If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ელექტროინჟინერია

კურსი: ელექტროინჟინერია > თემა 2

გაკვეთილი 2: რეზისტორის წრედები

პარალელურად ჩართული რეზისტორები

რეზისტორები პარალელურადაა ჩართული, თუკი მათი ბოლოები ორ საერთო კვანძზეა დაერთებული. საერთო ეკვივალენტური წინაღობა უმცირესწინაღობიანი პარალელური რეზისტორის წინაღობაზე უფრო მცირეა. ავტორი: უილი მაკალისტერი.
კომპონენტები პარალელურად არიან შეერთებულნი, თუ მათ ორი საზიარო კვანძი აქვთ, მაგალითად:
ამ სტატიაში პარალელურად შეერთებულ რეზისტორებს განვიხილავთ, რათა გამოვავლინოთ ასეთი შეერთების თავისებურებები. მომდევნო სტატიები კონდენსატორებისა და ინდუქტორების მიმდევრობით და პარალელურ შეერთებებს შეეხება.

პარალელურად ჩართული რეზისტორები

რეზისტორები პარალელურადაა შეერთებული, თუკი მათი ბოლოები საზიარო კვანძებზეა დაერთებული.
მოცემულ სურათზე start text, R, 1, end text, start text, R, 2, end text და start text, R, 3, end text პარალელურად არიან შეერთებულნი. ორი განაწილებული კვანძი ორი ჰორიზონტალური ხაზის სახითაა წარმოდგენილი.
პარალელურად შეერთებული რეზისტორების ბოლოებზე ერთნაირი ძაბვაა მოდებული.
შემდეგ სურათზე მოცემული რეზისტორები პარალელურად არ არიან შეერთებული. რეზისტორებსა და მათ საერთო კვანძებს შორის სხვა კომპონენტებიცაა ჩართული (ნარინჯისფერი კვადრატები). ამ წრედში ოთხი დამოუკიდებელი კვანძია, ამიტომ start text, R, 1, end text, start text, R, 2, end text და start text, R, 3, end text რეზისტორებზე ერთი და იგივე ძაბვა არაა მოდებული.

პარალელურად ჩართული რეზისტორების თვისებები

პარალელური რეზისტორების განხილვა ცოტა უფრო რთულია, ვიდრე მიმდევრობითის. აქ პარალელურად შეერთებული რეზისტორების წრედია მოცემული (ამ წრედს დენის წყარო აქვს, რაც იშვიათად თუ გვხვდება ხოლმე, ამიტომ მისი განხილვა სახალისო იქნება).
დენის წყარო start text, I, end text, start subscript, start text, s, end text, end subscript i დენს ატარებს start text, R, 1, end text-ის, start text, R, 2, end text-ისა და start text, R, 3, end text-ის მიმართულებით. ჩვენ ვიცით, რომ i რაღაც ცნობილი მუდმივაა, მაგრამ ჯერ არ ვიცით v ძაბვა ან ის, თუ როგორ ნაწილდება i სამ რეზისტორში გამავალ დენებად.
ორი რამ, რაც ვიცით:
  • სამივე რეზისტორში გამავალი დენის ჯამია i.
  • სამივე რეზისტორზე v ძაბვაა მოდებული.
ამ მცირეოდენი ინფორმაციითა და ომის კანონის გამოყენებით შეგვიძლია შემდეგი გამოსახულებები ჩავწეროთ:
i, equals, i, start subscript, start text, R, 1, end text, end subscript, plus, i, start subscript, start text, R, 2, end text, end subscript, plus, i, start subscript, start text, R, 3, end text, end subscript
v, equals, i, start subscript, start text, R, 1, end text, end subscript, dot, start text, R, 1, end text, v, equals, i, start subscript, start text, R, 2, end text, end subscript, dot, start text, R, 2, end text, v, equals, i, start subscript, start text, R, 3, end text, end subscript, dot, start text, R, 3, end text
დასაწყებად ესეც საკმარისია. გარდავქმნათ ომის კანონის სამივე გამოსახულება და გამოვსახოთ დენი ძაბვითა და წინაღობებით:
i, start subscript, start text, R, 1, end text, end subscript, equals, start fraction, v, divided by, start text, R, 1, end text, end fraction, i, start subscript, start text, R, 2, end text, end subscript, equals, start fraction, v, divided by, start text, R, 2, end text, end fraction, i, start subscript, start text, R, 3, end text, end subscript, equals, start fraction, v, divided by, start text, R, 3, end text, end fraction
ჩავსვათ ეს გამოსახულებები დენების ჯამის ტოლობაში:
i, equals, start fraction, v, divided by, start text, R, 1, end text, end fraction, plus, start fraction, v, divided by, start text, R, 2, end text, end fraction, plus, start fraction, v, divided by, start text, R, 3, end text, end fraction
გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ საერთო წევრი v,
i, equals, v, left parenthesis, start fraction, 1, divided by, start text, R, 1, end text, end fraction, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, 2, end text, end fraction, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, 3, end text, end fraction, right parenthesis
ახლა გავიხსენოთ, რომ ვიცით i-ს მნიშვნელობა (ის დენის წყაროს მახასიათებელია), ამიტომ შეგვიძლია გამოსახულება v-სთვის ამოვხსნათ:
v, equals, i, start fraction, 1, divided by, left parenthesis, start fraction, 1, divided by, start text, R, 1, end text, end fraction, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, 2, end text, end fraction, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, 3, end text, end fraction, right parenthesis, end fraction
გამოსახულება ძალიან ჰგავს ომის კანონის ჩანაწერს, v, equals, i, start text, R, end text, სადაც რეზისტორის წინაღობად პარალელური რეზისტორების შებრუნებულების ჯამის შებრუნებულია აღებული.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ:
პარალელური რეზისტორების საერთო წინაღობა წინაღობების შებრუნებულების ჯამის შებრუნებულის ტოლია.
(რთულად ჟღერს, მაგრამ სანამ დავასრულებთ, რაღაც უფრო მარტივსაც გამოვიყვანთ)

ეკვივალენტური პარალელურად ჩართული რეზისტორი

წინა გამოსახულება მიუთითებს, რომ შეგვიძლია განვმარტოთ ახალი წინაღობა, რომელიც პარალელური რეზისტორების ეკვივალენტური იქნება. ახალი რეზისტორის ეკვივალენტობა იმაში მდგომარეობს, რომ მოცემული i დენის გატარებისას იგივე v ძაბვა გაჩნდება.
start text, R, end text, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript, equals, start fraction, 1, divided by, left parenthesis, start fraction, 1, divided by, start text, R, 1, end text, end fraction, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, 2, end text, end fraction, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, 3, end text, end fraction, right parenthesis, end fraction
ეკვივალენტური რეზისტორი პარალელური რეზისტორების შებრუნებულების ჯამის შებრუნებულია. წევრების გადანაცვლებით შეგვიძლია გამოსახულება სხვანაირად ჩავწეროთ,
start fraction, 1, divided by, start text, R, end text, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript, end fraction, equals, start fraction, 1, divided by, start text, R, 1, end text, end fraction, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, 2, end text, end fraction, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, 3, end text, end fraction
ომის კანონი პარალელური რეზისტორებისთვის,
v, equals, i, start text, R, end text, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript
დენის წყაროს „გადმოსახედიდან“ ეკვივალენტური რეზისტორი R, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript განურჩეველია სამი პარალელური რეზისტორისგან, რადგან v ძაბვა ორივე წრედში ერთი და იგივეა.
პარალელურად ჩართული რეზისტორებისთვის ეკვივალენტური წინაღობის ზოგადი ფორმაა,
start fraction, 1, divided by, start text, R, end text, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript, end fraction, equals, start fraction, 1, divided by, start text, R, 1, end text, end fraction, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, 2, end text, end fraction, plus, point, point, point, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, end text, start subscript, start text, N, end text, end subscript, end fraction

დენის განაწილება მიმდევრობით ჩართულ რეზისტორებს შორის

ჩვენ უკვე ვიპოვეთ პარალელურ შეერთებაზე მოდებული ძაბვა v და ახლა ისღა დაგვრჩა, თითოეულ რეზისტორში გამავალი დენი ვიპოვოთ.
ამისათვის თითოეული რეზისტორისთვის ომის კანონს გამოვიყენებთ.
v, equals, i, start subscript, start text, R, end text, 1, end subscript, dot, start text, R, end text, start subscript, 1, end subscript, v, equals, i, start subscript, start text, R, end text, 2, end subscript, dot, start text, R, end text, start subscript, 2, end subscript, v, equals, i, start subscript, start text, R, end text, 3, end subscript, dot, start text, R, end text, start subscript, 3, end subscript
უფრო ინფორმატიული იქნება, თუკი მაგალითს გაარჩევთ რეალური რიცხვებით.
იპოვეთ ძაბვა v და სამ რეზისტორში გამავალი დენი.
აჩვენეთ, რომ ინდივიდუალური დენების ჯამია i.

გააზრება

ახლახან გამოთვლილი რეზისტორთა დენებით:
ამოცანა 1
რომელ რეზისტორში გაივლის დენის ყველაზე დიდი წილი?
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა 2
რომელ რეზისტორში გაივლის დენის ყველაზე მცირე წილი?
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა 3
სამ პარალელურ რეზისტორთან შედარებით, რა სიდიდისაა ეკვივალენტური რეზისტორი?
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა 4
ამ მაგალითში start text, R, 1, end text-ისა და start text, R, 3, end text-ის წინაღობათა შეფარდებაა 1, colon, 10 left parenthesis, 50, \Omega vs. 500, \Omega, right parenthesis. რა შეფარდებაა მათ დენებს შორის?
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა 5
რომელ რეზისტორზეა ყველაზე მაღალი ძაბვა?
აირჩიეთ 1 პასუხი:

კერძო შემთხვევა — ორი პარალელური რეზისტორი

ორი პარალელურად ჩართული რეზისტორის ეკვივალენტური წინაღობაა:
start text, R, end text, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript, equals, start fraction, 1, divided by, left parenthesis, start fraction, 1, divided by, start text, R, 1, end text, end fraction, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, 2, end text, end fraction, right parenthesis, end fraction
მცირედი მანიპულაციით შეგვიძლია შებრუნებულები გავაქროთ და ერთწილადიანი გამოსახულება მივიღოთ. პირდაპირ პასუხის ჩვენებას პირველ ჯერზე სჯობს ცხადად გამოვიყვანოთ განტოლება. პასუხი დაფარულია, ასე რომ, შეგიძლიათ თავად სცადოთ, სანამ მას ნახავთ.

კერძო კერძო შემთხვევა — ორი იდენტური, პარალელური რეზისტორი

თუ ორ პარალელურად შეერთებულ რეზისტორს ერთი წინაღობა აქვს, რა იქნება R, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript?
ვთქვათ, start text, R, 1, end text, equals, start text, R, 2, end text, equals, start text, R, end text
R, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript, equals, start fraction, start text, R, end text, dot, start text, R, end text, divided by, start text, R, end text, plus, start text, R, end text, end fraction, equals, start fraction, start text, R, end text, dot, start text, R, end text, divided by, 2, start text, R, end text, end fraction
R, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript, equals, start fraction, 1, divided by, 2, end fraction, start text, R, end text
ორი პარალელურად შეერთებული, იდენტური რეზიტორის ეკვივალენტური წინაღობა რომელიმე მათგანის ნახევრის ტოლია. დენი მათზე თანაბრად ნაწილდება.

შეჯამება

პარალელურად ჩართულ რეზისტორებზე ერთი და იგივე ძაბვაა მოდებული.
სამი ან მეტი რეზისტორის პარალელური შეერთების ზოგადი ფორმაა,
start fraction, 1, divided by, start text, R, end text, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript, end fraction, equals, start fraction, 1, divided by, start text, R, 1, end text, end fraction, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, 2, end text, end fraction, plus, point, point, point, plus, start fraction, 1, divided by, start text, R, end text, start subscript, start text, N, end text, end subscript, end fraction
ორი პარალელური რეზისტორისთვის, როგორც წესი, მათი ეკვივალეტური წინაღობის დათვლა ნამრავლის ჯამზე გაყოფით უფრო მარტივია:
start text, R, end text, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript, equals, start fraction, start text, R, 1, end text, dot, start text, R, 2, end text, divided by, start text, R, end text, 1, plus, start text, R, end text, 2, end fraction
start text, R, end text, start subscript, start text, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, end text, end subscript ყოველთვის უფრო მცირეა, ვიდრე პარალელურად ჩართულებს შორის უმცირესი.
დენი ნაწილდება პარალელურ რეზისტორებზე ისე, რომ უდიდესი წილი მოდის უმცირეს წინაღობაზე.