If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ელექტროინჟინერია

კურსი: ელექტროინჟინერია > თემა 2

გაკვეთილი 2: რეზისტორის წრედები

მიმდევრობით ჩართული რეზისტორები

რეზისტორები, რომელთა თავები ბოლოებზეა მიერთებული, მიმდევრობით არიან დაერთებული. ეკვივალენტური მთლიანი წინაღობა ინდივიდუალური წინაღობის მნიშვნელობების ჯამია. ავტორი: უილი მაკალისტერი.
კომპონენტები მიმდევრობით არიან ჩართული თუ ისინი ასე არიან დაკავშირებული:
ახლა შევეცდებით, მიმდევრობით დაკავშირებული რეზისტორების თვისებები გავიგოთ.

მიმდევრობით ჩართული რეზისტორები

რეზისტორები მიმდევრობით არიან ჩართული, როდესაც მათი თავები და ბოლოები ერთმანეთზეა მიბმული და კომპონენტებს შორის არსებული კვანძებიდან სხვა სადენები არ გამოდის.
შემდეგ სურათზე, start text, R, 1, end text, start text, R, 2, end text, და start text, R, 3, end text მიმდევრობით არიან ჩართულნი:
მიმდევრობით ჩართული რეზისტორებში ერთი და იგივე დენი გადის.
შემდეგ სურათზე მოცემული რეზისტორები მიმდევრობით არ არიან ჩართული. რეზისტორებს შორის არსებულ კვანძებთან დამატებითი სადენებია დაკავშირებული. თუ ამ სადენებში დენი გადის (ნარინჯისფერი ისრები), მაშინ start text, R, 1, end text, start text, R, 2, end text, და start text, R, 3, end text რეზისტორებში ერთი და იგივე დენი არ გადის.

მიმდევრობით ჩართული რეზისტორების თვისებები

აი, წრედი, რომელშიც მიმდევრობით ჩართული რეზისტორებია:
ძაბვის წყარო start text, V, end text, start subscript, start text, S, end text, end subscript მიმდევრობით ჩართულ რეზისტორებთანაა დაკავშირებული. ძაბვა v, start subscript, start text, S, end text, end subscript რაღაც მუდმივი მნიშვნელობისაა, მაგრამ ჯერ არც დენი i ვიცით და არც ის, თუ როგორ არის განაწილებული ძაბვა v, start subscript, start text, S, end text, end subscript სამ რეზისტორს შორის.
ორი რამ, რაც ვიცით:
  • სამ რეზისტორზე მოდებული ძაბვების ჯამი v, start subscript, start text, S, end text, end subscript უნდა იყოს.
  • დენი i სამივე რეზისტორში გადის.
ამ ცოდნით და ომის კანონის გამოყენებით შეგვიძლია შემდეგი გამოსახულებები ჩავწეროთ:
v, start subscript, start text, S, end text, end subscript, equals, v, start subscript, start text, R, 1, end text, end subscript, plus, v, start subscript, R, 2, end subscript, plus, v, start subscript, R, 3, end subscript
v, start subscript, start text, R, end text, 1, end subscript, equals, i, dot, start text, R, end text, start subscript, 1, end subscript, v, start subscript, start text, R, end text, 2, end subscript, equals, i, dot, start text, R, end text, start subscript, 2, end subscript, v, start subscript, start text, R, end text, 3, end subscript, equals, i, dot, start text, R, end text, start subscript, 3, end subscript
ახლა შეგვიძლია, დავიწყოთ. განტოლებების შეერთებით ვიღებთ,
v, start subscript, start text, S, end text, end subscript, equals, i, dot, start text, R, 1, end text, plus, i, dot, start text, R, 2, end text, plus, i, dot, start text, R, 3, end text
შეგვიძლია დენი ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ და რეზისტორები ერთად მოვაქციოთ:
v, start subscript, start text, S, end text, end subscript, equals, i, left parenthesis, start text, R, 1, end text, plus, start text, R, 2, end text, plus, start text, R, 3, end text, right parenthesis
რადგან ვიცით v, start subscript, start text, S, end text, end subscript, შეგვიძლია უცნობი i-სთვის ამოვხსნათ,
i, equals, start fraction, v, start subscript, start text, S, end text, end subscript, divided by, left parenthesis, start text, R, 1, end text, plus, start text, R, 2, end text, plus, start text, R, 3, end text, right parenthesis, end fraction
ეს ისე გამოიყურება, როგორც ომის კანონი ერთი რეზისტორისთვის. განსხვავება ის არის, რომ აქ მიმდევრობით ჩართული რეზისტორების ჯამი გვაქვს მოცემული.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ:
მიმდევრობით ჩართული რეზისტორების საერთო (ეკვივალენტური) წინაღობა თითოეული რეზისტორის წინაღობების ჯამია.

ეკვივალენტური მიმდევრობით ჩართული რეზისტორი

ახლა მიმდევრობით ჩართული რეზისტორების მაგივრად შეგვიძლია ერთი დიდი ეკვივალენტური რეზისტორი წარმოვიდგინოთ. მისი ეკვივალენტურობა იქიდან გამომდინარეობს, რომ მოცემული ძაბვისთვის start text, V, end text, start subscript, start text, S, end text, end subscript, მასში იგივე დენი start color #11accd, i, end color #11accd გაედინება.
start text, R, end text, start subscript, start text, მ, ი, მ, დ, ე, ვ, რ, ო, ბ, ი, თ, end text, end subscript, equals, start text, R, 1, end text, plus, start text, R, 2, end text, plus, start text, R, 3, end text
შეიძლება ამ გამოსახულების ჟარგონული ახსნა მოისმინოთ: ძაბვის წყაროს გადმოსახედიდან სამი რეზისტორი ისე „გამოიყურება“, როგორც ერთი დიდი ეკვივალენტური რეზისტორი. ეს ნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში წრედში იგივე დენია start color #11accd, i, end color #11accd.
მიმდევრობით ჩართული რეზისტორებისთვის ეკვივალენტური წინაღობის ზოგადი ფორმაა,
start text, R, end text, start subscript, start text, მ, ი, მ, დ, ე, ვ, რ, ო, ბ, ი, თ, end text, end subscript, equals, start text, R, 1, end text, plus, start text, R, 2, end text, plus, point, point, point, plus, start text, R, end text, start subscript, start text, N, end text, end subscript

ძაბვის განაწილება მიმდევრობით ჩართულ რეზისტორებს შორის

ჩვენ უკვე ვიპოვეთ მიმდევრობით შეერთებაში გამავალი დენი i, ამმიტომ ახლა ისღა დაგვრჩა, თითოეული რეზისტორის ძაბვა ვიპოვოთ.
ამისთვის თითოეული რეზისტორისთვის ომის კანონს გამოვიყენებთ,
v, start subscript, start text, R, end text, 1, end subscript, equals, i, dot, start text, R, end text, start subscript, 1, end subscript, v, start subscript, start text, R, end text, 2, end subscript, equals, i, dot, start text, R, end text, start subscript, 2, end subscript, v, start subscript, start text, R, end text, 3, end subscript, equals, i, dot, start text, R, end text, start subscript, 3, end subscript
ეს უფრო საინტერესოა, როდესაც რეალური რიცხვების შემცველ მაგალითს ამოხსნით. კარგი იქნება, თუ ამოხსნას თქვენით შეეცდებით, სანამ პასუხს ნახავთ.
start text, ა, მ, ო, ც, ა, ნ, ა, space, 1, end text
a. იპოვეთ დენი start color #11accd, i, end color #11accd და ძაბვა სამივე რეზისტორზე
b. აჩვენეთ, რომ რეზისტორების ინდივიდუალური ძაბვების ჯამი არის start text, V, end text, start subscript, start text, S, end text, end subscript.

რეფლექსია

თქვენ მიერ გამოთვლილი რეზისტორის ძაბვების მიხედვით:
ამოცანა 2
ყველაზე დიდ რეზისტორს ყველაზე დიდი ძაბვა აქვს თუ ყველაზე პატარა?
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა 3
ყველაზე პატარა რეზისტორს ყველაზე დიდი ძაბვა აქვს თუ ყველაზე პატარა?
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა 4
რეზისტორი ყველაზე დიდი დენით არის...?
აირჩიეთ 1 პასუხი:

შეჯამება

მიმდევრობით ჩართული რეზისტორებში ერთი და იგივე დენი გადის.
მიმდევრობით დაერთებული რეზისტორები ჯამდებიან,
start text, R, end text, start subscript, start text, მ, ი, მ, დ, ე, ვ, რ, ო, ბ, ი, თ, end text, end subscript, equals, start text, R, 1, end text, plus, start text, R, 2, end text, plus, point, point, point, plus, start text, R, end text, start subscript, start text, N, end text, end subscript
მიმდევრობით დაერთებულ რეზისტორებში ძაბვა ნაწილდება, ყველაზე მეტი ძაბვა ყველაზე დიდ რეზისტორზეა მოდებული.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.