If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ჭიანჭველა ბოტის აწყობა

მოდით, ავაშენოთ ჭიანჭველების კოლონია!
პირველ ყოვლისა, ჯერ ერთი ჭიანჭველის აწყობა გვჭირდება. მოდით, მარტივი დიზაინით დავიწყოთ და ჭიანჭველის დაპროგრამებაზე ვკონცენტრირდეთ.
მიზანი: ავაწყოთ რობოტი, რომელსაც ჭიანჭველის სიარულისა და სირბილის იმიტირება შეეძლება.
პირობები: თქვენს რობოტს შეუძლია ულტრაბგერითი სენსორით „დაინახოს“. ის ამ წესებს უნდა მიყვეს (მიყვეს):
  • თუ სხეული < 18 სანტიმეტრი, მაშინ ის უკუსვლით ჩქარა (სიმძლავრის 50%-ით) გადაადგილდეს
  • თუ სხეული < 30 სანტიმეტრი, მაშინ ის უკუსვლით ნელა (სიმძლავრის 30%-ით) გადაადგილდეს
  • თუ სხეული 30-38 სანტიმეტრითაა დაშორებული, რობოტი გაჩერდეს
  • თუ სხეული > 38 სანტიმეტრი, მაშინ ის წინ ნელა (სიმძლავრის 30%-ით) გადაადგილდეს
  • თუ სხეული > 75 სანტიმეტრი, მაშინ ის წინ ჩქარა (სიმძლავრის 50%-ით) გადაადგილდეს

აწყობის 5 წუთი

მიჰყევით ამ 5-წუთიან ინსტრუქციას რობოტის სწრაფად ასაწყობად. ან თქვენით ააწყეთ ის! ამ დიზაინის გამოყენება მერეც შეგეძლებათ.
ნაბიჯი 1: შემდეგნაირად მოათავსეთ სამაგრები (მოტორის დამაგრებისთვის)
ნაბიჯი 2:  დაამაგრეთ მოტორები.
ნაბიჯი 3: გაამაგრეთ კონსტრუქცია 11 ნახვრეტიანი კოჭის და 2 პალოს გამოყენებით.
ნაბიჯი 4: დაამაგრეთ ბორბლები
ნაბიჯი 5: დაუმატეთ 3x3 მაკავშირებელი (ან ბორბალი) უკანა მხარის ასამაღლებლად (იმისთვის, რომ სენსორი პირდაპირ წინ იყოს მიმართული) და დაამაგრეთ ულტრაბგერითი სენსორი
.
შემდეგ ვიდეოში ბოლო ნაბიჯებსა და დასრულებულ რობოტს ნახავთ.

რჩევები

ჭიანჭველა რობოტის ასაწყობათ დაგჭირდებათ, რომ იცოდეთ:
  • ციკლები
  • წყობილი ჩამრთველი ბრძანებები 
  • მოძრაობის ბლოკები
შეგიძლიათ ეს ყველაფერი ქვემოთ გაიმეორეოთ. ამ ვიდეოების ყურების შემდეგ მზად იქნებით პრობლემის გადასაჭრელად.
თქვენი პრობლემის გადაჭრის გზის ფურცელზე დახატვით დაიწყეთ, ის წყობილ ჩამრთველის ბლოკებს შეიცავს

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.