გადატანა. ენერგია მუდამ მოძრაობს ეკოსისტემაში, ორგანიზმებსა და უჯრედებში. იგი უმთავრესია ამ სისტემების შენარჩუნებისათვის.

სტატისტიკა

  • ალბათობის საფუძვლები. ალბათობა არის უმნიშვნელოვანესი ცნება ბიოლოგიისათვის. თქვენ არ დაგჭირდებათ ბევრი წვრილმანის და ფორმულების დამახსოვრება, თუმცა თქვენ უნდა გესმოდეთ ძირითადი კონცეპტები, რომლებიც დაგეხმარებიან გენეტიკის და პოპულაციური გენეტიკის შესწავლაში.
  • სტატისტიკა. გაიხსენეთ ის ძირითადი გზები, რომლითაც შეგვიძლია ავღწეროთ მონაცემების ერთობლიობა, მაგალითად საშუალო, მედიანა და მოდა. თუ თქვენ უფრო ჩაუღრმავდებით და ისწავლით ჰიპოტეზის შემოწმების ხერხებს, ამით საქმეს წინ წაიგდებთ!

მათემატიკა

  • ალგებრის და გრაფიკების საფუძვლები. ბიოლოგიის საწყისების კლასების უმეტესობა არ არის ასეთი ორიენტირებული მათემატიკაზე, თუმცა ალგებრის საფუძვლების და გრაფიკების კარგი ცოდნა (მაგალითად, რას ნიშნავს დახრილობა) დაგეხმარებათ ბიოლოგიური ცხრილების და გრაფიკების გააზრებაში.

აუცილებელია ეს ყველაფერი ვიცოდე დაწყებამდე?

არა აუცილებელად. როგორც უკვე ვთქვი, შეგიძლიათ, ეს ყველაფერი გზადაგზა ისწავლოთ. თქვენ, უბრალოდ, მზად უნდა იყოთ, რომ ბიოლოგიის პარალელურად ეს საკითხებიც აითვისოთ. ამიტომ არ შეაქციოთ ზურგი ბიოლოგიას მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საკითხებში არ ხართ გაწაფული.

და თუ არ მომწონს [ქიმია/ფიზიკა/სტატისტიკა/მათემატიკა]?

არ შეაქციოთ ზურგი ბიოლოგიას, თუ ეს საკითხები არ მოგწონთ (ჯერ!). ბიოლოგია ძალიან ფართო და მრავალმხრივი სფეროა. ყველა ბიოლოგს სჭირდება ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის და სტატისტიკის ძირითადი, ფუნდამენტური ცოდნა, მაგრამ არ არის აუცილებელი ამ სფეროებში სპეციალისტი გახდეთ.
თუ თქვენ ამ საკითხებიდან რომელიმესთან ცუდი გამოცდილება გაქვთ მიღებული წარსულში, მიეცით კიდევ ერთი შანსი ხანის აკადემიაში! შეიძლება ბევრად უფრო სახალისო აღმოჩნდეს, ვიდრე გგონიათ!
იტვირთება