ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
თემა 1: გაკვეთილი 2
მნიშვნელოვანი მოლეკულები ბიოლოგიაში- ელემენტები და ატომები
- ნახშირწყლების შესავალი
- შესავალი ცილებსა და ამინომჟავებში
- ლიპიდების შესავალი
- ნუკლეინის მჟავებისა და ნუკლეოტიდების შესავალი
- ვიტამინებისა და მინერალების შესავალი
- ბიოლოგიური მაკრომოლეკულების მიმოხილვა
- ბიოლოგიური მაკრომოლეკულები
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ბიოლოგიური მაკრომოლეკულების მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა | |
---|---|---|
ბიოლოგიური მაკრომოლეკულა | დიდი, ორგანული მოლეკულა, მაგალითად ნახშირწყალი, ლიპიდი, ცილა და ნუკლეინის მჟავა. | |
მონომერი | მოლეკულა, რომელიც უფრო დიდი მოლეკულების (პოლიმერების) საშენი მასალაა. მაგალითად, ამინომჟავა ცილების საშენ მასალას წარმოადგენს. | |
პოლიმერი | განმეორებადი ქვეერთებულებისგან (მონომერებისგან) შემდგარი დიდი მოლეკულა. მაგალითად, ნახშირწყალი პოლიმერია, რომელიც განმეორებადი მონოსაქარიდებისგან შედგება. |
ბიოლოგიური მოლეკულების ტიპები
ბიოლოგიური მაკრომოლეკულა | საშენი ბლოკები (მასალა) | ფუნქციები | მაგალითები |
---|---|---|---|
ნახშირწყლები | მონოსაქარიდები (მარტივი შაქრები) | უჯრედების სწრაფი/მოკლევადიანი ენერგიით უზრუნველყოფა, ბალასტური ნივთიერებების წყარო | გლუკოზა, საქაროზა, სახამებელი, ცელულოზა, ქიტინი |
ლიპიდები | ცხიმოვანი მჟავები და გლიცერინი | უჯრედების უზრუნველყოფა გრძელვადიანი ენერგიით, ბიოლოგიური მემბრანების შემადგენლობაში ყოფნა | ცხიმები, ფოსფოლიპიდები, ცხვილები, ზეთები, ქონები, სტეროიდები |
ცილები | ამინომჟავები | უჯრედული სტრუქტურის უზრუნველყოფა, ქიმიური სიგნალების გაგზავნა, ქიმიური რეაქციების აჩქარება და ა.შ. | კერატინი (რქოვანი ნივთიერება; გვხვდება თმებსა და ფრჩხილებში), ჰორმონები, ფერმენტები, ანტისხეულები |
ნუკლეინის მჟავები | ნუკლეოტიდები | გენეტიკური ინფორმაციის შენახვა და გადაცემა | დნმ, რნმ |
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- მაკრომოლეკულების „დიდად“ მოხსენიება ფარდობითია. ჩვენ მათ „მაკროს“ იმიტომ ვუწოდებთ, რომ ისინი სხვა, უფრო მცირე ზომის მოლეკულებზე დიდები არიან. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი საკმარისად დიდები არიან სამისოდ, რომ შეუიარაღებელი თვალით გამოჩნდნენ. დიდი ცილაც კი, მაგალითად, ჰემოგლობინი, მილიონჯერ უფრო პატარაა, ვიდრე ბრინჯის მარცვალი!
- ყველა ცხიმი და ნახშირწყალი „ცუდი“ არ არის. სხვადასხვა ტიპის დიეტების შესახებ ინფორმაცია ზოგჯერ დამაბნეველია და ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ყველა ცხიმი და ნახშირწყალი ჯანმრთელობისთვის მავნეა. მარტივად — ეს ასე არ არის. რეალურად, ცხიმები და ნახშირწყლები აუცილებელია უჯრედთა ფუნქციონირებისთვის!
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.