If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

DLab: სუმო რობოტების ინსპირაციით

ხანის აკადემიის აღმოჩენის ლაბორატორიის ინსპირაცია. შემქმნელია კარლ ვენდტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

კიდევ ერთი რაუნდი გვექნება. ინოვაცია ახალი იდეების მოფიქრებაა; განსაკუთრებული იდეების მოფიქრება და მათი განხორციელებაა. თუ სხვა ადამიანების იდეებს გამოვიყენებთ, ჩვენს მოწინააღმდეგეებს ეს ეცოდინებათ და მარტივად შეძლებენ ჩვენს შეჩერებას. იმისთვის, რომ უპირატესობა მოვიპოვოთ, საკუთარი იდეების მოფიქრება გვჭირდება. თავიდან, ვიფიქრებთ იდეებს იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ. ეგ პირველი ნაბიჯია — გონებრივი იერიში. შემდეგ, ყველა იდეა მოვაგროვეთ და ავირჩიეთ ისინი, რომლების განხორციელებაც შესაძლებელია. ჩვენ ბევრი განსხვავებული იდეა გვქონდა, თუ როგორ შეიძლებოდა მსროლელის აწყობა. შემდეგ ვცადეთ ჩვენი რობოტის მოდიფიცირება ისე, რომ მსროლელი აღმართული ყოფილიყო და თავის ადგილას ჩამჯდარიყო, როგორც პაზლი. აქ გვაქვს ორმაგი ბილიკი და მისი მიწოლა ძალიან რთულია. აქ არის სინათლის სენსორი, იმისთვის, რომ რობოტი არენას არ გაცდეს და არ დავმარცხდეთ. ეს კიდევ ერთი მოტორია, რომელიც აწყობის პროცესში დავამატეთ, ის ამ ბურთებს ისვრის. შეჯიბრი პარასკევსაა და ჩვენი აწყობილი NXT რობოტებით არენაზე ერთმანეთს დავუპირისპირდებით. ამ შეჯიბრის მთავარი მიზანი არის, რომ სუმო რობოტმა ყველაზე დიდხანს გაძლოს არენაზე. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს რობოტს მსროლელი აქვს, რაც სხვა რობოტებს არ აქვთ. ასევე, გვაქვს წინა და უკანა ფარები. მეც ძლივს ვახერხებ ჩვენი რობოტის მიწოლას, ამიტომ არ ვიცი სხვა რობოტები რას იზამენ. დიახ, მათ არ იციან რა ელოდებათ. სუმო!