If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გახურება: ულტრაბგერითი ხედვა

ულტრაბგერითი სენსორი

უმეტეს ჩვენგანს სახლში ღამის ხედვის ინსტრუმენტი არ გვაქვს. საბედნიეროდ, შეგვიძლია ავაწყოთ მარტივი რობოტი, რომელიც სიბნელეში დანახვაში დაგვეხმარება. პროცესის გამარტივებისთვის ვთქვათ, რომ ამჯერად კედლის დაჯახებისგან თავის არიდება გვჭირდება.
ამისთვის ულტრაბგერით სენსორს გამოვიყენებთ. ეს სენსორი მაღალი სიხშირის ბგერებს გამოყოფს და უკან მიღებულ ექოს სენსორით ზომავს. ექოს დაბრუნების დრო სხეულამდე მანძილს განსაზღვრავს:
ულტრაბგერითი სენსორი
საბოლოოდ, კიდევ ერთი ფუნდამენტური იდეა განვიხილოთ: ჩამრთველი ბლოკები. თუ გვსურს გარკვეული პირობის (როგორიცაა სინათლის ანთება, ღილაკის დაჭერა ან სხეულის დეტექცია) გამო რობოტის ქცევის მოდიფიცირება ჩვენ ჩამრთველ ბლოკს ვიყენებთ. ისინი ასე გამოიყურებიან:
სინათლის სენსორზე დაფუძნებული ჩამრთველი პირობა
შენდეგ ვიდეოში ჩამრთველ ბლოკებს გაეცნობით და ნახავთ, როგორ შეგვიძლია ჩამრთველი ბლოკების ულტრაბგერითი სენსორით გაკონტროლება.
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

რობოტის გადმოსახედიდნ

სანამ რობოტის აწყობას შეუდგებით, მნიშვნელოვანია, რობოტისნაირად ფიქრში გავივარჯიშოთ. შეგიძლია, ამ გამოწვევით დაიწყოთ: დახუჭეთ თვალები და ულტრაბგერითი სენსორი თქვენს მხედველობად გამოიყენეთ. სცადეთ:
  • იდეა 1: კედლების შეხების გარეშე იპოვეთ ოთახის კარი და ოთახიდან გახვიდეთ
  • იდეა 2: მიაწებეთ დიდი ყუთი კედელს და სცადეთ მისი პოვნა კედლის ან ყუთის შეხების გარეშე.
  • იდეა 3 (ჯგუფური აქტივობა): შეძლებს თუ არა ადამიანების ჯგუფი ოთახიდან ერთმანეთის შეხების გარეშე გასვლას?
რა ისწავლეთ?

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.